კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“ოთხი მეგობრის თვალით დანახული სამყარო„

 17 აპრილს ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში ძალიან საინტერესო და ორიგინალური გამოფენა გაიმართა, სახელწოდებით „ოთხი მეგობრის თვალით დანახული სამყარო“, სადაც ოთხმა მეგობარმა „პოპ-არტით“ აჩვენა დამთვალიერებელს სამყაროს მათეული ხედვა. ერთ სივრცეში გამოიფინა ქალბატონების: ირინა ჯანელიძის, ნანა მეტიკაშვილის, ქეთი შარაბიძისა და მარიკა მუჯირის ერთობლივი ნამუშევრები. შემოქმედებმა გამოფენა სპეციალურად დაამთხვიეს ელენე ახვლედიანის 115 წლისთავს, რომელიც 18 აპრილს შესრულდა. „ქალბატონ ელენეს უყვარდა ახალგაზრდა შემოქმედები, სიახლეებთან გაზიარება და ჩვენც სწორედ ამ სივრცეში გამოვიტანეთ ჩვენი ნახატები. ეს არის ვიზუალური ხელოვნება და ნამუშევრები ჩვენს შინაგან განწყობას გადმოსცემს. სურათებს შინაარსობრივი დატვირთვა მივეცით. თუ რა გამოგვივიდა, ამას უკვე ხალხი შეაფასებს,“ –ამბობს ნამუშევრების ერთ-ერთი ავტორი ქეთი შარაბიძე. 

 საღამოს განსაკუთრებული ელფერი შესძინა კლასიკურმა მუსიკამ, რომელიც „პოპ-არტის“ სტილში, ქალური სინაზით შესრულებული ნახატების აღქმას მეტ ჰარმონიას ანიჭებდა. ოთხმა მეგობარმა თბილისის და არა მხოლოდ თბილისის კულტურული დაწესებულებებიდან გამოფენის გაკეთების მიწვევებიც მიიღო.  

скачать dle 11.3