ნიკა ცქიტიშვილი მეორე ქალიშვილის მამა გახდა
16 აპრილს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, კალათბურთელ ნიკა ცქიტიშვილს მეორე შვილი შეეძინა. ინფორმაცია ამის შესახებ ნიკას დასთან, ნინო ცქიტიშვილთან გადავამოწმეთ, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ბეირუთის ერთ-ერთ კლინიკაში პატარა ელენე დაიბადა. მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, პატარა ელენე ავტომატურად არ იღებს მოქალაქეობას, რადგან ლიბანში განსხვავებული ბიუროკრატიული სისტემაა. წყვილის პირველი შვილი, ლიზი, სექტემბერში 3 წლის ხდება.
ნინო ცქიტიშვილი: „ყველაფერმა კარგად ჩაიარა და დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. ნიკაც დაესწრო მშობიარობას – სოფოს გვერდით იდგა თავიდან ბოლომდე. როგორც მითხრეს, ლიზიმ ახალშობილის მიმართ ეჭვიანობა დაიწყო, თუმცა, ეს ნორმალურია და, ალბათ, მალე გაუვლის.“
ვულოცავთ ნიკას და სოფოს პატარა ანგელოზის შეძენას, ბედნიერებასა და ჯანმრთელობას ვუსურვებთ.