კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა კაცი ერთნაირია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N12-16(642) 

 

ჯობია, არ მოუსმინო

როგორ უნდა უთხრას ქალმა პარტნიორ მამაკაცს – წადი, ფეხებში მედები და ხელს მიშლი... მაგრამ, ძალიან შორსაც ნუ გადაადგილდები, შეიძლება, ყოველ წუთს დამჭირდეო?! ხომ წარმოუდგენლად მიგაჩნიათ, რომ ამ ყველაფრის მერე კაცმა მშვიდად შემოგხედოთ, გაგიღიმოთ, ცოტა ხნით მეორე, ან, იქნებ, მესამე პლანზეც გადაინაცვლოს და მშვიდად დაგელოდოთ, როდის დაუქნევთ ხელს, რომ ისევ კისრისტეხით  მოირბინოს თქვენი მითითებების შესასრულებლად... არადა, თურმე, შესაძლებელია – ზოგიერთი ქალისთვის ამას არც განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება და, სხვათა შორის, არც სიტყვები. მსგავსი ტიპის ურთიერთობები იგება არა სიტყვებით, არამედ, სიტყვებზე გაცილებით მნიშვნელოვანი იმპულსებით, რომლებიც შეუცდომლად ხვდება მიზანს... წესით, ევას ჭეშმარიტ შთამომავლებს ეს ნიჭი თანდაყოლილი უნდა ჰქონდეთ, მაგრამ, მხოლოდ ზოგიერთებს თუ შეარჩინა ტექნიკურ-ევოლუციურმა პროგრესმა...

***

ქალს არც უცდია, შიშველი სხეული დაეფარა... ლოგინში ნახევრად წამოჯდა და, ზუკას, აღფრთოვანებისგან პირდაღებული რომ შესცქეროდა, ცხვირზე წკიპურტი გაჰკრა.

– რას მომშტერებიხარ? სიგარეტი მომაწოდე... საფერფლეც. რა იყო, ასე უცნაურად რატომ მიყურებ? სანთებელაც მჭირდება.

ზუკა, როგორც იქნა, მოეგო გონს და სანთებელაც მიაწოდა.

– შენ არ მოწევ? – ჰკითხა ქალმა და ბალიში მოხერხებულად ამოიდო ბეჭის ქვეშ, – ვგიჟდები ლოგინში მოწევაზე, ჩემი ბაბუინი კი მიშლის.

– მაგარ ვიდზე ხარ, – აღმოხდა ზუკას, რომელსაც საერთოდ არ გაუგონია ქალის სიტყვები.

ლიზამ გადაიკისკისა:

– რას მელაპარაკები! ესე იგი, მოგწონვარ, ანუ, იმედი არ გაგიცრუე.

– არა, რას ამბობ... – ზუკა ქალისკენ გადაიხარა და სახე მის მკერდში ჩამალა.

– ახლა მოვკვდები! – ამოიოხრა და ტუჩებით ლიზას ყელზე მფეთქავი ძარღვი მოძებნა...

– გეყოფა, მოიცადე... ხომ ხედავ, ვეწევი. დაგწვავ, იცოდე. მე კი ტრუსის სუნს ვერ ვიტან, გული მერევა...

ზუკამ ისევ ამოიოხრა:

– ჭკუიდან მშლი... არ ვნანობ, უკვე აღარაფერს ვნანობ...

ლიზამ ნამწვი საფერფლეზე დაასრისა, ბიჭს მხარზე მიეკრა და ყურის ბიბილოზე უკბინა.

– ანუ, რაღაცას ნანობდი. აბა, გამოტყდი, რას? რომ შემხვდი? თუ ამას გულისხმობდი, ძალიან გავბრაზდები.

– ოღონდ ეგ არა, ვერ გადავიტან. ასე მგონია, სულ გიცნობდი და სულ შენ გვერდით ვიყავი.

– ჩემ გვერდით თუ?.. – დამცინავად ჩაეკითხა ქალი და აკისკისდა, – რა ვიცი, თავს იკავებდი შეხვედრაზე, ლამის ძალის გამოყენება დამჭირდა.

– ჰო... – ჩაილაპარაკა ზუკამ.

– რა – „ჰო“? ესე იგი, დარწმუნებული არ იყავი, რომ შენს გემოვნებას დავაკმაყოფილებდი? საზიზღარო...

– არა, არა... საქმე ეგ არ არის, – ზუკა შეიჭმუხნა, – არც ვიცი, უნდა გითხრა თუ არა... მოკლედ, ცოტა სინდისი მაწუხებდა შენი ქმრის გამო.

ლიზამ ტაში დაუკრა:

– ყოჩაღ! არ ხუმრობ? ამას სერიოზულად ამბობ?

– ჰო. როცა ვფიქრობ, რომ ჩემს სიამოვნებაში ფულს შენი ქმარი იხდის, რბილად რომ ვთქვათ, თავს უხერხულად ვგრძნობ.

ლიზამ ჯერ გაოცებით შეხედა, მერე გახალისდა:

– ჩემი ბაბუინი კეთილია, თანაც, ამ შემთხვევაში ჩემი სიამოვნების საკითხია პრიორიტეტული.

– ბაბუინი ვინ არის?

– ჩემი ქმარი. მოფერებით ვეძახი ასე. მართლა ძალიან კეთილია, უყვარს, როცა მანებივრებს.

– მით უმეტეს, უხერხულია, – თავი გააქნია ზუკამ. ქალმა ტუჩები გაბუსხა და ასადგომად წამოიწია:

– თუ ჩემს ქმარსა და შენს უხერხულობაზე ლაპარაკს არ შეწყვეტ, ჩავიცვამ და წავალ, თანაც, წავალ მანქანით და შენ თბილისში მარშრუტკით მოგიწევს დაბრუნება. არ გეხუმრები! ვერ ვიტან, როცა ჭკუას მარიგებენ.

– არა, არა, ჭკუას არ გარიგებ. ეს სულაც არ მიგულისხმია, – ზუკა წელზე მოეხვია ქალს და მაგრად ჩაბღუჯა, – უბრალოდ, შენზე ვფიქრობდი. არ მინდა, ჩემ გამო პრობლემები შეგექმნას.

– მაგაზე ნუ იდარდებ, – ლიზამ ხმა გაინაზა, – საუზმეზე ქვემოთ ჩავიდეთ თუ ნომერში შევუკვეთოთ?

– ნომერში შევუკვეთოთ.

– კარგი. მითხარი, რას შეჭამ. აქ ყველაფერი ძალიან გემრიელია. მე ყავა, ჯემი და ტოსტები მინდა; კიდევ – მოხარშული კვერცხი და ბეკონი. სექსის მერე მადა ყოველთვის განსაკუთრებული მაქვს.

– ჩემთვისაც შენ შეარჩიე. სულერთია, – ზუკამ ტუჩების კვალდაკვალ ხელებიც გაააქტიურა... ქალმა მოჩვენებითი წინააღმდეგობა გაუწია, ტელეფონის ყურმილით იგერიებდა მის ალერსს... მერე კი უდანაშაულო ნივთი იატაკზე ისროლა და თავბრუდამხვევ ვნებას ბოლომდე მინებდა...

***

ქეთიმ ხელთათმანები ნაგვის ურნაში ჩაყარა და ხალათი გაიხადა.

– მორჩა, დღევანდელი დღეც დამთავრდა... ძალიან დავიღალე. მაინც, რამდენი ხალხი იყო, ყველას ერთად როგორ ასტკივდა კბილები... თათია, ხვალისთვის არავინ ჩამიწერო, შუადღემდე ვერ მოვალ – ბავშვი მყავს წასაყვანი ასაცრელად.

– ყავა არ დავლიოთ? – კაბინეტში ნატომ შემოიხედა, – ჩვეულებას ნუ ვუღალატებთ.

– ჰო, რა ვიცი, დავლიოთ. ადრე მინდა, წავიდე. ვახო შემპირდა, კინოში წაგიყვანო.

– ოჰო, მოსალოცად გქონია საქმე, – თვალი ჩაუკრა ნატომ, – ბევრი იჩხუბე, ამ გადაწყვეტილებამდე რომ მიგეყვანა?

ქეთიმ მხრები აიჩეჩა:

– არა, თვითონ გამოიჩინა ინიციატივა. ეს ბოლო კვირაა, კარგად იქცევა. ცდილობს, ყურადღებიანი იყოს. ბავშვსაც უვლის, როცა ძიძა მიდის.

– ფრთხილად იყავი, კაცი რომ კარგად იქცევა, ცოტა საშიშია.

– ვერ მივხვდი, რას გულისხმობ, – ქეთიმ ჯერ ნატოს შეხედა, მერე ლელას შეავლო განცვიფრებული მზერა. ლელამ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და ნატოს შეუბღვირა:

– რა სისულელეებს ამბობ! ქეთი, შენ არ მოუსმინო ამას – გაუგია რაღაც და იმეორებს. არც ასეა საქმე.

– მოიცა, მოიცა, კიდევ უფრო დავიბენი. რატომ არის საშიში. როცა კაცი კარგად იქცევა?

– ვითომ, როცა რაღაცას აშავებს და სინდისი უწყებს ქენჯნას, მაშინ იქცევა მაამებლადო... მაგრამ, ასე ნამდვილად არ არის.

– მაინც ვერაფერს მივხვდი. „რაღაცის დაშავებაში“ რა იგულისხმება?

– მაგალითად, ნუ, ღალატი, – უხალისოდ განუმარტა ლელამ.

– რა?!

– ხომ გითხარი, სისულელეა-მეთქი.

– ანუ, ნატოს იმის თქმა უნდოდა, რომ, შესაძლებელია, ვახო მღალატობდეს? – ქეთის თვალები გაუფართოვდა, – ვაიმე, ესე იგი, რაღაც იცით და მიმალავთ? ნატო, მითხარი, რა ხდება!

– არაფერიც არ ხდება, საიდან მოიტანე? – გაბრაზდა ლელა, – ნატო, არ უნდა გეთქვა. არ იცი ამისი ამბავი? ქეთი, დამშვიდდი. არავითარი შორსმიმავალი ფანტაზიები... ნატოს არაფრის თქმა არ უნდოდა ამით. ვახო კარგი ბიჭია, უყვარხარ და ღალატზე საერთოდ არ ფიქრობს. ნატოს საერთოდ რა ესმის ურთიერთობების, სტერეოტიპებისა და ჰიპოთეზების გავლენით ლაპარაკობს.

– ჰო, აბა რა!.. – მაშინვე დაეთანხმა ნატოც, – უბრალოდ, ვიხუმრე... ისე, რას წარმოვიდგენდი, ასე თუ გადაირეოდი. ვახო „ისეთი“  არ არის.

– არ იცი შენ, ვინ არის „ისეთი“, – გამოაჯავრა ქეთიმ, – ერთ ნაბიჯზეც არ უნდა ენდო მაგათ.

– მაგაში გეთანხმები, – ამოიოხრა ლელამ და ერთბაშად დასევდიანდა.

– რა ვიცი, ხომ არსებობენ ქალები, რომლებიც კაცებს საკუთარ ჭკუაზე ატრიალებენ წაღმა და უკუღმა, – ხელი ჩაიქნია ქეთიმ, – სულ მიკვირდა, ამას როგორ ახერხებენ.

– ჰო, აბა?! მე ვერასდროს ვხვდები, როდის უნდა ვიყო გულწრფელი და როდის უნდა ვითამაშო, – თქვა ნატომ, – იმდენს ვიცნობ თამაშში დაოსტატებულს, ყველაფერს გულახდილობაში რომ უთვლიან...

– ნიჭი უნდა მაგას, გენაცვალე, თორემ ჩემი გამოცდილებიდანაც ვიცი, რომ კაცებს ეგეთი ქალები უფრო მოსწონთ, – ამოიოხრა ლელამ, – ვითომ გრძნობებს რომ სიტყვებზე მაღლა აყენებენ, სინამდვილეში, რაღაც ისეთი მექანიზმი აქვთ, რითაც კაცებს ასულელებენ და აგიჟებენ. მაინც, სად სწავლობენ ამ ყველაფერს?

– დიპლომატიის უმაღლეს სკოლაში, – გაეცინა ქეთის, – ჩვენ მაინც არაფერი გამოგვივა, თავიც რომ მოვიკლათ. ვერ ვისწავლე, როდის გავჩუმდე და როდის ვილაპარაკო.

– ასეა. მგონი, წიგნი არსებობს – „როგორ ვმართო მამაკაცი“. ერთი, ეგ წიგნი ჩამაგდებინა ხელში და მერე მე ვიცი, – ინატრა ნატომ.

– მარტო წიგნი რომ არ შველის საქმეს? თეორიულად თითქოს მეც ვიცი რაღაც-რაღაცეები, მაგრამ, რად გინდა, პრაქტიკაში ვერ ვიყენებ. რა არის, იცით? ეტყობა, ძალიან სულელი ვარ. ჭკუა ვერ ვისწავლე. გაჩუმდი და გაიღიმე – ყველაზე ნაღდი იარაღია... მოისაწყლე თავი და აკრუტუნდი ფისოსავით, – ვერა, რა... ისეთს ავჩხავლდები ხოლმე, მერე ვნანობ.

– მაგაში მართალი ხარ. კაცებს აშინებთ მჩხავანა ქალები. არა, კი არ აშინებთ, არ მოსწონთ, ფისო ურჩევნიათ.

– ბრჭყალებიანი ფისო... ეჰ, ჩვენგან აღარაფერი გამოვა, – ხელი ჩაიქნია ქეთიმ.

– იმედს ნუ გადაგვიწურავ, მე ჯერ ყველაფერი წინ მაქვს, – გააპროტესტა ნატომ, – მაგალითად, ჩვენმა ყოვლისმცოდნე სტილისტმა მითხრა, ანუ, მასწავლა, როგორ უნდა აუჩუყო კაცს გული.

– მაინცდამაინც ნუ ენდობი მაგის რჩევებს, – ჭკუა დაარიგა ლელამ.

ნატომ ჩაიცინა.

– მაცადეთ, მომისმინეთ, ჯერ. მოკლედ, თურმე სიტყვები არ არის მთავარი. მნიშვნელოვანია ინტონაცია და გამოხედვა. მზერა ისეთი უნდა გქონდეს, სინანულს გამოხატავდე – აქაოდა, არ მინდოდა, გამებრაზებინე და, რაც დამემართა, მხოლოდ ჩემი გულუბრყვილო სისულელითო. სახე ოდნავ უნდა დახარო, აუცილებელია დამნაშავის გამომეტყველება. ოღონდ, აუცილებლად თვალებში უნდა უყურო – აი, ისე, კატა რომ იყურება ხოლმე საწყლად. ქეთ, შენ რომ კატა გყავს, „პადში“ – ხომ გახსოვს, თვალები რომ დაუმრგვალდება ხოლმე?..

– თან, უნდა გაწითლდე კიდეც, ხომ?

– საერთოდ, სასურველია.

– არ აპირებ, ივარჯიშო ამაში? – ქეთიმ ჭიქები გადმოალაგა და ყავა დაასხა, – სერიოზულად გეუბნები, ტრენინგები დაგჭირდება.

– შენ იცინი და, ტრენინგი არც ერთს არ გვაწყენდა, მართლა.

– ჰოდა, ვუთხრათ ამ ჩვენს სტილისტს. გადაკვალიფიცირდეს და ქალებს ტრენინგები უტაროს მამაკაცების „შებმის“ საკითხებში – თმის შეჭრა-შეღებვას ეს აჯობებს. იმდენი გამწარებული ცოლია, კლიენტებისგან მოსვენება აღარ ექნება, – ლელას სიცილი აუტყდა და გადაცდენილმა ყავამ ლამის დაახრჩო. 

ქეთიმაც გამოცალა თავისი ფინჯანი და ჩაფიქრებული ჩააშტერდა ფსკერს.

– ისე, მთლად ლოგიკას მოკლებული არ უნდა იყოს შენი ნათქვამი, ნატუსია – ყურადღება არ უნდა მოვადუნო. რა იცი, ეშმაკს არ სძინავს...

– შენ ისევ ვახოზე და მაგ ამბავზე ფიქრობ, გოგო? ნუ ჩაიხვევ, არ გინდა. არ გჭირდება ქარიშხალი ჭიქაში, თანაც – ცარიელში. დამიჯერე, – გააფრთხილა ლელამ, – ნუ მიიზიდავ ნეგატივს.

***

თიკომ ორცხობილები გულმოდგინედ დააწყო თეფშზე, ხილი გარეცხა და დიზაინერებისთვის განკუთვნილ ოთახში შევიდა.

– ბიჭებო, ხილი მოგიტანეთ... ყავასაც ახლავე შემოგიტანთ და ერთად დავლიოთ. პატარა შესვენება მოვიწყოთ.

 გიგიმ ზუკას გახედა და თვალი მრავალმნიშვნელოვნად ჩაუკრა. თიკომ რომ კარი გაიხურა, წამოხტა და ყველაზე დიდ ვაშლს სტაცა ხელი.

– გეუბნები, უყვარხარ ამ გოგოს... ვერ ხედავ, როგორ დაგფოფინებს თავზე?

ზუკა გაწითლდა:

– ნუ სულელობ. მე რას დამფოფინებს. ამ ოთახში მარტო მე ვარ? შენ და ლაშაც აქ არ ხართ?

– თავს ნუ იკატუნებ. ლაშას ცოლი ჰყავს, მე – ნინი და, საერთოდაც, ჩვენ აშკარად არ „ვჯდებით“ მისი ინტერესის არეალში. ისე, მშვენიერი გოგოა. შინაურია და არ აფასებ, თორემ, აბა,  ისე გაგეცნო, განყენებულ სიტუაციაში?! ზოგჯერ, რომ ჩაიშმოტკება, თვალიც გამირბის ხოლმე.

– გეყოფა, მორჩი ამაზე ლაპარაკს! – – გაბრაზდა ზუკა, – და, საერთოდაც, თიკოს თემა დავხუროთ, კარგი?

გიგი მივიდა და ზუკას მაგიდაზე ჩამოუჯდა:

– შენ რაღაც უცხო ჰანგებზე ამღერდი, აბა ერთი მოყევი, რა ხდება?

– არაფერიც არ ხდება. სამსახურებრივი რომანის მომხრე არ ვარ – სულ ეს არის.

– აჰა, გავიგე: შენ სხვანაირი რომანის მომხრე ხარ, მაგალითად, გათხოვილ დამა-ქალთან.

ზუკა ჭარხალივით  გაწითლდა:

– გეყოფა-მეთქი!

 – მდა... უკვე ვხვდები, რაშიც არის საქმე. შეხვდი, ხომ, იმ ქალს?

– ჰო, შევხვდი, – ცოტაოდენი ყოყმანის მერე დაუდასტურა ზუკამ.

– ვაჰ, სექსიც გქონდათ? აუ, მომიყევი, რა, ვგიჟდები, ისე მაინტერესებს.

– გიგი, შემეშვი, ისედაც ვნერვიულობ.

– მოიცა, ეგ როგორ გავიგო? დაგევასა? ხომ გეუბნებოდი, ფოტოებს არ ენდო-მეთქი?

– ეგ რა შუაშია. ძალიან მაგარი ქალია... ძალიან... – ზუკამ ამოიოხრა, – ვერც კი წარმოიდგენ, ისეთი მაგარი. სიღნაღში ვიყავით შაბათს და ღამით იქ დავრჩით, სასტუმროში. იცი, რა ღამე გვქონდა?

– მართლა? მერე, რაღა განერვიულებს, სულელო... მაგრამ, ვხვდები – გაიფცქვნებოდი სიღნაღში. რომელ სასტუმროში იყავით? თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, იქ ყველა სასტუმრო ძვირია. ისე ნუ იზამ, ბოლომდე გაგატყაოს. ვიცი მე ეგეთების ამბავი: ჯერ სიღნაღს მოინდომებს, მერე ანტალიას, ევროპაზე რომ გადავა, სახლი გაგიხდება გასაყიდი...

– მოიცა, მოიცა, ნუ გაუბერე! სახლი გამიხდება გასაყიდი არა, იხვი. ყველაფერში თვითონ გადაიხადა ფული და სწორედ ეგ მაწუხებს.

– რა?! მართლა?! ბიჭო, ტუზი დაგცემია და ეგ არის, რაღას წუწუნებ? ყველას კი არ უმართლებს ასე.

– მოიცა, რა, მაგრად მიტყდება.

– რა გიტყდება? თუ ძმა ხარ, მოეშვი სისულელეებს. მოეშვი და მიიღე მაქსიმალური სიამოვნება.

– ნეტავი შენ, მაგარი „ანაღვლე“ ტიპი ხარ. ბიჭო, აზრზე ხარ? – ქმრის ფულს ხარჯავს.

გიგიმ წაუსტვინა:

– უფრო უკეთესი. ვა, რა მაგარი ქმარი ჰყოლია – ცოლს ბოლომდე აგულავებს. შეირგე, რა!

– ნუ აფრენ. არც ასეთი უსინდისო ვარ.

– სინდისი რა შუაშია, ბიჭო, იმ კაცს თუ აწყობს ასეთი ცოლი და პრობლემა არა აქვს, შენ რას დარდობ და რატომ ნერვიულობ, ვერ ვხვდები.

– იცი, თავის ქმარს რას ეძახის? – ბაბუინს. მაგრად გამიტყდა.

– ბაბუინს? ჰა, ჰა, ჰა... – გიგი გადაბჟირდა, – აი, მესმის ქალი! ბაბუინს რომ ცივილიზაციას აზიარებ, როგორი მაგარი უნდა იყო.

ზუკამ საყვედურით შეხედა ახარხარებულ გიგის და ხელი ჩაიქნია...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3