კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „მაზდა 6”, 2006 წლის, 2.3-იანი ძრავით, ტიპტრონიკის ტიპის გადაცემათა კოლოფით (ამერიკული ვარიანტი). უკვე ერთი წელია, ვამჩნევ, რომ, მას შემდეგ, რაც მანქანით დაახლოებით 30-45 წუთს ვივლი,  მესამიდან მეოთხე სიჩქარეში ჩაგდებისას, გადართვა საკმაოდ უხეშად ხდება, იგრძნობა მკვეთრი დარტყმა, ცივზე კი ეს პრობლემა არ აქვს. თან, ეს მხოლოდ და მხოლოდ მესამიდან მეოთხეში გადართვისას ხდება, სხვა სიჩქარეებში კი უპრობლემოდ გადადის. ბოლოს, როცა უკვე საგრძნობლად მოიმატა კოლოფის დარტყმამ, ზეთი მთლიანად გამოვცვალე კოლოფში – „მაზდას” „ატეეფი” ჩავასხი, ერთ-ერთ ბრენდ კომპანიაში შეძენილი, მაგრამ, არ უშველა. ხომ ვერ მეტყვით, რა შეიძლება იყოს ამის გამომწვევი მიზეზი და, საერთოდ თუ შეგიძლიათ, დამიხასიათოთ, როგორია ეს მოდელი საქართველოს პირობებში? 

პასუხი: შეიძლება ითქვას, რომ უკვე ისეთ სიტუაციაში ხართ, როდესაც კოლოფი სერიოზულად დაზიანებულია. ამ მხრივ არ გაგიმართლათ. დაზიანება შეიძლება იყოს რამდენიმე სახის: ა) რთული, მაგრამ მარტივად მოსაგვარებელი; მარტივი დაზიანება, მაგრამ, რთულად მოსაგვარებელი; ან – რთული დაზიანება, რთულად მოსაგვარებელი. თუმცა, კოლოფში არაფერია ისეთი, რომლის შველა და გამოსწორება არ შეიძლება, მაგრამ, კოლოფის დაშლა აუცილებლად მოგიწევთ, ამიტომ, თქვენს ავტომობილს ავტომატური კოლოფის კარგი სპეციალისტი სჭირდება. ზოგადად, „მაზდა” გამოირჩევა ამტანობით, საკმაოდ კარგი მანქანაა, მაგრამ, საქართველოში ცოტა დადის, რაც ნიშნავს, რომ ნაწილის შოვნაც რთულია და ხელოსნებსაც ნაკლები შეხება და ცოდნა აქვთ. სულ ცოტა ხანში „მაზდას” ოფიციალური წარმომადგენლობა იხსნება საქართველოში, რასაც, რა თქმა უნდა, სერვისიც მოჰყვება, თუმცა, ჩვეულებრივი მოდელებისთვის, შესაძლოა, სერვისი საკმაოდ ძვირი დაჯდეს. გირჩევთ, დაშლილებში მოიძიოთ მთლიანად კოლოფი და გამოცვალოთ. მოხსნა, გაკეთება და აწყობა შეიძლება, ახალი კოლოფის ფასი დაჯდეს. მაგრამ, თუ ვერ იშოვეთ, მისი გადაკეთება მაინც მოგიწევთ. 

კითხვა: მსურს, შევიძინო „სუბარუ ბაჯა პიკაპი“. იქნებ, დამიხასიათოთ ეს ავტომობილი, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, როგორი ტექნიკური მახასიათებლები აქვს მას და რა ღირს საქართველოში მეორადი მანქანები?

პასუხი: მსგავსი ავტომობილი საქართველოში თითქმის არ დადის, ერთ ან ორ მოდელს თუ არ ჩავთვლით. შესაბამისად, მისი ყიდვაც რთულია და არც ფასებია დარეგულირებული. ამ ტიპის ავტომობილი შეიძლება მოიძიოთ ქვეყნის გარეთ და ფასის დასადგენად უნდა დაუკავშირდეთ უცხოეთიდან მანქანების ჩამომყვან ფირმებს. რაც შეეხება მახასიათებლებს, ის იმავე ბაზაზე დგას, რომელზეც სხვა, ჩვენ ქვეყანაში კარგად ცნობილი მოდელები, ისეთი როგორებიცაა, მაგალითად, „იმპრეზა” და „ფორესტერი”. შესაბამისად, აქვს ძლიერი სავალი ნაწილი, მაგრამ, სუსტი გადაცემათა კოლოფი და მოიხმარს საშუალოზე მეტ საწვავს, ანუ, 100 კილომეტრზე 10 ლიტრის ზემოთ. 

კითხვა: ვარ საშუალო ასაკის ქალბატონი და ჩემი პირველი ავტომობილი სულ ახლახან შევიძინე, ოჯახის მხრიდან ბევრი კრიტიკისა და უარის შემდეგ – მეუბნებოდნენ, რომ ჩემთვის უკვე დაგვიანებულია, ვერ შევძლებ მოვლას და სხვა. მინდა, ავტომობილს მათი დახმარების გარეშე მივხედო, მაგრამ, ისიც კი არ ვიცი, ზეთი რამდენ ხანში ერთხელ უნდა გამოვცვალო. იქნებ დამეხმაროთ.

პასუხი: ახალ ავტომობილებს ხელსაწყოების დაფაზე აქვთ გამოტანილი, თუ რა სჭირდება მათ, რა დონეზეა ზეთი, წყალი და სხვა. მაგრამ, თუ მის წაკითხვას ვერ შეძლებთ, დამერწმუნეთ, რთული და ძნელად მისახვედრი მაინც არ არის. მაგალითად, ზეთი: რატომღაც, ზეთს ყველა დილით სინჯავს ხოლმე, რაც არასწორია. უნდა დავქოქოთ მანქანა, ჩავაქროთ, დაველოდოთ ცოტა ხანს, ამოვიღოთ „შუპი” და დავხედოთ, რა დონეზეა ზეთი. ყველა „შუპზე” მითითებულია მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი, ან ზოლებით – „min” ან „max” წერია... თუ დავაკვირდებით, ყველა შემთხვევაში მივხვდებით, რომელი აღნიშნავს მინიმუმს და რომელი მაქსიმუმს. ზომაზე მეტი ზეთი ნიშნავს, რომ ზედმეტი წნევა შეიქმნება და ძრავას დააზიანებს. თუ ზეთი მინიმუმს ქვევითაა, უნდა მივაღწიოთ ზეთის ჩამსხმელ პუნქტამდე რაც შეიძლება რბილი სვლით – ვგულისხმობ, მოსახვევებში ნაკლები სიმკვეთრით შესვლას და ავტომობილის დაბალ ბრუნებზე მუშაობას. მაღალი ბრუნების მიცემის ან მოსახვევში მკვეთრად შესვლის დროს, შეიძლება დარჩენილი ზეთი ერთიანად აიტანოს ძრავამ და აღარ დარჩეს მარაგში იმისთვის, რომ კონკრეტულ მისამართამდე მიაღწიოს და ყველა საჭირო დეტალი შეზეთოს. რაც შეეხება წყლის დონეს, ძალიან ბევრ ავტომობილში ის საერთოდ არ ჩანს. არის მოდელები, სადაც ავზი ზედ რადიატორზეა მიმონტაჟებული. ანტიფრიზი თუა ჩასხმული, ის უფრო ჩანს და მისი დონის განსაზღვრა გაცილებით მარტივია. ერთ მარტივ ხერხს გასწავლით: რადიატორში წყლის დონე უნდა გაიგოთ ღამით, კერძოდ, ავზში ჩაანათოთ „ფანარი,” გარედან დააკვირდეთ და წყლის დონე გარკვევით გამოჩნდება. ავზზე აუცილებლად იქნება მითითებული წყლის მაქსიმალური და მინიმალური დონის ნიშნული. თუ ზღვარი მინიმუმს ჩასცდა, შეიძლება, კიდევ გადარჩეს ძრავა, რადგან, მწარმოებელი მაინც ტოვებს მინიმუმის ქვემოთ მარაგს, მაგრამ, ამის გაგება შეუძლებელია. მაქსიმუმზე მეტი წყალი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. წყალი გაცხელების შემდეგ მოცულობაში იზრდება, ბევრდება, რაც ნიშნავს, რომ წყალი სისტემამ სადღაც უნდა დახარჯოს, ის სადღაც დაიღვრება, მაგრამ, ამასთანავე, შესაძლებელია წყალმა გასასვლელი ძრავას არასასურველ ნაწილშიც იპოვოს და სერიოზულად დააზიანოს ის. თუ წყალი აგიდუღდათ, ამას იოლად, ხელსაწყოების დაფაზე ანთებული ნათურითაც მიხვდებით.

კითხვა: მინდა შევიძინო ავტომობილი „სიტროენ ცე 3 ფლურიელი”. ძალიან მომწონს ვიზუალურად, მაგრამ, მისი სხვა მახასიათებლები არ ვიცი. რას მირჩევთ?

პასუხი: „სიტროენ ცე 3 ფლურიელი” ისეთი ლამაზი ავტომობილია, რომ თვალს მაშინვე ჭრის, ამასთან, არის გამძლე, მოხერხებული, კომფორტული, ეკონომიური, ხშირად არ აჩენს თავსატეხს, მაგრამ, ერთხელ მაინც თუ გაუჩნდა პრობლემა, მიხვდებით, რომ დიდი ხნით გახდებით ფეხით მოსიარულე, თუ, რა თქმა უნდა, თავად არ გეხერხებათ ავტომობილის წვრილმანი შეკეთება. პრობლემა კი ყოველთვის წვრილმანებშია. თუ ძრავასა და მსხვილ დაზიანებებს ხელოსნები შედარებით იოლად მიხედავენ, წვრილმან საკითხებში თქვენი დახმარება გაუჭირდებათ. ავტომობილის ამა თუ იმ გაუმართაობის მიზეზის დადგენა და შემდეგ დაზიანებული ნაწილის შოვნა ძალიან გაგიჭირდებათ – მოგიწევთ შეკვეთების გაკეთება. თუ ეს მანქანა იმდენად მოგწონთ, რომ მოთმენას შეძლებთ, მისთვის ბევრ დროსა და ენერგიას დახარჯავთ, შეგიძლიათ შეიძინოთ. სხვათა შორის, „სიტროენი” ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწარმოებელია.

скачать dle 11.3