კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

22 აპრილი

1370 – საფრანგეთის მეფის, შარლ მეხუთის ბრძანებით, პარიზში დაიწყო ციხესიმაგრე ბასტილიის მშენებლობა. 

1500 – პორტუგალიელი პედრუ ალვარიშ კაბრალის ექსპედიციამ აღმოაჩინა ბრაზილიის სანაპიროები.

1760 – ლონდონში პირველად გამოჩნდა გორგოლაჭებიანი ციგურები.

1964 – ტანგანიკა და ზანზიბარი გაერთიანდა ერთ სახელმწიფოდ, რომელსაც ეწოდა ტანზანია. 

1969 – ჰიუსტონში პირველად გადაუნერგეს ერთი ადამიანის თვალი მეორეს.

23 აპრილი

1867 – ინგლისის დედოფალმა ვიქტორიამ და საფრანგეთის იმპერატორმა ნაპოლეონ მესამემ უარყვეს ლამანშის ქვეშ გვირაბის აშენების პროექტი. ეს პროექტი მხოლოდ მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში განხორციელდა.

1896 – ნიუ-იორკში, პირველად ამერიკის ტერიტორიაზე, ჩატარდა კინოსეანსი.

1990 – ქალაქ კარლმარქსშტადტს დაუბრუნდა ძველი სახელი – ჰემნიცი.

1999 – ბელგრადის მასობრივი დაბომბვა ნატოს ავიაციის მიერ.

24 აპრილი

1771 – იაპონიის კუნძულ იშიკაგის თავს დაატყდა ცუნამი, რომლის ტალღის სიმაღლე, გადმოცემის მიხედვით, 85 მეტრს აღწევდა.

1877 – დაიწყო რუსეთ-თურქეთის ომი, შედეგად, აჭარა საქართველოს დაუბრუნდა.

1915 – თურქული არმიის შენაერთებმა მილიონზე მეტი სომეხი გაწყვიტეს – სომხების დიდი გენოციდი.

1967 – საბერძნეთში სამხედრო დიქტატორულმა ხელისუფლებამ აკრძალა მინი-ქვედაბოლოების ტარება. აკრძალვა 1974 წელს გაუქმდა.

1970 – ჩინეთმა კოსმოსში გაუშვა თავისი პირველი ხელოვნური თანამგზავრი. 

25 აპრილი

1719 – ლონდონში გამოიცა დანიელ დეფოს რომანი „რობინზონ კრუზო“.

1792 – პარიზში, გრევის მოედანზე, საზეიმოდ დადგეს ჟოზეფ გიიოტენის გამოგონება – გილიოტინა – „ჰუმანური“ მოწყობილობა სიკვდილით დასჯისთვის. მომდევნო წლებში მას ბევრი ცნობილი ადამიანი ემსხვერპლა.

1859 – ეგვიპტეში დაიწყო სუეცის არხის მშენებლობა. 

1926 – „ლა სკალაში“ გაიმართა პუჩინის ოპერის „ტურანდოტის“ პრემიერა. 

1931 – შტუდგარდტში ფერდინანდ პორშემ დააარსა საავტომობილო ქარხანა „პორშე“.

1966 – ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია ქალაქი ტაშკენტი (უზბეკეთი).

26 აპრილი

1792 – კომპოზიტორმა რუჟე დე ლილმა დაწერა „მარსელიეზა“.

1921 – ლონდონის ქუჩებში გამოჩნდა მოტოციკლებზე ამხედრებული პატრული.

1933 – გერმანიაში დაარსდა საიდუმლო პოლიცია „გესტაპო“.

1937 – გერმანულმა ავიაციამ მიწასთან გაასწორა ესპანური ქალაქი გერნიკა (ეს მოვლენა უკვდავყო პიკასომ თავის შედევრში „გერნიკა“).

1986 – ჩერნობილის კატასტროფა.

27 აპრილი

1667 – ჯონ მილტონმა დაასრულა თავისი პიესა „დაკარგული სამოთხე.“

1828 – გაიხსნა ლონდონის ზოოპარკი.

1940 – დაარსდა საკონცენტრაციო ბანაკი „ოსვენციმი“, სადაც 1944 წლამდე 4 მილიონი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს.

28 აპრილი

1220 – ინგლისში დაიწყო ქვეყანაში ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი ეკლესიის – სოლსბერის საკათედრო ტაძრის მშენებლობა.

1920 – წითელმა არმიამ აიღო ქალაქი ბაქო, მოხდა აზერბაიჯანის გასაბჭოება.

1923 – ლონდონში გაიხსნა სტადიონი „უემბლი“.

1955 – დაიწყო კოსმოდრომ „ბაიკანურის“ მშენებლობა.

1965 – ეკრანებზე გამოვიდა ფილმ „ანჟელიკას“ პირველი სერია.

скачать dle 11.3