კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა აირჩიოთ პროფესია რეინკარნაციული კუთხით და როგორ გვაკავშირებს ასტრალური სხეული ცხოველებთან, ეთერული სხეული კი – მცენარეებთან

ფული ძალიან ჭირვეული სუბსტანციაა, ამიტომ, ზუსტად უნდა იცოდეთ, როგორ დაიცვათ თქვენი შემოსავალი ნეგატიური ემოციებისგან, შეინახოთ ის სწორად და მოიზიდოთ თქვენს საფულეში. ასევე, აუცილებელია სახლის სწორად მოწყობა და იმ ნივთის თავიდან მოშორება, რომელსაც უარყოფითი აურა აქვს და, შესაბამისად, ჩვენზეც უარყოფითად მოქმედებს.

ფული კოსმიური ენერგიების მატერიალური განსახიერებაა. არიან ადამიანები, რომლებსაც ის თავს არიდებს, ან, პირიქით, მათკენ მიილტვის. ამიტომაა საჭირო იმის ზუსტად ცოდნა, თუ როგორ მოვიზიდოთ ის და რა გავითვალისწინოთ მასთან მიმართებაში. ბევრი ადამიანი  თავს არ ზოგავს, მატერიალური კეთილდღეობის მოსაპოვებლად, მაგრამ ჯიბეში ფული არ უჩერდება. ერთი სიტყვით, ფულს ბარაქა არ აქვს. ბევრმა კი არ იცის, რომ უბარაქობის ძირითადი მიზეზი პიროვნების შემოსავლებისა და ფინანსური მდგომარეობის სამყაროსეული არხის ჩაკეტვაა. ამ არხს „ბარაქის არხი” ეწოდება და, თუ ადამიანი რეინკარნაციულად არ არის იმ პროფესიის, რითაც ბარაქა უნდა მოიზიდოს და შეინარჩუნოს. ამ შემთხვევაში მის საფულეში ფული ნამდვილად არ გაჩერდება.  თუ გინდათ, მატერიალურად გამართული და წარმატებული იყოთ, პროფესია რეინკარნაციული კუთხით უნდა აირჩიოთ. გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ასტრალური სხეული ცხოველებთან გვაკავშირებს, ეთერული სხეული კი – მცენარეებთან. 

ბარაქის მოზიდვაში მცენარეები და ცხოველები აქტიურ როლს თამაშობენ. მაგალითად, ამ მხრივ კარგია, თუ სახლში ძაღლი ან კატა გყავთ, მათ სითბოსა და სიყვარულს აგრძნობინებთ და ხშირად მიეფერებით. მაშინ ისინიც ანალოგიურად გიპასუხებენ და ასტრალურ მატერიალურ არხზე დადებითად იმოქმედებენ თავიანთი დადებითი აურით, რომელსაც თქვენკენ გამოსტყორცნიან. მცენარეებიდან კი ბარაქის მოზიდვის კუთხით ყველაზე კარგია გვიმრა და კალანჰოე. გვიმრა ფინანსების არხს ხსნის ოჯახში, კალანჰოე კი მის მოსაზიდად ჯანმრთელობას გვძენს. ასევე, თუ გსურთ, ბევრი ფული გქონდეთ, ატარეთ დიდი ზომის საფულე და მასში აუცილებლად ჩადეთ ფურცელზე თქვენი ხელით დაწერილი ის სურვილი, რომლის ახდენაც გინდათ. ეს სურვილი კოსმოსში ქვეცნობიერ დონეზე იგზავნება და მისი მუდამ ტარებით კოსმოსში უშვებთ ამ სურვილის ახდენის კოდს. აგრეთვე, გაეცით გაჭირვებულებზე თუნდაც მცირედი თანხა და ის მალევე გაორმაგებული დაგიბრუნდებათ. სახლში კი აუცილებლად დადგით გამჭვირვალე ბროლის პატარა ლარნაკი, ჩაასხით მასში წყალი და ჩაყარეთ ხურდა ფული, ოღონდ, აუცილებლად ვერცხლისფერი მონეტები – ის სახლში ფულის ენერგიას ადვილად მოიზიდავს და ოჯახის ბიუჯეტი მუდამ შევსებული გექნებათ. ეს ფენ-შუის უძველესი მეთოდია და ძველთაგანვეა გამოცდილი მატერიალური კეთილდღეობის მოსაპოვებლად.

ასევე, უდიდესი მაგიური ძალა გააჩნია ოთახის კედელზე დაკიდებულ სურათებს. ის დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ბედზე, შემოსავლებსა და კეთილდღეობაზე. იმ სურათებს, რომლებიც უარყოფითი ენერგიით გაჯერებულ ბინაში ეკიდა, ძალიან საშიში აურა აქვს. თუ ისინი მემკვიდრეობით გერგოთ ან ანტიკვარულ მაღაზიაში შეიძინეთ და დაკიდეთ თქვენს საცხოვრებელ ბინაში, იცოდეთ, რომ მათგან წამოსული ნეგატიური იმპულსი საშიშროებას შეუქმნის როგორც ბედის, ისე ჯანმრთელობისა და შემოსავლების მხრივაც. ასევეა ავეჯიც. 

აგრეთვე, ეცადეთ, რომ თქვენს ბინაში მაგიდა და წიგნების თაროები მუდამ მოწესრიგებული გქონდეთ. არ ვარგა, როცა მაგიდაზე ბევრი ნივთი დევს, წიგნის თაროზე კი აურზაურია. გარდა იმისა, რომ სახლში მაგიდისა და წიგნის თაროს მიხედვით მიხვდებით, თუ როგორი მოწესრიგებულია დიასახლისი, დალაგებული მაგიდა და თაროები სახლში დადებით ენერგიას მოიზიდავს და ფინანსური კეთილდღეობის კვანძის გახსნა ხდება. ზოგადად კი, ბინაში ნებისმიერ საგანს ისეთივე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ორგანიზმის თითოეულ ნაწილს – ჯანმრთელობისთვის. თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ, ამით საკუთარ კეთილდღეობას შეუწყობთ ხელს. 

скачать dle 11.3