კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1996 წლის 31 ოტომბერს, ღამით. რომელი სფეროა ჩემთვის წარმატების მომტანი?

პასუხი: თქვენთვის წარმატებულია შემდეგი პროფესიები: სამეცნიერო-კვლევითი საქმე, მანქანათმშენებლობა, მანქანების დიზაინი, საინჟინრო საქმე, სამხედრო სტრუქტურები, საგანმანათლებლო სფერო, ფსიქოთერაპია, სპორტი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, ავიაციის ბიზნესი, სამედიცინო სფერო.

კითხვა: დავიბადე 1993 წლის 13 იანვარს. ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან მექნება ჰარმონიული და მშვიდი სასიყვარულო კავშირი?

პასუხი: სასიყვარულო-რომანტიკული ურთიერთობებისთვის თქვენთვის მისაღებია მშვილდოსნის, კუროს, მორიელის ან თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი. ერიდეთ მერწყულებს.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1997 წლის 18 მაისს, დღის საათებში. მაინტერესებს, თუ ელის წარმატებები ფეხბურთში და რომელი პროფესიაა მისთვის მეტად მისაღები?

პასუხი: გეტყვით, რომ მისთვის სპორტი დიდი წარმატების მომტანი არ იქნება, თუმცა, არც ცუდია. შრომისმოყვარეობისა და შეუპოვრობის წყალობით, შესაძლოა, სპორტში გარკვეულ წარმატებებს მიაღწიოს. პროფესიებიდან კი მისთვის წარმატების მომტანია: რეანიმატოლოგია, სტომატოლოგია, ქირურგია, გინეკოლოგია, ფიტოთერაპია, სუჯუკთერაპია, ჰომეოპათია, სამართალდამცავი ორგანოები, საგამომძიებლო საქმიანობა, სამხედრო სტრუქტურები, საგადასახადო ინსპექცია, საბაჟო დეპარტამენტები, სადაზღვევო კომპანიები, მუშაობა კონტროლის პალატაში; აგრეთვე, წარმატებულია საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, კომერციული საქმიანობა, საფინანსო სფერო.

კითხვა: დავიბადე 1990 წლის 16 მაისს. უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მეტად მისაღები?

პასუხი: უცხოეთი თქვენთვის არც კარგია და არც ცუდი, ანუ, საშუალოა. ქვეყნებიდან კი შედარებით უფრო მისაღებია: ბრაზილია, პორტუგალია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი, პაკისტანი, კუნძული მალტა, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, ჩრდილოეთ და დასავლეთ აფრიკის ქვეყნები, ინგლისის დასავლეთი ნაწილი, კანადა, საბერძნეთი, კუნძული სარდინია, ნორვეგია.

კითხვა: დავიბადე 1988 წლის 6 მაისს. რომელ პროფესიაში მელის წარმატება და უცხოეთის რომელი ქვეყანაა მისაღები ჩემთვის ასტროლოგიურად?

პასუხი: უცხოეთის ქვეყნებიდან თქვენთვის მისაღებია: ინგლისის დასავლეთი ნაწილი, ბელგია, კანადა, სარდინია, ამერიკის შეერთებული შტატები, საბერძნეთი, ნორვეგია, ბრაზილია, პორტუგალია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალიის ცენტრალური ნაწილი, ჩეხოსლოვაკია, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი, მალტა, პაკისტანი; პროფესიებიდან კი კარგია და წარმატებების მომტანი: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, ქორეოგრაფია, მთარგმნელობითი საქმიანობა,  ავიაციის ბიზნესი, იურისპრუდენცია, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, პროფესიონალური დიპლომატია, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფსიქოლოგია, საკურორტო ინდუსტრია.

скачать dle 11.3