კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: დილით რომ ვიღვიძებ, თვალები, სახე და ხელები შეშუპებული მაქვს. რისი ბრალი შეიძლება იყოს?

პასუხი: უნდა გამოირიცხოს გულის პათოლოგია და თირკმლის ფუნქციის დარღვევა. აგრეთვე, გაარკვიეთ, ხომ არ გაქვთ ალერგია.  აუცილებლად მიმართეთ ოჯახის ექიმს, რომელიც დაადგენს, რა მიმართულებით უნდა ჩატარდეს გამოკვლევა.

კითხვა: რამ იცის ყელში სპაზმი?

პასუხი: მსგავსი ჩივილის მიზეზი ბევრია: საყლაპავის ზოგიერთი დაავადება, გულის ზოგიერთი დაავადება, ანემია, ყელის დაავადება, ნევროზი. საჭიროა გამოკვლევების ჩატარება.

კითხვა: ვარ 42 წლის მამაკაცი. ხშირად, როცა გაცივებული არ ვარ,   მინდა დაცემინება და ვერ ვაცემინებ. რა შეიძლება იყოს მიზეზი?

პასუხი: ჩივილის მიზეზი, სავარაუდოდ, მომატებული ალერგიული ფონი უნდა იყოს.

კითხვა: მაწუხებს კუჭის ტკივილი  დილით, უზმოზე და ცოტა ხანს ჭამის შემდეგაც. საღამოსაც იგივე მეორდება. რისი ბრალი შეიძლება იყოს?

პასუხი: კლინიკური ნიშნები: ტკივილი უზმოზე ან ჭამის შემდეგ, სიმძიმის შეგრძნება, გულძმარვა და სხვა, შესაძლოა, იყოს როგორც გასტრიტის, ასევე, კუჭის წყლულის (ჩივილები უფრო გამოხატულია, ვიდრე გასტრიტის დროს) მანიშნებელი, ამიტომ, გირჩევთ, დროულად მიმართოთ გასტროენტეროლოგს.

კითხვა: ვარ 26 წლის. ხშირად მექავება თვალები. რა უნდა იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: თვალის ქავილი ყველაზე ხშირად ალერგიული ანთების ბრალია. ბოლო პერიოდში თვალის ქავილის გავრცელებული მიზეზია მშრალი თვალის სინდრომი: კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა თვალის ლორწოვანს აშრობს და ძლიერ ქავილს იწვევს. ქავილი, მიზეზიდან გამომდინარე, ზოგჯერ მხოლოდ ქუთუთოებს მოიცავს, ზოგჯერ – თვალის ლორწოვან გარსს; მასთან, ხან პერიოდულია, ხან კი – მუდმივი. 

მკურნალობა გამომწვევი მიზეზის მიხედვით ინიშნება, რისთვისაც უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს.

კითხვა: ვარ 28 წლის. მაქვს ყურების საშინელი ქავილი. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?

პასუხი: ყურის ქავილის მიზეზი მრავალნაირია, ყველაზე ხშირი მიზეზი კი ოტომიკოზი, ანუ ყურის სოკოვანი ინფექციაა, რომელიც თავს იჩენს იმუნიტეტის დაქვეითების, ნივთიერებათა ცვლის მოშლის, ცუდი ეკოლოგიური პირობების, ანტიბიოტიკებისა და ჰორმონული პრეპარატების ხანგრძლივად მიღების დროს. ქავილის შესაძლო მიზეზია ალერგიაც, რომელიც ვითარდება დაბანის დროს გამოყენებული შამპუნისა და საპნის მიმართ. მიზეზის დასადგენად უნდა გამოიკვლიოთ ყურის ნაცხი. მკურნალობის შესარჩევად მიმართეთ ყელ-ყურის სპეციალისტს. სანამ ამ ყველაფერს მოახერხებთ, გირჩევთ, დაწოლილ მდგომარეობაში ჩაიწვეთოთ ყურში 2-3 წვეთი მცენარეული ზეთი, რომელიც საგრძნობლად შეგიმცირებთ ამ უსიამოვნო სიმპტომს. 

კითხვა: რა ფუნქცია გამოიკვლევა ორგანიზმში  FT4-ით?

პასუხი: FT4 არის თავისუფალი თიროქსინი. FT4-ის გამოკვლევა საჭირო ხდება ყველა იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს TSH-ის ცვლილებას – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების შეფასების მიზნით.

скачать dle 11.3