კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გაუკეთა გიორგი ლორიას გრანდიოზული სიურპრიზი და როდის აიცილა თავიდან მან ყველაზე დიდი ნერვიულობა

27 წლის ფეხბურთელის, გიორგი ლორიას ცხოვრებაში სიახლეა. სულ ცოტა ხნის წინ მან ითამაშა ფილმში – „რა მოხდა კიევში“, რამაც მეორე პროფესიის არჩევაზე დააფიქრა ფეხბურთელი. მკითხველმა კარგად იცის, რომ ის არაჩვეულებრივი მეკარეა, თავისი საქმის პროფესიონალი და მაქსიმალურად ცდილობს, საქართველოს ნაკრები წინ წაწიოს. თუ როგორ დაიწყო მისი კარიერა და რა გეგმები აქვს მომავალში, ამაზე თავად გვესაუბრება.

– 8 წლიდან დავიწყე ფეხბურთის თამაში. სპორტსკოლა „ავაზა“ რომ არის, მე და მამაჩემი იქ ვსეირნობდით. დავინახე, როგორ თამაშობდნენ ფეხბურთს და გამიჩნდა სურვილი, მეც მეთამაშა. იქიდან მოყოლებული, სულ ვთამაშობ.

– ანუ, შენი სურვილით მოხდა ეს ყველაფერი.

– დიახ. არავის დაუძალებია. ძალიან მომწონდა ეს სპორტი. ოჯახშიც მოეწონათ ჩემი გადაწყვეტილება და მხარში დამიდგნენ.

– ფიქრობდი, რომ ასეთ წარმატებას მიაღწევდი?

– პატარა რომ ვიყავი, ამდენს ვერ ვფიქრობდი, სერიოზულად არ ვუყურებდი ამ ყველაფერს. მერე, ასაკის მატებასთან ერთად, იმედიც გამიჩნდა. ნელ-ნელა ყველაფერი სრულდება.

– პირველი სერიოზული შემოთავაზება როდის გქონდა?

– „დინამოში“ გადასვლა იყო ჩემი სერიოზული ნაბიჯი. 15 წლის ვიყავი, როცა „ავაზაში“ ჩემი მწვრთნელები იყვნენ – კახა კაჭარავა და ნოდარ აკობია. 17 წლისამ სკოლა დავამთავრე, ან უნდა გადავსულიყავი სადმე, ან ფეხბურთისთვის თავი დამენებებინა, როგორც ხდება ხოლმე. მე ამ დროს არსად არ ვიყავი, ჰაერში დავრჩი (იცინის). ერთ დღესაც სახლში მოვიდნენ კახა კაჭარავა, ნოდარ აკობია, ლევან აბაშიძე და მითხრეს, მეკარე არ გვყავს და რამდენიმე თამაშში კარში ჩაგვიდექიო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. თურმე, სინჯები ყოფილა. მე არ ვიცოდი. იმ დღის შემდეგ მითხრეს, რომ „დინამოს“ აკადემიაში კონტრაქტს გიფორმებთო. გაოცებული დავრჩი.

– თავიდანვე რატომ არ გითხრეს?

– მეც ეგ კითხვა გამიჩნდა (იცინის). რომ არ გენერვიულა, არ გითხარითო. ნერვიულობა თამაშის დროს უდიდესი ფაქტორია, თუ ნერვიულობ, საერთოდ ვერ ითამაშებ.

– კარიერის განმავლობაში წინააღმდეგობები შეგხვედრია?

– დიახ, რა თქმა უნდა. „დინამოს“ მეორე გუნდში ვვარჯიშობდი და მესამეში ვთამაშობდი ხოლმე. მე ყოველთვის მინდოდა დუბლებში თამაში. პირველ გუნდში ძალიან ბევრი მეკარე იყო და მე აღარ მიწევდა თამაში. მწვრთნელი იყო გია მაკასარაშვილი და ვუთხარი, თამაშს თავს დავანებებ-მეთქი. პროგრესი არ იყო. გიამ გადამაფიქრებინა და მერე პირიქით,  უფრო მეტს ვვარჯიშობდი. საბოლოოდ, მოხდა ისე, რომ მეორე გუნდშიც ვთამაშობდი და ძირითადშიც მოვხვდი. „ავაზაშიც“ იყო ასეთი შემთხვევა. მაშინ მეკარისთვის ისეთი მაღალი არ ვიყავი, როგორიც საჭირო იყო – ახლა გავიზარდე (იცინის). თუმცა, ოჯახის დახმარებით განვაგრძე თამაში, ძალიან დამიდგნენ მხარში და გადამაფიქრებინეს. როცა მიჭირდა, ყოველთვის ოჯახი მედგა მხარში. რომ გეთამაშა, უნდა დაგემსახურებინა. სხვა, ისეთი დაბრკოლებები არ ყოფილა, ფაქტობრივად, გუნდში ერთი ოჯახი ვართ.

– არ შემიძლია, არ გკითხო საქართველო-ესპანეთის თამაშზე. ძალიან აქტუალური თემა იყო. შენ რომ ტრავმა არ მოგსვლოდა, როგორ ფიქრობ, რა შანსები იყო?

– ძნელი სათქმელია (იცინის). ღვთის წყალობით, გადავრჩი მყესების გაგლეჯას. ეგ რომ მომსვლოდა, სავარაუდოდ, იმ პერიოდის მერე რამდენიმე თვის დაწყებული მექნებოდა თამაში. გადავრჩი და იმაზე მალე ვითამაშე, ვიდრე უნდა დამეწყო. ახლა ძალიან საინტერესო თამაშები გველის.

– ალბათ, სურვილი გაქვს, საქართველოს ჩემპიონატიდან უფრო ძლიერ ჩემპიონატზე გადახვიდე.

– დიახ, რა თქმა უნდა. ჯერ მთელი სულით და გულით „დინამოში“ ვარ. სხვა სიახლე არაფერია. ზაფხულში, ვნახოთ, რა იქნება. დიდი სიწყნარის შემდეგ რაღაცეები ხდება ხოლმე (იცინის). ძალიან ბევრს ვვარჯიშობ, ფეხბურთით ვცხოვრობ.

– მოდი, ფილმზე ვისაუბროთ, რომელშიც შენ როლი გაქვს.

– მქონდა შემოთავაზება, მეთამაშა ფილმში „რა მოხდა კიევში“ და დავთანხმდი – იდეა ძალიან მომეწონა. სულ მინდოდა, ასეთი რაღაც მომხდარიყო. ბოლოს და ბოლოს, მამაჩემი, ნუგზარ ლორია რეჟისორია – „მხიარული ესკიზებისა“ და „იავნანამ რა ჰქმნას“ მეორე რეჟისორი. დედაჩემიც რეჟისორია. ჩემი და – მსახიობი. მარტო მე გამოვედი ფეხბურთელი (იცინის). სხვათა შორის, თეატრალურზე ვსწავლობდი. 9 თვე ვისწავლე ტელე და კინოოპერატორობა. ძალიან მეადვილებოდა და იმიტომაც მალე დავანებე თავი – მომბეზრდა, პროგრესირებადი პროფესია არ იყო.

– უფრო დაწვრილებით მომიყევი შენს როლზე.

– ამ ფილმში საკუთარ თავს ვთამაშობ. მე ვარ გიორგი ლორია, რომელსაც ჰყავს ძმა – უჩა. მოვლენები ასე ვითარდება: მეორე დღეს მაქვს თამაში ესპანეთთან და წინა დღეს გადავწყვიტეთ, გუდაურში სასრიალოდ წავსულიყავით, იქ კი ჩემი ძმა ამბებს მოახდენს... ყველანი გავითიშებით და ჩემ გარდა, ყველა კიევში აღმოჩნდება. მთელი ფილმის განმავლობაში მე მეძებენ. ძალიან მაგარი გადაღებები იყო. მაისის ბოლოს პრემიერა იქნება. მოკლედ, „ქართული ჰენგოვერი“ იყო (იცინის).

– შენ ისე მოგეწონა გადაღებები, მგონი, სხვა შემოთავაზებებსაც დასთანხმდები.

– რატომაც არა, გააჩნია, იდეა როგორი იქნება და იმის მიხედვით. ძალიან გავერთე.

– დასასრულს, მკითხველს ურჩიე, რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად.

– უპირველესად, მონდომება და გამართლება, ყველაფერთან ერთად, ღვთის წყალობა. ნებისმიერ საქმეში ბევრი შრომაა საჭირო.

скачать dle 11.3