კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიახლეები

„მილანი” არ იყიდება

იტალიის ექსპრემიერის, სილვიო ბერლუსკონის ქალიშვილმა, ბარბარა ბერლუსკონიმ დაადასტურა, რომ საფეხბურთო კლუბ „მილანის” აქციების გაყიდვა ოჯახის გეგმებში არ შედის. „მილანი” მისი გულის ნაწილია,” – ასე დაახასიათა საფეხბურთო კლუბის მიმართ მამის დამოკიდებულება ბარბარამ, რომელიც კლუბის მმართველობაში წამყვან თანამდებობაზე მუშაობს. ბარბარას თქმით, ახალი ინვესტიციების მოზიდვა და კლუბის გაყიდვა ორი სხვადასხვა რამ არის და ბერლუსკონების ოჯახი არასდროს გაყიდის კლუბს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და წარმატებულ საფეხბურთო გრანდად ითვლება. შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს მუსირებდა ვერსია, რომ „მილანის” შეძენას არაბი მილიარდერები ცდილობდნენ.

 

ამანათი თხის თავით

 ბეისბოლის კლუბ „ჩიკაგო კაბსის” მფლობელ ტომ რიკეტს  მავანმა „თაყვანისმცემელმა” ყუთში ჩადებული მოკვეთილი თხის თავი გაუგზავნა. კლუბის ოფისში ამანათის მიღებისთანავე გამოიძახეს პოლიცია და ამჟამად მიმდინარეობს მოკვლევა გამომგზავნის დადგენის საქმეზე. თხის თავს კლუბისთვის სიმბოლური დატვირთვა აქვს: 1945 წელს, ერთ-ერთი თამაშის დაწყებამდე, „ჩიკაგო კაბსის” სტადიონზე ერთ-ერთი ფანი თხასთან ერთად შესვლას აპირებდა, თუმცა, სტადიონის დაცვამ შინაური ცხოველის შეშვებაზე უარი განაცხადა და თხის პატრონმა კლუბი დაწყევლა – არასდროს გენახოთ საჩემპიონო ტიტულიო. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ „ჩიკაგო კაბსი” არ გამხდარა ჩემპიონი, ხოლო თხის თავს მათ ყოველწლიურად უგზავნის უცნობი.

 

„ფორმულა 1-ის” შეფის თამამი შვილი

ამერიკულმა „ფლეიბოიმ” თავის ვებ-გვერდზე „ფორმულა 1-ის” მფლობელის, ბერნი ეკლსტოუნის ქალიშვილის, ტამარა ეკლსტოუნის გულახდილი ფოტოები გამოაქვეყნა. ყველაზე პრესტიჟული და ცნობილი ავტორბოლის შეფის ლამაზმანმა ქალიშვილმა მაისის ნომრისთვის გაიხადა და ჟურნალმა მას ხუთი გვერდი დაუთმო. ტამარა ცნობილია ეპატაჟურობით და გულახდილი ფოტოსესია მისთვის პირველი არ გახლავთ – რამდენიმე ხნის წინ მან ასევე ბრიტანული ჟურნალ „ლოადედისთვის” გაიხადა. 82 წლის ბერნი ეკლსტოუნს სულ სამი ქალიშვილი ჰყავს: 58 წლის დებორა,  28 წლის ტამარა და 25 წლის პეტრა.  

 

ფაბრეგასი მამა გახდა

„პარი სენ-ჟერმენთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ „ბარსელონის” შემტევი, სესკ ფაბრეგასი, მამა გახდა. ფეხბურთელის 37 წლის გერლფრენდს, დანიელა სემანს, მშობიარობა მატჩის მსვლელობის დროს დაეწყო და დასრულებამდე ქვეყნიერებას ლია ფაბრეგასი მოევლინა, რომელიც მამამ მატჩის დასრულებიდან რამდენიმე საათში სამშობიაროში მოინახულა. ამგვარად, კატალონიურ კლუბში მამების რაოდენობა გაიზარდა: ლიონელ მესის, ხერარდ პიკეს, დავიდ ვილიას, პედროს, ვიქტორ ვალდესსა და ხოსე პინტოს არაოფიციალურ კლუბს სესკ ფაბრეგასიც დაემატა.

 

მოურინიო და ჰიტლერი

მადრიდის „რეალის” ქომაგებმა „სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონთან ახლოს პოსტერი გამოფინეს, რომელზეც ჟოზე მოურინიო ფაშისტური გერმანიის ლიდერთან – ადოლფ ჰიტლერთან ერთად არის გამოსახული. პოსტერს რამდენიმე ფაშისტური ლოზუნგი ამშვენებს და ჰიტლერთან მოურინიოს გაიგივებით ქომაგები იმ ფაქტს გმობენ, რომ მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე დასვა გუნდის კაპიტანი და „რეალის” ათასობით ქომაგის კულტი იკერ კასილასი. ამჟამად „რეალის” მთავარი გოლკიპერი დიეგო ლოპესია, რომელიც სტაბილურად ასპარეზობს და მოურინიო მას მიიჩნევს პირველ ნომრად. არსებობს ვარაუდი, რომ ამ ორიდან ერთ-ერთი – კასილასი ან მოურინიო – კლუბს დატოვებს, თუმცა, კასილასის წასვლა მადრიდიდან ნაკლებად სავარაუდოა, ხოლო მოურინიოს დაბრუნება „ჩელსიში” რომან აბრამოვიჩის ბოლო დროს აკვიატებული აზრია, რომლის განხორციელება სავსებით შესაძლებელია.

 

კაროლინ ვოზნიაცკი – მეგოლფეს დამხმარე

ცნობილი ჩოგბურთელი კაროლინ ვოზნიაცკი ტურნირებისგან თავისუფალ დროს საყვარელ ადამიანს უთმობს და თავისთვის საინტერესო პროფესიას ეუფლება. კაროლინას მეგოლფე ბოიფრენდი რორი მაკილროი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ ტურნირზე ასპარეზობს და მისი დამხმარე, როგორც გოლფის სამყაროში უწოდებენ – „კედი“ – კაროლინ ვოზნიაცკი გახდა. კედის მოვალეობაში შედის მეგოლფის ინვენტარის ტარება, ყვანჯების დროულად მიწოდება და რჩევების მიცემა. უნდა ითქვას, რომ კაროლინა საქმეს პროფესიონალურად მიუდგა და მაკილროი კმაყოფილი დარჩა კედის მომსახურებით.

 

მადამ ზლატანი

„პარი სენ-ჟერმენისა” და შვედეთის ნაკრების ლიდერის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მეუღლე, 42 წლის ჰელენა სეგერი, ფეხბურთელების ცნობილი ცოლებიდან ყველაზე იდუმალ პერსონაჟად ითვლება. მოდელი, ბარმენი და მარკეტინგის დირექტორი ამჟამად მეუღლეზე ზრუნვით და შვილების გაზრდით არის დაკავებული. გაცნობის მომენტში ზლატანი 21 წლის იყო, ხოლო ჰელენა – 32 წლის. მას შემდეგ წყვილი ათი წელია ერთად არის და ზლატანი თავის მეუღლეს მოფერებით „სუპერძუკნას” ეძახის. ცნობისთვის, 2011 წელს ჰელენა შვედეთის ყველაზე ელეგანტურად ჩაცმულ ქალბატონად დასახელდა. ზლატანთან დაკავშირებით კი ბოლო პერიოდში ვრცელდება ცნობები, რომ სეზონის ბოლოს იგი პარიზს დატოვებს და კარიერას ტურინის „იუვენტუსში” განაგრძობს.

 

ები კრაუჩის მორიგი სესია

„სტოკ სიტისა” და ინგლისის ნაკრების ექს-ფორვარდის, გიგანტი პიტერ კრაუჩის მეუღლემ, მოდელმა და ტელეწამყვანმა ები კრაუჩმა მორიგ გულახდილ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ლამაზმანმა ებიმ ამჯერად ჟურნალ „ჰანგერისთვის” გაიხადა და მთლიანად შიშველი პოზირებდა ფოტოგრაფის წინაშე. შავ-თეთრი ეროტიკული ფოტოსესიის ნახვა კრაუჩის მეუღლის თაყვანისმცემლებს მაისში შეეძლებათ.

скачать dle 11.3