კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არის სიკვდილი

სიკვდილი არის განშორება სულისა სხეულისაგან. ოდეს სული განეყოფის სხეულისაგან, სულს ავიწყდება სააქაო და ისწრაფის მიგებებად მკვიდრთამი უხილავის სამყაროისა. სული და ხორცი ორი საყვარელი მეგობარია, მიმავალი უკანასკნელ წერტილამდე, რომელზეც ერთი მათგანი უნდა დარჩეს, ხოლო მეორე – შეუდგეს დიდსა და ხანგრძლივ მოგზაურობას; ერთ მათგანს ენანება წარსული და მეორე კი ხედავს ბრწყინვალე მომავალს. სიკვდილის დროს ზოგი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ხილვის ღირსი ხდება.

წმინდა გრიგორი, რომელიც 604 წელს რომის პაპი იყო, მოგვითხრობს თავისი დედის, ტარსაიდას სიკვდილზე: „სიკვდილის სარეცელზე მწოლ ტარსაიდას გარს ეხვივნენ ნათესავები და უცბად წამოიძახა მომაკვდავმა: გამეცალეთ! იესო ქრისტე მოვალსო! – ამ სიტყვების შემდეგ მსწრაფლ განუტევა სული”.

სულ-ხორცის გაყრის ჟამს ზოგი სული წმიდას ხედავს. მაგალითად, წმიდა ამბროსი მედიონელზე, სულის განტევების ჟამს, ცეცხლი ჩამოვიდა და დაფარა სახე მისი და შთავიდა პირსა მისსა. ხილვა ესე იხილა მისი ცხოვრების აღმწერელმა ამბროსი პავლინმა (397 წელი); ხოლო წმინდა ვასილზეც იხილეს სული წმინდა, რომელიც ტრედის სახით დადიოდა მომაკვდავის სხეულზე, ოდეს წმიდა ვასილის სული სხეულს განეშორებოდა.

სულს წმიდანები და ანგელოზები ეგებებიან, რომელთაც სული ან პირისპირ, ან მარჯვენით ხედავს. წმიდა საბა გოტფი (372 წელი) თავის მწვალებლებს, რომლებიც წყალში დახრჩობას უპირებდნენ, ეუბნებოდა: „მე ვხედავ მათ, ვისი ხილვაც თქვენ ვერ ძალგიძთ. აი, პირისპირ დგანან დიდებულნი ღვთისანი, რომელნიც მოსულან ჩემს წასაყვანად.”

სიკვდილის ჟამს, ხედავს რა სული ადამიანისა ღმერთს, ანგელოზთა და წმიდანთა, ზოგჯერ მას ესმის აგრეთვე ხმა ზეციური გალობისა. წმიდა გიორგი, პატრიარქი რომისა, მოგვითხრობს ერთ მის თანამედროვე კეთილმსახურის გარდაცვალებაზე: „ოდეს ჟამი სიკვდილისა უახლოვდებოდა ამა კეთილმსახურს ქრისტიანეს, იწყო გალობა ფსალმუნთა და სთხოვა თვისთა მეგობართაც, რათა მათაც ელოცათ. უცბად სულთმობრძავმა წამოიძახა: „დაჩუმდით, დაჩუმდით, არ გესმით ანგელოზთა გალობა ცათა შინა?!”

ამგვარია აღსასრული მართალთა: რასაც ისინი ამქვეყნად მიელტვიან, რისკენაც ისინი მთელი მათი სიცოცხლე, მთელის აზრითა და გრძნობით მიისწრაფიან – მასვე ხედავენ აღსასრულის დღესაც.

სულ სხვაა ხილვა ცოდვილთა – აი, რას მოგვითხრობს ზემოხსენებული წმიდა გრიგორი ერთი ბერ-მონაზვნის გარდაცვალებაზე: „ოდეს ბერთა შეიტყვეს მოახლოება აღსასრულისა ერთის ძმათაგანისა, შეიკრიბნენ მის გარშემო და იწყეს მისთვის ლოცვა. უეცრად მომაკვდავმა მორთო ყვირილი: „გამშორდით, გამეცალეთ! ამა გველისა შესაჭმელად ვარ მე გამზადებული, გარნა შიშისა გამო თქვენისა ვერ ძალუძს მაგას შეჭმად ჩემდა. უტევეთ მოსვლად და მიყოს, რაიცა უნებს მას!” ცხადია, რომ ამ ბერმა აღსასრულის ჟამს იხილა ეშმაკი გველის სახით. ესმათ რა ბერებს ასეთი ღაღადება მოძმისა, გულმოდგინედ იწყეს ვედრება ღვთისადმი, რათა განეგდოთ წყეული იგი ეშმაკი და არ მოეკლა ძმა იგი უნანველი. ღმერთმა შეიწყნარა მომაკვდავი ბერ-მონაზვნის ძმათა ვედრება: ეშმაკი განეშორა მომაკვდავს და ამ უკანასკნელმა იმდენ ხანს იცოცხლა, რამდენიც მონანიებისთვის იყო საჭირო.

ამგვარად, აღსასრულის ჟამს ჩვენ ვიხილავთ უხილავი სამყაროს მკვიდრთ, ღვთის წმიდანებსა და ანგელოზებს ან საშინელ ეშმაკებს; გავიგონებთ ხმას ანგელოზთა გალობისას ან საზარელ ყვირილს ეშმაკებისას. სული, მხილველი ღვთისა, სიხარულით მიისწრაფის მისდამი, ხოლო ეშმაკის მხილველი სული დიდ შიშსა და ძრწოლაშია. რით ან რანაირად შეგვიძლია, შევეწიოთ და შევუმსუბუქოთ ტანჯვა აღსასრულის ჟამს მომაკვდავს? რა გვარად შეგვიძლია მისგან ეშმაკის განდევნა? – ამ დროს ჩვენ სულთმობრძავს უნდა შევეწიოთ ჩვენის ლოცვით და მომაკვდავის გულშიც ლოცვის სურვილს უნდა ვაღვიძებდეთ. მომაკვდავს თუმცაღა აქვს სურვილი ლოცვისა, მაგრამ, ენა და ბაგე არ ემორჩილება მას; მეხსიერება უჩლუნგდება და სიტყვა ლოცვისა ავიწყდება; სულთმობრძავს პირჯვრის გამოსახვა სურს, მაგრამ, ხელის მოძრაობა არ ძალუძს მას. უკიდურესად გავახარებთ და შვებას მოვგვრით მომაკვდავს, უკეთუ მის გასაგონად წარმოვთქვამთ ლოცვას და დავაწერინებთ პირჯვარს. მოყვასის სიკვდილისას ხატებთან უნდა ვანთებდეთ სანთელს, გავიღებდეთ მოწყალებას და ღვთისაგან მისთვის ვითხოვდეთ შეწყალებას. ჭირისუფლების ლოცვა დიდ შეღავათს აძლევს მომაკვდავს, სდევნის ეშმაკს და ვერ აბრკოლებს მას მოწყალე ღვთის წინაშე წარდგომაში და, ვილოცავთ რა მათთვის, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენც გვეწევა ჟამი სიკვდილისა. ამისთვის, ხშირად უნდა ვილოცვიდეთ უფლისა მიმართ და მივმართავდეთ ყოვლადწმიდა დედას მაცხოვრისა ჩვენისასა, სასოსა და შესავედრებელსა ყოველთა ქრისტიანეთასა.

„სწავლანი მამათა ცხოვრებიდან

ქადაგებისათვის“

скачать dle 11.3