კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეძებს ათენში მცხოვრები ქალბატონი მეუღლეს და როგორ მიატოვა ოჯახი 17 წლის წინ იაროსლავლში ქართველმა მამაკაცმა

49 წლის თამარ იოსების ასული მაჭარაშვილი ეძებს 59 წლის თეიმურაზ მიხეილის ძე ტორაძეს.

ისტორია: ვეძებ ჩემს ქმარს – 59 წლის თეიმურაზ მიხეილის ძე ტორაძეს. 1996 წლის შემდეგ ის არც მე და არც ჩემს შვილებს არ გვინახავს. უკვე ჩვიდმეტი წელია გასული მას შემდეგ, რაც ჩემი ქმარი საქართველოში არ ჩამოსულა და არც ერთხელ არ დაურეკავს ჩვენთვის. რუსეთში მას ჰყავს კიდევ ერთი შვილი (ვაჟი) სხვა ქალისგან. ჩემი აზრით, თეიმურაზი იაროსლავლში, თავის მეორე ოჯახთან ერთად უნდა იყოს. ჩემს შვილებს ძალიან უნდათ მამის პოვნა. ჩვენი უფროსი შვილი უკვე 28 წლისაა, უმცროსი კი – 21-ის.

– როგორ დაკარგეთ მეუღლე, რა იყო თქვენი დაშორების მიზეზი?

– ჩემი მეუღლე დაიბადა 1954 წლის 5 იანვარს და გაიზარდა ყვარელში. მე და მას გვყავს სამი ქალიშვილი. ჩვენი უფროსი გოგონა უკვე 28 წლისაა. მოგეხსენებათ, რა არეულობა იყო საქართველოში 1992 წელს. სწორედ ამის გამო, ჩვენ ოჯახით გადავედით საცხოვრებლად იაროსლავლში, სადაც თეიმურაზი მუშაობდა დისტრიბუტორად. იაროსლავლში ყოფნისას თეიმურაზმა გაიცნო ვიღაც ქალი, რომლისგანაც შვილიც კი გაუჩნდა. ის ბიჭი ამჟამად დაახლოებით 17-18 წლის უნდა იყოს. მას სახელად მიხეილი ჰქვია. ჩვენ ჩამოვდიოდით ხოლმე ყვარელში და ერთ-ერთი ასეთი ჩამოსვლის დროს თეიმურაზმა გადაწყვიტა, თბილისში ჩასულიყო (სადაც ჩემი და ცხოვრობს). მას იმედი ჰქონდა, რომ რამე სამსახურს მოძებნიდა. 1997 წლის მარტში ის ჩემი დის ოჯახიდან დილით ადრე გავიდა და აღარ დაბრუნებულა. 

– ანუ, ის საქართველოში, კონკრეტულად თბილისში დაიკარგა. რატომ ფიქრობთ, რომ იაროსლავლშია?

– თეიმურაზის სახლიდან წასვლის მეორე დღესვე, ჩემს დას მოუვიდა ტელეფონის გადასახადი, რაღაც ენით აუწერელი თანხა. როდესაც ვნახეთ, აღმოჩნდა, რომ ჩემი ქმარი სულ იაროსლავლში რეკავდა იმ ქალთან. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ის სწორედ იაროსლავლში უნდა იყოს და არა საქართველოში. სანამ რუსეთში ვცხოვრობდი, მას არაერთხელ უთქვამს ჩემთვის, რომ აქ დამკვიდრებისთვის საჭიროა გვარი შევიცვალოო. სავარაუდოდ, ის ამჟამად თავის გვარზე არ არის.

– აქამდე თუ ეძებდით ქმარს და, თუ საიდუმლო არაა, რა მიზნით ეძებთ მას ამდენი წლის შემდეგ?

– მას მერე, რაც თეიმურაზი წავიდა, ჯერ მამამისი გარდაიცვალა, შემდეგ კი – დედამისი და მან ეს არც კი იცის. მისი მშობლები მე დავასაფლავე. ბავშვებიც მე  გავზარდე მარტომ – რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე ჩემი შვილებისთვის. მე თეიმურაზისგან არაფერი მინდა, უბრალოდ, მაინტერესებს, როგორაა და, საერთოდ, ცოცხალია თუ არა. ამჟამად მე ათენში ვცხოვრობ, აქ ვმუშაობ და  თქვენ მიერ დაბეჭდილ ისტორიებს ყოველთვის ვკითხულობ. სულ მინდოდა თქვენთან დაკავშირება და როგორც იქნა, მოვახერხე. ჩემს შვილებს, განსაკუთრებით უფროსსა და შუათანას (რადგან პატარას ის არ ახსოვს), ძალიან უნდათ მამის პოვნა. 

– იმ ქალის შესახებაც თუ არის თქვენთვის რამე ცნობილი, ვისგანაც თქვენს მეუღლეს შვილი ჰყავს? მის გვარზე ხომ არ გადავიდა თქვენი მეუღლე?

– ვიცი, რომ იმ ქალს ჰქვია ელენა ბარანოვა და, სავარაუდოდ, 45 წლის უნდა იყოს. თუ არ ვცდები, მისი მამის სახელი ნიკოლოზია. მეტი მის შესახებ არაფერი ვიცი. ჩვენ ათასჯერ დავრეკეთ იმ ტელეფონის ნომერზე, რომლიდანაც ჩემს დას უზარმაზარი ანგარიში მოუვიდა, მაგრამ, ჩვენ სულ ერთსა და იმავეს გვეუბნებიან – თქვენ ცდებით, ეს ბინა კი არა, მაღაზიაა და ნომერი გეშლებათო. ჩვენ არ შეგვიცვლია არც ტელეფონის ნომერი და არც მისამართი, მაგრამ, 17 წლის განმავლობაში ჩემი ქმარი არც ერთხელ არ დაგვკავშირებია, თავისი შვილებიც კი არ მოუკითხავს.

– პოლიციისთვის თუ მიგიმართავთ?

– დიახ, როგორ არა, მაგრამ, როგორც ყვარლის პოლიციის განყოფილებაში გვითხრეს, მათ გაგზავნეს წერილი იაროსლავლის პოლიციის სამმართველოში, საიდანაც მოსვლიათ პასუხი, რომ ასეთი გვარითა და სახელით აქ არავინ ცხოვრობსო, თუმცა, პირადად მე ეს უარი არ მინახავს. 

– რა განათლება აქვს თქვენს მეუღლეს და ჰყავს თუ არა მას დედმამიშვილები?

– თეიმურაზი დედისერთაა და მას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. თავის დროზე ის მუშაობდა ყვარელში, რაიკავშირში მთავარ ეკონომისტად, მაგრამ, ამჟამად სად ან რაზე შეიძლება ის მუშაობდეს, ნამდვილად არ ვიცი. რომ შეგვეძლოს იმ ქალის – ელენა ბარანოვას პოვნა, მას ეცოდინებოდა თეიმურაზის ასავალ-დასავალი.

 

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3