კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო უხდის მუცელში მყოფ შვილს ბოდიშებს ანნა იმედაშვილი

სიმართლე გითხრათ, არც გამკვირვებია, როდესაც თითქმის შვიდი თვის ორსულ ანნა იმედაშვილს ინტერვიუს შესათანხმებლად დავურეკე და მითხრა: „ლოტუსში“ ვვარჯიშობ და იქ შევხვდეთო. ის ისეთი ლამაზი, აქტიური, ენერგიულია, რომ სხვანაირად არც შეიძლებოდა. იდეა მომეწონა, რადგან ამით კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველა ორსულს, რომ ბავშვის მოლოდინი ავადმყოფობა არ არის, რომლის გამოც სახლში უნდა იჯდე, არ იმოძრაო და ცხოვრების წესი შეცვალო. ეს ის ცხრა თვეა, როცა ყოველი დღით სიამოვნება უნდა მიიღო, შენ ხომ რჩეული ხარ, შენ დედა ხდები...

 ანნა იმედაშვილი: ზაფხულში უკვე ექვსი წელი ხდება, რაც მე და დათო ერთად ვართ. ზოგადად, ყოველთვის გვინდოდა ბავშვი, ამაზე ვლაპარაკობდით კიდეც, მაგრამ ასე, კონკრეტულად, გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა. თან, საკმაოდ პატარა ვიყავი, დათოს რომ გავყევი... არც ისეთი პატარა, ზოგი შვილს ბევრად ადრეც აჩენს – ოცი წლის ვიყავი, მაგრამ სულ ვგრძნობდი, ამისთვის ჯერ მზად არ ვიყავი. მგონია, სწორად და კანონზომიერად მოხდა ყველაფერი, დროულად და მართებულად. ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო კარგად გავიცანით ერთმანეთი, კიდევ უფრო დავახლოვდით. ბევრი დრო გვქონდა ერთმანეთისთვის. გავერთეთ, ყველა წუთს ვირგებდით, ვიცხოვრეთ ამერიკაში. ეს დრო აუცილებელია წყვილის ურთიერთობაში. გავიზარდე, ვიგრძენი, რომ მზად ვიყავი დედობისთვის. ვგიჟდებოდი და ვგიჟდები ბავშვებზე, მაგრამ ის, რომ დედა გახდე, ამას სხვა განწყობა სჭირდება. მეგობრები მეუბნებოდნენ, ასე მზად შესაძლოა, თავი არც არასდროს იგრძნოო, მაგრამ ასეც არ ყოფილა. გართობები მოვიყირჭე, ბოლო დროს ისედაც არ მიჩნდებოდა დიდად სადმე წასვლისა და გართობის სურვილი. 

– ანუ, დაგეგმილად მოხდა ყველაფერი?

– იდეაში ვგეგმავდით, მაგრამ ამბავი მაინც ძალიან მოულოდნელი იყო. მაშინ „ახალი ხმის“ პირველი სეზონისთვის ვემზადებოდით, ჩაწერები დაწყებული იყო და აღმოვაჩინე, რომ თვე- ნახევრის ორსული ვარ. მუშაობა ჩვეულებრივად გავაგრძელე. არ ვფიქრობ, რომ უნდა შევზღუდულიყავი, გადასარევად ვგრძნობდი თავს. თან, ასე აქტიურად რომ ვიყავი, ეს თვეებიც სწრაფად გავიდა. ახლა, რომ ვფიქრობ, უკვე მეშვიდე თვეში ვარ, არც მჯერა. მაგალითად, მეგობარი მყავს, რომელიც სამი თვის ორსულია, მაგრამ მისთვის საუკუნე გავიდა. ძალიან მშიშარაა, სულ სახლში ზის, აკვირდება თავის შეგრძნებებს. ასე რთულია.

– პირველი ემოციები როგორი იყო?

– შოკში ვიყავი. უზომოდ გამიხარდა, ვიტირე კიდეც ბედნიერებისგან. არ ვიცოდი რა მექნა, არაადეკვატური ვიყავი. ეს ამბავი ძალიან ცოტა ადამიანმა გაიგო, არ ვამბობდით. ის კი არა, დუტასთან ერთად თითქმის ყოველდღე ვმუშაობდი, გადაღებები, რეპეტიციები გვქონდა და მანაც კი არ იცოდა, სანამ ლაივებზე ერთ-ერთ, ძალიან მოტკეცილ კაბაში მუცელი არ დამეტყო. დუტაც შოკში ჩავარდა, ამას გვიმალავდიო?! საჯაროდ ამის დემონსტრირება არ მინდოდა. 

– სქესი იცით?

– თავიდავნე რაღაც ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ბიჭი იყო, მაგრამ ახალი დაფეხმძიმებული ვიყავი, როდესაც ექოსკოპია გავიკეთე და მითხრეს, გოგოაო. უცებ რომ წარმოვიდგინე, პატარა, საყვარელი გოგო ბანტებითა და კაბებით, ძალიან ადვილად მივიღე ეს ინფორმაცია, დავჯერდი და შევეგუე იმ ფაქტს, რომ გოგოა. დათო ბოლომდე არ ეპუებოდა ამ ამბავს, დარწმუნებით ამბობდა – ბიჭიაო. მეგობრები უკვე ხუმრობდნენ, როგორ უნდა ბიჭი, რომ არაფრით არ იღებს ამ ინფორმაციასო. ექოსკოპიამდე ზუსტად წინა დღით მითხრა: აი, ნახე, მიხვალ და გეტყვიან, ბიჭიაო. მივედი მართლა და არ მითხრეს, ბიჭიაო. დათოს რომ დავურეკე, მაგრად დამცინა, ხომ ვამბობდიო. გავგიჟდი კინაღამ. დავიბენი, მაგრამ აშკარად „ძაან ბიჭია“. თოთხმეტ თებერვალს, ვალენტინობას მიწევდა ექოსკოპია და დათომ მითხრა, უფრო მაგარ საჩუქარს ვერ გამიკეთებდიო. ბავშვს ძალიან ბევრი ბოდიში მოვუხადე იმის გამო, რომ ამდენი ხნის განმავლობაში სულ გოგოს ვეძახდი (იცინის). როგორც გოგოს, ისე მოვიხსენიებდით. ახლა განვეწყვე, რომ უკვე ბიჭის დედა ვხდები. 

– ძალიან აქტიური ორსული ხარ. გრამი არ გაქვს მომატებული.

– მომატებული მაქვს, მაგრამ იმედია, მალე დავიკლებ. აქტიურად ვვარჯიშობ. ისე მოწმონს, შაბათ-კვირას რომ არ მოვდივარ, გიჟივით ვარ, ენერგიას ვერ ვხარჯავ და მინდა, მოვიდე. თან, აქ ბევრი ჩემნაირია (იცინის). ნანკა კალატოზიშვილი დადის, კიდევ ერთი გოგო, რომელიც ბავშვს დღე-დღეზე ელოდება, მაგრამ ისე ენერგიულადაა, ვერც მიხვდები, ცხრა თვის ორსული თუა. ვლაპარაკობთ სულ ამ ჩვენს მდგომარეობაზე, უამრავი შეკითხვა გვაქვს, ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას, შეგრძნებებს და ძალიან კარგია. 

– ახლა სხვა სალაპარაკო თემა არც გაქვს ალბათ?

– არ მეგონა, ასეთი პარანოიკი თუ ვიქნებოდი. (იცინის). მეტზე ვერაფერზე ვფიქრობ და ვლაპარაკობ, დავძვრები ინტერნეტში, უამრავ ინფორმაციას ვიღებ. უკვე ვიყიდე საწოლი, „ქარსითი“. ყველა მეუბნება, რად გინდოდა ასე ადრეო, მაგრამ ისეთ პანიკაში ვიყავი, ყოველღამე მესიზმრებოდა, რომ ბავშვი ჩნდება და მე მზად არ ვარ, არაფერი მაქვს. მშვიდად მაინც დავიძინებ-მეთქი, ვიყიდე და ვარ ბედნიერი (იცინის). აქტიურად ვფიქრობ სახელზე, ვარჩევ სახელებს, ვეცნობი ინფორმაციას მშობიარობაზე და ასე შემდეგ.

– ესე იგი მზად ხარ მშობიარობისთვის.

– მორალურადაც და ფიზიკურადაც, პრინციპში. უამრავ ისეთ ვარჯიშს ვაკეთებ, რომელიც მშობიარობის დროს გამომადგება, მათ შორის სუნთქვით ვარჯიშებს. ამისთვის სრულად მზად, ალბათ, არც ვიქნები, მაგრამ განწყობა კარგი მაქვს. სხვათა შორის, საერთოდ არ მეჩქარება ამ პერიოდის გასვლა და მგონია, რომ არც ვიტყვი, ერთი სული მაქვს როდის გაჩნდება-მეთქი. ორსულობას თავისი ხიბლი აქვს, ეს საოცარი შეგრძნებები ყოველდღე ხომ არ არის. ბავშვი რომ გაჩნდება ამით რაღაც ეტაპი მთავრდება – ეტაპი, როდესაც ის შენს სხეულშია, ორნი ხართ, სულ ერთად. ამაზე საოცარი რა უნდა იყოს?! ამას წინათ, ჩემს ექიმთან ვიყავი, ორსული გოგო იყო, რომელიც დღე-დღეზე საკეისროს იკეთებდა და უცებ მეუბნება, ძალიან მენანება, საშინლად მენანებაო. ფიზიოლოგიური რომ იყოს, კიდევ ხომ, მაგრამ ასე დაძინებულს ჩემგან გამოშვება მენანებაო. უცებ შევედი მის მდგომარეობაში, მივხვდი, რა იგულისხმა და რა აწუხებდა. ერთი შეხედვით, თითქოს სასაცილოა, მაგრამ... თან, ახლა აქტიურობის პერიოდი აქვს, ორი წამი თუ გადაერთე და სხვა რამეზე დაიწყე ფიქრი, მოგარტყამს და გატყობინებს, აქ ვარო.

– ამის გამო არ მიგყავს ახლა საბავშვო „ვოისი“?

– კი, ამის გამო. თან რუსკა ბავშვებს ძალიან უყვართ, სამორიც არაჩვეულებრივია და მოუხდნენ პროექტს ერთად. დიდების „ვოისში“ ისევ დავბრუნდები. შემოდგომიდან უკვე დიდების მეორე სეზონი იქნება.

– ვიცი, რომ ფიქრობდი, ბავშვის ამერიკაში გაჩენას.

– კი, ვფიქრობდი, ეს ძალიან კარგი იქნებოდა ბავშვისთვის სამომავლოდ, მაგრამ რაღაც ამ ბოლო დროს ცოტა მეშინია. ჯერ ვერ გადავწყვიტე, მაგრამ მგონია, რომ უფრო აქ გავაჩენ.

– გინდა, რომ დათო მშობიარობას დაესწროს?

– არა, არ მინდა. ალბათ, თვითონაც არ უნდა. სარეჟისოროზე სწავლის დროს, საკურსოებს აკეთებდნენ. ერთ-ერთმა მისმა ჯგუფელმა საკურსო მშობიარობის თემაზე გადაიღო და დათოს დახმარება სთხოვა. მოკლედ, ისე მოხდა, რომ ვიღაც ქალის მშობიარობას დაესწრო. ჯერ შენ ცოლზე რა რთულია და მერე ვიღაც ქალზე, რა შოკში იქნებოდა, წარმომიდგენია. ზოგადად, მგონია, კაცისთვის კი არა ქალისთვისაც ძალიან მძიმე საყურებელია ეს ამბავი. მე, მაგალითად, ვერავის მშობიარობას ვერ დავესწრებოდი. კაცისთვის, ალბათ, კიდევ უფრო რთულია. ზედმეტი მგონია მისთვის ამის ყურება და ტანჯვა. ისეც გადასარევად შედის ჩემს მდგომარეობაში და გვერდში მიდგას. 

– როგორი მამა იქნება?

– დათო არაჩვეულებრივი მამაა თავისი ორივე შვილისთვის, იდეალური. მართლა სამაგალითო მამაა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები მასთან არ ცხოვრობენ. მგონია, რომ ახლა კიდევ უფრო მობილიზებული და მომზადებულია. უფრო დიდიცაა. ასეთი პირი უჩანს და იმედია, არ ვცდები (იცინის). 

скачать dle 11.3