კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: მაინტერესებს, ჩაითვლება თუ არა, რომ გასაჩივრების ვადა გავიდა, თუ ჩემთვის არასასურველი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ბოლო ვადა ემთხვევა დასვენების დღეს და მე გასაჩივრება მომიხდა მეორე დღეს, ანუ ერთი დღით გადავაცილე გასაჩივრების ვადას?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ თუ მოქმედება უნდა შესრულდეს განსაზღვრულ დღეს და ეს დღე ან ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო, ან მოქმედების შესრულების ადგილას გამოცხადებულ სადღესასწაულო, თუ სხვა გამოსასვლელ დღეს, მაშინ მის ნაცვლად, გამოიყენება მომდევნო სამუშაო დღე. შესაბამისად, თქვენ გასაჩივრების ვადა არ დაგირღვევიათ.

კითხვა:  გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს ზოგადად სამოქალაქო სამართალში ხანდაზმულობის ვადა და რაზე ვრცელდება ხანდაზმულობის ვადების მოქმედება? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ სხვა პირისგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება: პირად არაქონებრივ უფლებებზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და მეანაბრეთა მოთხოვნაზე ბანკსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში შეტანილი ანაბრების გამო. 

კითხვა:  გთხოვთ, განმიმარტოთ,  ხანდაზმულობის რა ვადებია კანონით დადგენილი და როგორია სახელშეკრულებო მოთხოვნებსა და ვალდებულებებზე ხანდაზმულობის ვადა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ ზოგადად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. რაც შეეხება სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადას, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა სამი წელია, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების – ექვსი წელი. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ცალკეულ შემთხვევებში, კანონით შეიძლება, გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.

კითხვა:  მაინტერესებს, როგორ და რა კრიტერიუმებით განისაზღვრება ხანდაზმულობის ვადის დაწყების ათვლა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო, უფლების დარღვევის შესახებ.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, შესაძლებელია თუ არა სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადების შეჩერება და თუ შესაძლებელია, რა გარემოებების არსებობისას ჩერდება ხანდაზმულობის ვადა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ ხანდაზმულობის ვადა შეჩერდება, თუ:

ა) ვალდებულების შესრულება გადავადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ (მორატორიუმი); ბ) სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი, დაუძლეველი ძალა; გ) კრედიტორი ან მოვალე იმყოფება შეიარაღებული ძალების იმ ნაწილში, რომელიც საომარ მდგომარეობაშია და დ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მაგალითად, ქორწინებისას, სანამ ქორწინება არსებობს, მეუღლეთა შორის მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადა ჩერდება. იგივე წესი მოქმედებს მშობლებსა და შვილებს შორის მოთხოვნებზე ბავშვების სრულწლოვანების დადგომამდე, აგრეთვე მეურვეებსა  და სამეურვეო პირებს შორის მოთხოვნებზე მეურვეობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, შესაძლებელია თუ არა მკვლელობის საქმეზე გვამის გარეგნული დათვალიერება აწარმოოს დაცვის მხარემაც, თუ მარტო გამომძიებელია უფლებამოსილი, მოახდინოს გვამის გარეგნული დათვალიერება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, გვამის გარეგნულ დათვალიერებას ატარებს მხარე  ექსპერტის მონაწილეობით. შესაბამისად, დაცვის მხარეს უფლება აქვს, აღნიშნული წესის დაცვით, მოახდინოს გვამის გარეგნული დათვალიერება. ამოუცნობი გვამის შემთხვევაში, მისი დაქტილოსკოპირება და საექსპერტო კვლევისთვის ნიმუშის აღება, სავალდებულოა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამოუცნობი გვამის დამარხვა ან კრემაცია, პროკურორის ნებართვის გარეშე დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.  

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, ხდება თუ არა სისხლის სამართლის საქმეების წარმოებისას ქონებაზე ყადაღის დადება და თუ ხდება, რა მიზნითა და საფუძვლებით?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ  სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისთვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის, ანდა მასთან დაკავშირებული პირის ქონებას – მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ, დახარჯავენ, ანდა ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული, მაგრამ მისი მოძიება ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია, ყადაღა დაადოს ამ ქონების ეკვივალენტური ღირებულების ქონებას. ამ ნაწილში მითითებული პირობების არსებობისას, თუ ბრალდებული თანამდებობის პირია, პროკურორი ვალდებულია, სასამართლოს წინაშე დააყენოს შუამდგომლობა თანამდებობის პირის ქონებაზე, მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების, აგრეთვე თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფოს სახელით დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეჩერების ან სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ ტარდება სისხლის სამართლის საქმეებზე ექსპერტიზა და რა გარემოებებია საქმეზე ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი?

პასუხი: გაცნობებთ, რომ  სისხლის სამართლის საქმეებზე ექსპერტიზა ტარდება მხარის ინიციატივით, ხოლო ექსპერტიზას მხარე ნიშნავს იმ შემთხვევაში, თუ მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების სათანადო დარგის ან, ამა თუ იმ ხელობის ექსპერტთა მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებათა დადგენა. ასევე, თუ სხეულზე ან ინფორმაციის შემცველ ობიექტზე არის საქმისთვის მნიშვნელოვანი კვალი, ნიშანი ან თავისებურება, რომლის სწორად გაგება და აღქმა სპეციალური ცოდნის გარეშე შეუძლებელია. 

скачать dle 11.3