კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კითხვას აღარ დასვამს ინგა გრიგოლია თავის გადაცემაში და რატომ მოხსნა მან საკუთარი კანდიდატურა არჩევნების წინ

რვაწლიანი პაუზის შემდეგ ინგა გრიგოლია ჟურნალისტიკას დაუბრუნდა, რის გამოც თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს. დიდი ინტერესით ელოდება მის ახალ გადაცემას მაყურებელი, რომელიც დარწმუნებულია, რომ „პოლიტიკური კვირა” ისეთივე საინტერესო იქნება, როგორიც ინგას ძველი გადაცემები. ჩვენი რესპონდენტი ახალი ენერგიითა და შემართებით ემზადება სიახლისთვის, რომელსაც მაყურებელი მალე იხილავს.  

– ინგა გრიგოლია, ახალი შემართებით და ახალი გადაცემით, მალე წარდგება მაყურებლის წინაშე.

– სტუდია მზადდება, ტენდერი გამოცხადებულია და, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში გავალთ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში. გადაცემას „პოლიტიკური კვირა” ერქმევა. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან, იმ საქმეს უნდა დავუბრუნდე, რაც ყველაზე მეტად მიყვარს ამქვეყნად.

– მაყურებელს ძალიან უხარია თქვენი დაბრუნება ჟურნალისტიკაში, მაგრამ, არა მგონია, იგივე განცდა ჰქონდეთ პოლიტიკოსებსაც, რადგან, ახლა უკეთ ხართ პოლიტიკაში ჩახედული.

– ვისაც ვუთხარი, რომ გადაცემას ვიწყებ, ყველა კეთილგანწყობას გამოხატავს. ამბობენ, რომ დიდი ინტერესით ელოდებიან ჩემს დაბრუნებას. რაც მთავარია, უკვე მაქვს მოლაპარაკებები (როგორც ყოველთვის მქონდა), ყველაზე საინტერესო განცხადებებს ექსკლუზიურად მე მომცენ ხოლმე. ვნახოთ... ძალიან ენერგიული და შემართული ვარ. 

– ის პერიოდი, როცა პოლიტიკაში იყავით, ძალიან აკლდით ქართულ ტელევიზიას.

– არ ვიცი, რამდენად ვაკლდი, მაგრამ, მე ნამდვილად მაკლდა ტელევიზია. ადამიანი ცხოვრებაში რაღაც გადაწყვეტილებებს იღებ, მაგრამ, შეიძლება, ისეთი პერიოდი დაუდგეს, რომ უცბად აღმოაჩინო: შენი გასაკეთებელი საქმე არის ის, რაც ბედნიერებას განიჭებს და ძალიან გიყვარს. ბედნიერებას ნამდვილად ვერ ვგრძნობდი, როცა საკრებულოში ვმუშაობდი და ვაკეთებდი იმ საქმეს, რასაც ვაკეთებდი. შეიძლება, ეს იმიტომ ხდებოდა, რომ არ ვიყავი გადაწყვეტილების მიმღები პირი და იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც, რაღაც გადაწყვეტილების კუთხით, ბიუჯეტზე ხელი მიუწვდებოდა. ჯანდაცვის კომისიის წევრი ვიყავი და ჩემთვის ყველაზე დიდი ტანჯვა იყო იმდენი გაჭირვებული ადამიანის დანახვა, რომლებიც სახლ-კარს კარგავდნენ თავიანთი ოჯახის წევრების ოპერაციებისთვის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. თბილისის საკრებულოში ყოფნამ საშინელი დეპრესია დამმართა, რადგან, 10 კაციდან, შეიძლება ერთზე გამოგვსვლოდა დახმარება. იმის მიუხედავად, რომ მამუკა ქაცარავა (მერიის სამსახურის უფროსი) ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია, არ შემიძლია, არ ვთქვა, რომ მასთან ძალიან კარგი თანამშრომლობა მქონდა და უაღრესად დიდ პატივს ვცემ. თუკი იქ ყოფნის დროს ვინმეს დავხმარებივარ, სწორედ ამ ადამიანის მეშვეობით ხდებოდა, თუმცა, ეს ყოველთვის არ გამოდიოდა. ამიტომ, ამდენი ტკივილი, რომელიც ამ ორი წლის განმავლობაში ამ ხალხთან ერთად ჩემს ზურგზეც გადადიოდა, სრულიად დამანგრეველი იყო. საბოლოო ჯამში, ძალიან კმაყოფილი ვარ, პოლიტიკიდან წამოსვლის გადაწყვეტილება რომ მივიღე. ზუსტად ვიცოდი და არასდროს დამიმალავს, რომ ტელევიზიაში დავბრუნდებოდი. საკრებულოში რომ ვიყავი, ეს მაშინაც კი არ დამიმალავს. უკვე 8 თვეა, რაც პოლიტიკიდან წამოვედი და არსად გამოვჩენილვარ. მართალია, სხვადასხვა მედიასაშუალებიდან შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ, არსად არ წავედი, რადგან, ეს პაუზა შეგნებულად ავიღე. ჩემი აზრით, არასწორი იქნებოდა – გუშინ არჩევნებში ვმონაწილეობდი, მეორე დღეს კი უცებ ტელევიზორში გამოვჩენილიყავი. ჩემი აზრით, რვა თვე სრულიად საკმარისია, ახალი ცხოვრება რომ დავიწყო. პრაქტიკულად, ნულიდან ვიწყებ.

– როგორ ფიქრობთ, ის პერიოდი რომელიც პოლიტიკას დაუთმეთ, თქვენთვის დაკარგული დროა?

– არა, პირიქით. საკრებულომ იმხელა გამოცდილება მომცა, რასაც, ალბათ, ვერსად შევიძენდი. იმდენად ღრმად შევისწავლე საკითხები, ბიუჯეტით დაწყებული, ჯანდაცვით დამთავრებული, რომ ნამდვილად წაადგება ჩემს გადაცემებს. აღმოვაჩინე, რომ, თუ აქამდე ჩემთვის გადაცემაში მთავარი ტიპები პოლიტიკოსები იყვნენ, ამჯერად მთავარი დომინანტი ხალხი იქნება. ამიერიდან კიდევ უფრო გავუფრთხილდები ბევრ რამეს, მაგალითად, რესპონდენტს და, აღარასოდეს ვკითხავ: „შენზე ამბობენ, რომ“... 

– მარიამზეც (შვილი) მინდა გკითხოთ: მას რა რეაქცია ჰქონდა დედის ჟურნალისტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით?

– ამ პერიოდის განმავლობაში, თუკი ვინმე რამეს მირჩევდა, ერთ-ერთი ჩემი შვილი იყო. სულ იმას მეუბნებოდა, ჟურნალისტიკაში დაბრუნდი და შენი საქმე გააკეთეო. ჩემმა შვილმა ყველაზე კარგად იცის, ჟურნალისტიკა მართლა როგორ მაბედნიერებს. ერთი სული აქვს, როდის გავა ჩემი გადაცემა ეთერში. 

– რას საქმიანობს ამჟამად?

– მარიამმა ბაკალავრიატი დაამთავრა, სისხლის სამართლის სპეციალისტია. ვერაფრით ვერ შევაცვლევინე აზრი – მინდა, რომ სისხლის სამართალს და კრიმინალს ჩამოეხსნას. მაგისტრატურაში ჯერჯერობით არ ჩააბარა, რადგან, მიაჩნია, რომ 23 წლის ასაკში არ არის აუცილებელი, როცა ბაკალავრიატს ამთავრებ, მაშინვე მაგისტრატურაში ჩააბარო. მუშაობის დაწყება უნდა, გასაუბრებებზე გადის და, ვნახოთ – თუ გაქაჩავს, ალბათ, დაიწყებს. ოჯახში გამომძიებელი არასდროს გვყოლია, პირველი მარიამი იქნება. 

– ისევ პოლიტიკის სფეროს დავუბრუნდები: ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა პარტიას პირადად ინგა გრიგოლიას წყალობით. იმის გამო, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე პარტია დატოვეთ, ბევრი ხმა მოაკლდა თქვენს თანაგუნდელებს. ამომრჩეველი ინგა გრიგოლიას ენდობოდა და რადგან ასეთი გადაწყვეტილება მიიღეთ, მათ დაასკვნეს, რომ პარტიაში რაღაც ისე ვერ იყო.

– ეს ვერსიები მეც არაერთხელ მომისმენია, მაგრამ, არ ვიღებ. არ ვფიქრობ, რომ ჩემი წამოსვლით ქრისტიან-დემოკრატებს ძალიან ბევრი ხმა მოაკლდათ. არ მიმაჩნია, რომ განსაკუთრებით მაღალრეიტინგული პოლიტიკოსი ვიყავი და ჩემი წამოსვლით პარტიას იმდენი ხმა დააკლებოდა, რომ ბარიერს ვერ გადალახავდა. რატომაც მივიღე წამოსვლის გადაწყვეტილება, განცხადება მალევე გავაკეთე: პირველი – საჭიროდ ჩავთვალე, კანდიდატურა მომეხსნა, რადგან, საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან იმხელა აგრესია იყო, რაც სულაც არ მომწონდა. „ფეისბუქიც“ კი გავაუქმე, იმდენი მაგინეს – რატომ ვიყავი ქრისტიან-დემოკრატების მხარეს და არ ვიდექი სხვა პოზიციაზე და ასე შემდეგ. ადამიანურად და ემოციურად ვერ გადავლახე ეს ყველაფერი. არ მეგულება არანაირი თანამდებობა, რომელიც, შეიძლება, იმად მიღირდეს, რომ ვიღაცამ მაგინოს და მლანძღოს. ამიტომ, ძალიან მარტივად ვთქვი, რომ ემოციურად ვერ გავუძელი ამ ყველაფერს-მეთქი.  ჩემთვის მართლა არ არის სულერთი, რას ფიქრობენ ჩემზე. ასე რომ არ იყოს, მაშინ, რა თქმა უნდა, სხვანაირად ვიცხოვრებდი, სხვა გზით წავიდოდი და უკან აღარ დავბრუნდებოდი ყველაფრის ნულიდან დასაწყებად. საქმე ისაა, რომ ჩემთვის მართლა არ არის სულერთი, რას ფიქრობენ ჩემზე. ამიტომ, მიმაჩნია, სწორად მოვიქეცი, კანდიდატურა რომ მოვხსენი. შეიძლება პარტიისთვის ეს ძალიან საწყენი იყო, მათი მესმის, მაგრამ,  არ ვფიქრობ, რომ მათ მიერ ბარიერის ვერგადალახვა პირდაპირ ჩემთან იყო დაკავშირებული. ცუდს არასდროს ვიტყვი და ვერც ვერასდროს ვერავინ მათქმევინებს იმ ადამიანებზე, ვის პარტიაშიც ვიყავი. ხაზგასმით ვამბობ, რომ ისინი მე ძალიან მიყვარს და დღემდე პატივს ვცემ. 

– რატომ ეშინიათ რესპონდენტებს ინგა გრიგოლიასი?

– არა მგონია, რომ ეშინიათ, უბრალოდ, მაინცდამაინც კომფორტული არ არის, როცა შენთვის კრიტიკულ შეკითხვებს გისვამენ – ესაა და ეს. სხვათა შორის, არც ერთი ისეთი ყოფილი რესპონდენტი არ მყავს, რომელიც ჩემზეა განაწყენებული. ვაპირებ, ვიყო ზუსტად ისეთი, როგორიც ვიყავი ადრე. ძალიან მინდა, რომ კარგი გადაცემა გამოვიდეს, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებ.

скачать dle 11.3