კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სრულიად ახალი ინტერნეტბანკი

Express Online – „საქართველოს ბანკისგან“

„საქართველოს ბანკმა“ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე მასმედიის წარმომადგენლებისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე სრულიად ახალი ინტერნეტბანკი – Express Online წარადგინა. 

„საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა ინტერნეტბანკის პრეზენტაციაზე აღნიშნა: Express Online-ს აქვს უნიკალური ფუნქციები‚ ის ორჯერ უფრო სწრაფად მოემსახურება მომხმარებელს და‚ რაც მთავარია‚ ყველაზე მეტად მოერგება თითოეული მომხმარებლის მოთხოვნებს. 

 Express Online გამოირჩევა დიზაინით‚ რომელსაც მომხმარებელი ირგებს საკუთარი საჭიროების მიხედვით; ასევე‚ გამოყენების სიმარტივითა და უახლესი‚ უნიკალური ფუნქციებით; გარდა ამისა‚ რაც ძალიან მნიშვნელოვანია‚ სისწრაფითა და საერთაშორისო სტანდარტის საუკეთესო დაცულობით. Express Online მომხმარებელს სთავაზობს ყველაფერს‚ რაც კი შეიძლება ჰქონდეს თანამედროვე ინტერნეტბანკს. კომფორტს ქმნის ისიც‚ რომ Express Online-ის ყველა ფუნქცია მთლიანად ერთ გვერდზეა მოთავსებული და‚ შესაბამისად‚ მომხმარებელს არ მოუწევს სხვადასხვა გვერდზე გადასვლა რომელიმე ფუნქციის მოსაძებნად; ასევე‚ ოპერაციების ჩატარების დროს სხვადასხვა ფანჯარაში მუშაობა. Express Online-ის მომხმარებელს საშუალება აქვს‚ საკუთარი სურვილისამებრ განალაგოს ინტერნეტბანკის ფუნქციები და შედეგად მიიღოს სწორედ ის ინტერნეტბანკი‚ რომელიც მის მოთხოვნებს ერგება.

Express Online უფრო სწრაფად იტვირთება და ამ სისწრაფეს განაპირობებს ის ფაქტიც‚ რომ ერთდროულად რამდენიმე გადასახადის თუ გადარიცხვის შესრულება შესაძლებელია გადახდის მხოლოდ ერთ ღილაკზე მხოლოდ ერთხელ დაჭერით. ასევე, პროვაიდერის მითითების გარეშე შეძლებთ მობილურის ბალანსის შევსებას. 

Express Online გამოირჩევა დაცვის ყველაზე უსაფრთხო სისტემით‚ მათ შორის 128-ბიტიანი დაცვის სერტიფიკატით. ინტერნეტბანკში შესვლა მარტივია. ამისთვის შესაძლებელია იმავე მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენება‚ რომლითაც  Ibank.ge-ზე და მობილბანკში შესვლისას სარგებლობთ. თუ არ იყენებთ „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკს‚ საკმარისია‚ ეწვიოთ ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს‚ სადაც გადმოგცემენ მომხმარებლის სახელსა და პაროლს. Express Online-ში შესვლა ნებისმიერი ინტერნეტბრაუზერიდან არის შესაძლებელი.

Express Online-ით‚ ასევე‚ შეძლებთ მობილურის‚ დენის‚ გაზის‚ წყლის‚ დასუფთავების‚ ინტერნეტის‚ საკაბელოსა და სახლის ტელეფონის ბალანსის შევსებას Express-ქულებით, რომლებსაც დააგროვებთ ყველგან და ყველა ოპერაციაზე, სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, სადაც გამოიყენებთ Express Card-ს. Express Online-ით შესაძლებელია როგორც დაგროვილი Express ქულების რაოდენობის გადამოწმება‚ ისე მათი მობილურის ბალანსში ან კომუნალური მომსახურების საფასურში გადაცვლა. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბანკის“ Express Pay-ის“ სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით მომხმარებელი მობილური ტელეფონის ბალანსს ყოველგვარი საკომისიოს გარეშე შეავსებს‚ ანუ, ჩვენ ვამბობთ‚ რომ 1 ლარი უდრის 1 ლარს და არა 96 თეთრს. გვინდა‚ რომ სწრაფი გადახდების სფეროში რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიზიდოთ და მოვემსახუროთ კომფორტულად, სწრაფად და ზედმეტი დანახარჯების გარეშე. ამის დასტურია Express Card, Express Pay ახლა უკვე სრულიად ახალი ინტერნეტბანკი 

სრულიად ახალი ინტერნეტბანკის მისამართია: www.eonline.ge 

скачать dle 11.3