„არაი“, „ოქეი“ და „მეტრომარტი“ – „უნიქარდის“ ახალი პარტნიორები
„უნიქარდის“ მორიგ სიახლეს მიეძღვნა კონფერენცია‚ რომელიც სასტუმრო „რედისონში“ 18 აპრილს გაიმართა. „არაი“‚ „ოქეი“ და „მეტრომარტი“ – ეს ის ბრენდებია‚ რომლებსაც საზოგადოება კარგად იცნობს. მათი მაღაზიები ტექნიკის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ მომხმარებელს. კონფერენცია სწორედ ამ კომპანიების მომავალ პარტნიორობას შეეხო. „უნიქარდის“ დირექტორმა ბესო აბულაძემ‚ „არაის“ მარკეტინგის მენეჯერმა თიკო დიდავამ‚ „ოქეის“ მარკეტინგის მენეჯერმა სალომე გოზალიშვილმა და „მეტრომარტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა პაპუნა კაციტაძემ ისაუბრეს კომპანიების პარტნიორობასა და მომავალ გეგმებზე.
ბესო აბულაძე („უნიქარდის“ დირექტორი): მოგეხსენებათ‚ „უნიქარდი“ მუდმივად ზრუნავს თავის მომხმარებელზე და ხშირად სთავაზობს მათ სხვადასხვა აქციასა თუ სიახლეს. კმაყოფილი მომხმარებელი ჩვენი მუდმივი კლიენტი ხდება. რაც შეეხება ზემოხსენებულ კომპანიებთან პარტნიორობას‚ ჩვენთვის ამ კუთხით მუშაობა ძალიან საინტერესოა და მოხარული ვარ‚ რომ ეს პარტნიორობა შედგა. ყველასთვის ცნობილია‚ რომ „არაისა“ და „ოქეის“ საკმაოდ დიდი ქსელი აქვს, „მეტრომარტი“ კი ტექნიკის ჰიპერმარკეტია. მათი ბრენდები და ტექნიკა პოპულარული და მოთხოვნადია მოსახლეობაში და ყველანაირ სეგმენტს მოიცავს. რაც შეეხება სააღდგომო აქციას‚ 18 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, ამ მაღაზიების მომხმარებლები ყველა შენაძენზე დააგროვებენ გაორმაგებულ ქულებს „უნიქარდზე“‚ მიიღებენ ფასდაკლებებსა და საჩუქრებს. ასევე‚ საინტერესოა ისიც‚ რომ „უნიქარდის“ ყოველი მეათე მომხმარებელი დამატებით მიიღებს სააღდგომო საჩუქარს „უნიქარდისგან“. „უნიქარდის“ მომხმარებლებს‚ რომლებიც აქტიურად ატარებენ ბარათს მის პარტნიორ კომპანიებში‚ საშუალება აქვთ‚ მიიღონ უამრავი საჩუქარი კატალოგიდან WWW. Unicard. ge. საჩუქრები ყველასთვის ხელმისაწვდომია და მათი ღირებულება იწყება 1 011 ქულიდან. არჩევანი მრავალფეროვანია. ბარათის მფლობელებს საშუალება აქვთ‚ ქულებით შეიძინონ როგორც სასაუბრო დრო‚ ასევე, წვრილი და მსხვილი ტექნიკა‚ სათამაშოები‚ წიგნები‚ ჭურჭელი‚ მაღაზიების ვაუჩერი და სხვადასხვა ნივთი, თავიანთი გემოვნებისამებრ. გარდა ამისა‚ გადაიხადონ კომუნალური გადასახადები და იმოგზაურონ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია „უნიტური“ – ეს არის განსაკუთრებული ფასითა და სრული პაკეტით გამორჩეული სპეციალური შეთავაზება ჩვენი მომხმარებლისთვის‚ რომელსაც „უნიქარდი“ ზაფხულიდან გთავაზობთ. 2012 წლის ზაფხულიდან ბარათის მფლობელებმა დაისვენეს ეგვიპტეში‚ ყვარლის ტბაზე‚ თელავში (სასტუმრო „შატო მერე“)‚ ახალციხეში (რაბათი)‚ სიღნაღში‚ ყაზბეგში (სასტუმრო „რუმსი)“‚ სტამბულში. თებერვალში 20-კაციანი ჯგუფი დუბაიში გაემგზავრა 5 დღით. მომავალში „უნიტურები“ უფრო მრავალფეროვანი გახდება და მომხმარებლებს საშუალება ექნებათ‚ არჩევანი გააკეთონ ევროპის ტურებზე (მილანი‚ რომი‚ ვენეცია‚ პარიზი‚ ვენა).
სპეციალურად გამართულ კონფერენციაზე „უნიქარდის“ ახალი პარტნიორების – „არაის“‚ „ოქეისა“ და „მეტრომარტის“ წარმომადგენლებმა ერთხმად აღნიშნეს ამ პარტნიორობის სამომავლო მნიშვნელობა და როლი მათ ბიზნესსაქმიანობაში. ისინი „უნიქარდთან“ ერთად კვლავ ბევრ აქციას‚ საინტერესო სიახლესა და სიურპრიზს ჰპირდებიან თავის მომხმარებელს.