კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აწეწილ-დაწეწილი

რა სარგებლობა მოაქვს „ვალოსედს“

მართალია, უმცირესოელი ხალხის რჩეული ბ-ნი რატიანი „ნაცმოძრაობის“ ინტელექტუალურ ფრთას განეკუთვნება, მაგრამ, საზოგადოებას თავი არა მხოლოდ მეტყველებით, არამედ, გაწევ-გამოწევითაც დაამახსოვრა („მაესტროს“ ეთერში ჯერ ჭიქა შემოსტყორცნა მაგიდას, შემდეგ კი უმრავლესოელ კოლეგა ბ-ნ დავითაშვილსაც დაეჭიდა, თუმცა, საბოლოოდ, განსხვავებული წონითი კატეგორიების მიზეზით, მოცურდა).

სულ ახლახან კი ბ-ნი რატიანის სხვა მიდრეკილების შესახებაც გახდა ცნობილი. მოვლენები კი შემდეგნაირად განვითარდა: TSpress.ge-ს ხელში ჩაუვარდა ჩანაწერი, რომელზეც ოპოზიციონერი დეპუტატი, 11 აპრილს, ქუთაისის მოსახლეობასთან შეხვედრისას, გარკვეულ თანხაზე საუბრობდა. ბუნებრივია, TSpress.ge-ს ჟურნალისტი ინფორმაციის გადამოწმებას ბ-ნ რატიანთანაც შეეცადა.

 რამდენიმე უშედეგო სატელეფონო საუბრის შემდეგ, იმას გარდა, რომ ხალხის რჩეულისთვის ნერვებს უმტყუნებია (რატიანმა კითხვის ბოლომდე მოსმენა არ ისურვა და პირდაპირ ყვირილსა და შეურაცხყოფაზე გადავიდა: „არანაირი ჩანაწერი არ გაქვს, მატყუარა ხარ!“), ის, ზედაც, დამუქრებია: „შენი სახელი და გვარი მითხარი, იცოდე, შენ ამისთვის პასუხს აგებ… მე მეცოდინება თქვენი ნომერი.“

ჩვენ არ ვიცით, რა ფორმით აპირებს დასავლეთის მოტრფიალე უმცირესოელი დეპუტატი, პასუხი აგებინოს შეკითხვის დამსმელს, თუმცა, მის მიერ ბოლო პერიოდში გამოვლენილი, რბილად რომ ვთქვათ, თანამდებობისთვის შეუფერებელი ემოციურობის გათვალისწინებით, ურიგო არ იქნებოდა, თუკი სოციუმთან კონტაქტის დამყარებამდე ბ-ნი რატიანი „ვალოსედს“ მიიღებდა აწეწილ-დაწეწილი ნერვების დასამშვიდებლად.

скачать dle 11.3