კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თავმჯდომარის პოლიტიკური ვნებანი

„კო მნე ზადომ, ა კ ლესუ პერედომ“

სავარაუდოდ, კოჰაბიტაციის ეშხით თუ რამე სხვა, შესაძლოა, უფრო ამაღლებული მიზეზით,  პარლამენტის თავმჯდომარემ, ბ-ნმა უსუფაშვილმა, ოპონენტების მიმართ თავისი პირადი პოლიტიკური ვნებანი შორეული პრაღიდან გაგვიმხილა.

კერძოდ, ნომერ პირველმა კანონმდებელმა აღნიშნა, რომ, ევროპასა და აშშ-ში ვიზიტებისას ხშირად უწევს, თურმე, იმის გამეორება, რომ, „ნაციონალური მოძრაობის, როგორც ყოფილი მმართველი პოლიტიკური ძალის გადარჩენა თუ პოლიტიკურ სპექტრში დარჩენა, ეს არის ქართული დემოკრატიის ამოცანა.“

მართალია, ბ-ნ უსუფაშვილს რეალობის შეგრძნებებიც უმუშავებს („რაც უნდა გამიბრაზდნენ ახლა ქართველი მსმენელები, რომლებიც თვლიან, რომ ნაციონალური მოძრაობა გადასარჩენი კი არა, გასასამართლებელი და ასაკრძალიაო), მაგრამ, გაბრაზებულ თანამემამულეებს ცივი წყლით ურჩევს გაგრილებას: „თუ ჩვენ ასე შორს წავედით, მაშინ, ჯობია, დავიწყოთ ჯერ კომუნისტური პარტიით, მერე მივაყოლოთ მრგვალი მაგიდა, მოქალაქეთა კავშირი, აღორძინება, ნაციონალური მოძრაობა და ყველა ერთად ავკრძალოთ, გავაუქმოთ.“

მე არ შევუდგები იმის გარჩევას, თუ რატომ მოიკოჭლებს ბ-ნი უსუფაშვილის კოჰაბიტაციით დაბინდული ლოგიკა, მაგრამ, რაკი არც ისაა გამორიცხული, კოჰაბიტაცია რომ გვეგონა, კოპულაცია გამოდგეს, ვფიქრობ, საერთოდაც, საქართველოს ყველა მოქალაქის ვალდებულებაა („ნაციონალური მოძრაობის“ მხოლოდ გადარჩენა რას მიქვიან), მტლად დაედოს, რაზეც ბ-ნი უსუფაშვილი მიუთითებს, იმას. 

скачать dle 11.3