კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაბოროტებული ხარები და შეშინებული მოჭიდავეები

 

ესპანეთი ჩვენმა ახლანდელებმა მესით, გუარდიოლათი, კასილიასითა და სხვებით იციან, მაგრამ ბევრმა არ იცის, ჩვენ რა ამბავი გადაგვხდა.

იმ წელს გუნდური ჩემპიონები გავხდით (თუ შეიძლება ასე ითქვას), მაგრამ, შეჯიბრების დაწყებამდე, ხელმძღვანელობამ, „საბრძოლო სული” რომ აემაღლებინათ, ტურნეს გეგმაში კორიდაზე ჩვენი დასწრება დაგეგმა.

მთელი ნაკრები და ადგილობრივი მოჭიდავეებიც ერთად წავედით ამ უდიდებულესი სანახაობის სანახავად.

სიურპრიზი თურმე იქ გველოდა: გამორეკეს ეს „საბრძოლო ხარები.” შეყარეს სპეციალურ ფარეხში და გრძელი, წვეტიანი კეტებით აღიზიანებენ... აღიზიანებენ და აღიზიანებენ, რომ მერე ეს უცოდველი, გაბოროტებული პირუტყვები არენაზე გამორეკონ და... (ახლა, ცოტა თქვენც გეცოდინებათ).

ეს ჩვეულებრივი ამბავია და სასეირო ჯერ არაფერია.

– ვინაა მსურველი მსოფლიო მოჭიდავეთაგან, რომ არენაზე ჩამოვიდეს? – მაყურებლებს მიმართავს ადგილობრივი ინფორმატორი... ვაი, ჩვენს თავს! როგორია, მიიღო გამოწვევა?! თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი ინგლისელი მოჭიდავე გადავიდა არენაზე და დანარჩენებს ხელებით ანიშნებს – მოდით, რისი გეშინიათ, მოჭიდავეები არ ხართო?! არა... რაღა ვქნათ ახლა? ჭიდაობა კი ვიცით, მაგრამ, შავ ხარებთან რა იჭიდავებს, კაცო! ცოტა ხანში ვიღაც რუსი ვიტიუშა მოჭიდავეც გადახტა – „ჩტო ბუდეტ – ბუდეტ, მატ რადნაიაო.“ გადავხედეთ ერთმანეთს. ამ დროს რამაზ ხარშილაძემ გამოიჩინა შესაშური გამბედაობა. „შენ დაუკარ” არ უთქვამს, მაგრამ, გაბედულად გადახტა და ამოუდგა გვერდში რუსსა და ინგლისელს. მეტი მსურველი არ აღმოჩნდა. დასცხეს დოლზე: „დრრრუუუ...-დრრრუუუ“... – და გაუღეს კარი ამ გადარეულ ხარებს.

– რამაზ, თავს უშველე! – ვიყვირეთ ჩვენ, მაგრამ, ჩვენი ხმა საერთო ყიჟინაში ჩაინთქა. ხარმა ავბედითად დაყნოსა ჰაერი და, რატომღაც, უზარმაზარი წონის ღიპიანი ინგლისელი „მოეწონა”! ჰოდა, გაენთო რქებით. ინგლისელს სულ დაავიწყდა, ვინ იყო და მოუსვა თავშესაფარში. გაიქცა და მიიღო კიდეც ორი ძლიერი რქა. მეორე ხარი რუსს გამოეკიდა. რუსმაც იბღავლა, ისიც თავშესაფარში შევარდა და ინგლისელ ღიპიანს ამოეფარა უკან. ამ ჩვენსას – ხარშილაძეს, რატომღაც (იღბალი იყო თუ რა, არ ვიცი), წითელი ჯემპრი ეცვა მაინცდამაინც იმ დღეს. ბღუუო – დაიძახა ხარმა და, სანამ პირუტყვი რამე უბედურებას მოიფიქრებდა, ხარშილაძემ წუთში რვა წრე დაარტყა არენას. ბოლოს, რომ შეხედა, ხარი აღარ ეშვებოდა, მანაც თავშესაფარს მიაშურა, მაგრამ, ნურას უკაცრავად, ღიპიანმა ინგლისელმა არ შეუშვა – სადაა შენი ადგილიო, ჰკრა დაკუნთული ღიპი და ისროლა არენაზე. გადაირია მაყურებელი. როგორც იქნა, მაშველებმა ხარი დაიჭირეს და გადარჩა ჩვენი რამაზი. ოღონდ, მთელი თვე, რომ ეძინა, ასე ხვრინავდა: ხხხ-არი, ხხხ-არი!!!

 

ვეტერან ძიუდოისტ გურამ გოგოლაურის ნაამბობის მიხედვით

 

скачать dle 11.3