კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

 

იაპონელი მოსკოვში გაგზავნეს – ლენინს უნდა გადაუღოს სურათი... შევიდა მავზოლეუმში. მოამზადა ფოტოაპარატი, მაგრამ, გამოაძევეს – ფოტოგრაფირება აკრძალულიაო; მეორედ ქუდში ჩაიმონტაჟა ფოტოაპარატი – არ გამოუვიდა‚ მესამედ ღილში ჩაამაგრა – არც ამჯერად გამოუვიდა. ბოლოს წითელ მოედანზე ერთი ბომჟი ნახა და ერთ ყუთ არაყზე შეუთანხმდა. მეორე დღეს ბომჟი დათქმულ დროს მოვიდა ტომარამოკიდებული: 

– აბა‚ სად გადავუღოთ ლენინს სურათი – აქ თუ ბუნებაში?

***

– გაიგე‚ სამხედრო სამსახურის ვადა ერთ წლამდე შემცირდებაო. გიგი ახლა მაინც წავა ჯარში‚ ეკა კი ერთ წელიწადს‚ ალბათ‚ ნაღდად დაელოდება....

– რას ამბობ‚ რა ერთ წელიწადს‚ ეკა ხანდახან გიგის სამსახურიდან მოსვლასაც არ ელოდება ხოლმე.

***

მიფრინავს ავიალაინერი. კაპიტანი‚ როგორც წესია‚ აცხადებს:

– პატივცემულო მგზავრებო! ჩვენი თვითმფრინავი მიფრინავს ატლანტის ოკეანის თავზე‚ 10 000 მეტრ სიმაღლეზე‚ 900 კილომეტრი სიჩქარით‚ ტემპერატურა ბორტს გარეთ... ოჰ‚ ჯანდაბა... შენი დედაც!..

სალონში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ გაისმა კაპიტნის ხმა:

– ბატონებო და ქალბატონებო‚ ბოდიშს მოგიხდით მცირე გაუგებრობისთვის... ჩვენმა სტიუარდესამ ყავა გადამასხა შარვალზე... ერთი განახათ, რას ჰგავს წინიდან!

– ოჰ, მაგისი! ახლა ჩემი შარვალი ნახეთ უკნიდან! – წამოიძახა ერთ-ერთმა მგზავრმა.

***

წავიდა კაცი ანალიზის ჩასაბარებლად: შარდი – პატარა „კოკა-კოლას“ ბოთლში‚ განავალი – ასანთის კოლოფში და... დაიკარგა. მოიარა ცოლმა მორგები‚ მილიციის განყოფილებები‚ საავადმყოფოები და ერთგან გადააწყდა თაბაშირში ჩასმულს:

– გოგი‚ შენა ხარ? რა მოხდა?

– ქუჩაში ვიღაცამ ასანთი რომ მთხოვა სიგარეტზე მოსაკიდებლად‚ მხოლოდ ის მახსოვს‚ დანარჩენი არაფერი...

***

 განცხადება:

„ვაქირავებ ოთახს ორ მომხიბვლელ გოგონაზე... მესამეს არ მივიღებ – ასაკი არ მიწყობს ხელს...

გადახდა – მაშინვე“.

***

დაკითხვაზე...

– მიპასუხეთ‚ თქვენმა მეზობელმა ერთხელ მაინც მოგცათ რაიმე ნარკოტიკი?

– არა.

– მისმა მეუღლემ?

– უკაცრავად‚ ისევ ნარკოტიკზეა საუბარი?

***

როგორ ვასიამოვნოთ ადამიანებს:

1. ყოფილ მეუღლეს

„შემთხვევით“ უნდა შეხვდეთ გაუპარსავი‚ ძველ‚ ჭუჭყიან ტანსაცმელში‚ მოსთხოვოთ სიგარეტი და 20 ლარი.

2. „ოპელის“ მქონე მეზობელს

გადმოხვალთ მაგარი „მერსედესიდან“ და ეუბნებით: რა ძნელია სხვისი მანქანის მართვა‚ ხელები სულ მიკანკალებს‚ არადა, საკუთარს ვერაფრით ვყიდულობ.

3. დედას

მისი თანდასწრებით მამას უთხარით: „სამწუხაროა‚ ისეთი გამგები‚ ჭკვიანი‚ განათლებული გოგოები‚  შენს ახალგაზრდობაში რომ იყვნენ, ახლა აღარ არიან...“ 

4. მამას

მოწყენილი ხმით: „ლიკას სახლში აღარ მოვიყვან. როცა მიდის‚ ყოველთვის მეუბნება: რა სიმპათიური მამა გყავს‚ თან, ასაკი სულ არ ეტყობაო.“

5. ტაქსისტს

„ალბათ‚ ქალაქის გარეუბნებში კარგად ერკვევით‚ მე გზა არ ვიცი... თან‚ იქნებ, 200-ლარიანის ხურდა გქონდეთ...“

***

რადიოში რეკავს ქალი: „ჩემმა შვილმა ვერ ჩააბარა ინსტიტუტში. გთხოვთ‚ უსურვოთ ყველაფერი კარგი და მის პატივსაცემად გადმოსცეთ სიმღერა მტვირთავებზე“.

***

– ქალბატონო‚ ეს კაბა გასუქებთ...

– მართლა? მე კი შაურმას ვაბრალებდი...

***

4 წლის ნიკას ყური ასტკივდა. დედა მაღაზიაში შევიდა და არაყი აიღო – კომპრესი უნდა გაუკეთოს. მოლარემ ცოტა ალმაცერად შეხედა ქალს.

– არა‚ დედაჩემი არ სვამს‚ ჩემთვის ყიდულობს... – დაიცვა ბიჭმა დედა. 

***

ქალი არასოდეს ღალატობს... არსებობს მხოლოდ ქმრისთვის სამაგიეროს გადახდა ან ახალი სიყვარული...

***

– როცა პატარა ვიყავი‚ ვოცნებობდი‚ რომ მოვიდოდა თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი და წამიყვანდა შორს, შორს... ახლა კი ამაზე ჩემი ქმარი ოცნებობს.

***

– დე‚ რად გინდა ძუძუები?

– პატარა რომ იყავი‚ რძეს გაჭმევდი...

– ახლა რაღაში გჭირდება?

– სამახსოვროდ დავიტოვე...

***

გათხოვება – ესაა 8-საათიანი სამუშაო დღიდან 24-საათიან სამუშაო დღეზე გადასვლა.

***

ფორუმიდან:

მის 86: ხალხო! არიან ამქვეყნად მამაკაცები‚ რომლებთანაც‚ თუნდაც‚ ძალიან ცოტა ხანს მაინც შეიძლება ურთიერთობა სექსის გარეშე.

ზურა 80: „მის 86“ – ეს მე ვარ‚ ზურა. ზუსტად ახლა ვეძებდი გოგონას ინტიმის გარეშე – სახლის დალაგება‚ რეცხვა‚ სადილის კეთება... ინტიმს სხვასთან მივხედავ. ხელიდან არ გაუშვა ბედნიერება!

***

– რისთვის ჩაგსვეს?

– წარმოიდგინე‚ თურმე‚ სახელმწიფოც ზუსტად ისეთივე კუპიურებს ბეჭდავდა‚ როგორსაც მე...

***

– ჰო‚ კარგი, შევხვდეთ... როგორ გიცნო?

– ჯინსები მეცმევა‚ 170 სანტიმეტრი და 61 კილოგრამი ვარ...

– კარგი. მე ღია ფერის „კურტკას“ ჩავიცვამ და ხელში სანტიმეტრი და სასწორი მეჭირება.

 

скачать dle 11.3