მხოლოდ ფაქტები
* შეიხი არაბულ ენაზე მოხუცს, უხუცესს ნიშნავს.
* ფუნტი არსებობს – „დიდი“, „პატარა“, „ჩვეულებრივი“, „ძველი“, „ახალი“, „სტერლინგი“, „სახაზინო“, „სამონეტო“, „სავაჭრო“, „საქალაქო“, „სამთო“, „ნიურნბერგის“, „საარტილერიო“, „სამედიცინო“, „სააფთიაქო“, „მეტრული“, „სახორცე“, „რკინის“ და ასე შემდეგ.
* საქართველოს დედაქალაქი თბილისი, მექსიკის შტატი – აუგასკელენტესი, ამერიკის ქალაქი ჰოთ-სფინგზი – მათ ერთი ბუნებრივი მოვლენა აერთიანებთ: მიწისქვეშა თბილი წყლები, რაც სახელებშიც აისახება.
* ჰენრიხ მეოთხემ 1399 წელს დააარსა „აბანოს ორდენი“ – ორდენის წევრები ყოველდღე ბანაობდნენ.
* მსოფლიოში სიგრძის საზომი ერთეულის, მეტრის ეტალონის 31 ეგზემპლარია გაკეთებული.
* ინგლისში, ლანკაშირში, მდინარე ირველზე მდებარეობს ვაშლის სიდრის ქარხანა. ვაშლის მისაწოდებლად არც ქარხნის პატრონებს, არც ფერმერებს არც ერთი ცენტრი არ ეხარჯებათ – ვაშლს მდინარეში ყრიან და დინებას მიაქვს.
* მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ბანკნოტებზე ცნობილი მოღვაწეების პორტრეტებს გამოსახავენ, რაც არა მხოლოდ მათი პატივისცემით არის გამოწვეული, არამედ იმითაც, რომ სახის აღქმის თავისებურების გამო, ნებისმიერი უმნიშვნელო ცვლილება თვალშისაცემია. ამიტომ, მათი გაყალბება უფრო ძნელია.
* ამერიკელი გორდონ შნეპი სასამართლოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების საქმეების განხილვას ხელმძღვანელობდა. ყველა მიიჩნევდა, რომ ის თავის კოლეგებზე უფრო მეტად ასახიერებდა მართლმსაჯულებას, რადგან... ბრმა იყო.
* კარტოგრაფებმა დაადგინეს, რომ ევერესტი მას შემდეგ, რაც მასზე პირველად დადგა ფეხი ადამიანმა, 2 მეტრით დადაბლდა.
* მენდელეევის ქიმიურ ელემენტთა ტაბულაზე სიტყვათა ფუძეები ბერძნული, ლათინური, არაბული, ინდური, სპარსული, სლავური წარმოშობისაა. აქ შეგხვდებათ ღმერთები და ქალღმერთები, ვარსკვლავები, პლანეტები, ქალაქები, ქვეყნები, გვარები...
* ძველად რუსეთში მიაჩნდათ, რომ ვარსკვლავები ფანჯრებია, საიდანაც ანგელოზები მიწას უყურებენ.