რა მოხდა ამ დღეს
15 აპრილი
1912 – ჩაიძირა გემი „ტიტანიკი“. დაიღუპა 1513 ადამიანი.
1919 – ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოვიდა მსოფლიოში პირველი საავტომობილო გზების რუკა.
1951 – ლონდონში ჩატარდა პირველი კონკურსი „მის მსოფლიო“. „მის მსოფლიო“ გახდა გერმანელი გოგონა.
1994 – როგორც ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს სწორედ ამ დღეს დიდ ბრიტანეთში ვირთხების რაოდენობამ გადააჭარბა მოსახლეობის რაოდენობას, ანუ 58 მილიონს.
16 აპრილი
1912 – ინგლისელი ჰარიეტ ქუიმბი გახდა პირველი ქალი, რომელმაც გადაუფრინა ლა-მანშს.
1917 – ლენინის ჩამოსვლა პეტროგრადში. მისი გამოსვლა ფინეთის საზღვარზე, სადაც მან ჩამოაყალიბა „აპრილის თეზისები“.
17 აპრილი
1607 – 21 წლის არმან ჟან დიუპლესი დე რიშელიე ეკურთხა მღვდლად. ასე დაიწყო მისი ბრწყინვალე კარიერა.
1722 – პეტრე პირველმა რუსეთში შემოიღო გადასახადები წვერის ტარებაზე. წვეროსანს წელიწადში 50 რუბლი უნდა გადაეხადა.
1964 – ინგლისში გამოვიდა ჯგუფ „როლინგ სთოუნზის“ პირველი ალბომი.
18 აპრილი
1902 – დანია გახდა მსოფლიოში პირველი სახელმწიფო, სადაც დაიწყეს თითების ანაბეჭდების გამოყენება დამნაშავეთა იდენტიფიკაციისთვის.
1906 – ძლიერმა მიწისძვრამ დაანგია ქალაქი სან-ფრანცისკო.
1956 – ჰოლივუდის მსახიობი გრეის კელი გათხოვდა მონაკოს პრინც რენიე მესამეზე.
1980 – ინგლისის კოლონიამ სამხრეთ როდეზიამ მიიღო დამოუკიდებლობა და ეწოდა ზიმბაბვე.
19 აპრილი
1199 – რომის პაპმა ინოკენტი მესამემ დააარსა ტევტონთა ორდენი.
1878 – თომას ალვა ედისონმა დააპატენტა ფონოგრაფი.
1915 – დაიწყო გალიპოლის სამხედრო ოპერაცია – პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთი ტრაგიკული ფურცელი.
1964 – ეკრანებზე გამოვიდა ჟან დემის ფილმი „შერბურის ქოლგები“, რომლისთვისაც მუსიკა დაწერა მიშელ ლეგრანმა.
1986 – საბჭოთა კავშირმა კოსმოსში გაუშვა ორბიტალური სადგური „მირი“.
20 აპრილი
1653 – ოლივერ კრომველი გახდა ინგლისის ერთპიროვნული მმართველი.
1841 – გამოქვეყნდა ედგარ ალან პოს პირველი დეტექტიური მოთხრობა „მკვლელობა მორგის ქუჩაზე“.
1865 – დაპატენტებულ იქნა ჩვეულებრივი ასანთი.
1994 – გერმანელებმა გაუსწრეს ფრანგებს ერთ სულ მოსახლეზე ალკოჰოლის მოხმარების პროცენტით.
21 აპრილი
753 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე – ლეგენდის მიხედვით, ამ დღეს დაარსდა რომი.
1689 – ინგლისის ტახტზე ავიდა ვილჰელმ ორანელი. ინგლისში გაფორმდა კონსტიტუციური მონარქია.
1960 – ბრაზილიის დედაქალაქი გახდა სპეციალურად ამ მიზნით აშენებული ქალაქი ბრაზილია.
1976 – ვალერი ანდრე გახდა პირველი ქალი გენერალი საფრანგეთის არმიაში.