კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გავისუფთაოთ აზრები და ფიქრები ნეგატიური გავლენისგან და შესაძლებელია თუ არა არომატების დახმარებით აურის გაწმენდა

არავისთვის უცხო არ არის, რომ ენერგია სიცოცხლის არსია. ისიც ცნობილია, რომ ცეცხლი და წყალი ენერგეტიკულ ზემოქმედებას ახდენს ყველაფერზე, რაც გარშემო არსებობს, კერძოდ, წვის პროცესი სივრცეს ასუფთავებს, წყალი კი ის ნივთიერებაა, რომელიც ინფორმაციას ინახავს. თუმცა, ამ ორივე სტიქიას, გარდა ამ თვისებებისა, კიდევ ერთი საიდუმლო გააჩნია.

უარყოფით ენერგიებზე, მის ზემოქმედებასა თუ შედეგებზე დღეს ბევრი საუბრობს. თუმცა, ადამიანების უმრავლესობა ამას ყურადღებას არ აქცევს, მშვიდად განაგრძობს ცხოვრებას, არც პარალელური სამყაროსი სჯერა და არც იქ ბინადართა არსებობა ჰგონიათ რეალობა. საჭიროა, ადამიანმა ჯერ გარკვეული ცოდნა მიიღოს, მსგავს დამოკიდებულებაზე შეხედულება შეიცვალოს და ამის შემდეგ თავად დააკვირდეს, არის თუ არა საეჭვო ეს მოვლენები. აქვე ერთ რამეს შეგახსენებთ, მაგალითად, ვინც ისტორია კარგად იცის და მედიცინაშიც გარკვეული ცოდნა აქვს, მოეხსენება, რომ ძველად აღმოსავლეთის ქვეყნებში მძიმე ავადმყოფი განსაკუთრებული ბუნებრივი ენერგეტიკის ადგილას მიჰყავდათ და იქ ცეცხლისა  და წყლის ენერგიების შეჯერებით იწყებდნენ მის მკურნალობას. შედეგი, უმეტეს შემთხვევაში, დადებითი იყო. ასე რომ, ცეცხლი და წყალი რომ ჩვენზე ზეგავლენას ახდენს, უარყოფითი ენერგეტიკაც რომ დამღუპველია და მისი განეიტრალება და მისგან თავდაცვა უნდა ვიცოდეთ, ეს ფაქტია. საიდუმლო, რომელიც ეხება წყლისა და ცეცხლის ზემოქმედებას პარალელურ სამყაროსა და იქ მცხოვრებ არსებებზე, ბოლომდე ამოხსნილი არ არის. ადრეულ საუკუნეებში პარალელურ სამყაროში მობინადრე არსებებს „ელემენალებს“ უწოდებდნენ, ზოგი „პოლტერგეისტად“ მოიხსენიებს, ზოგიც „ბარაბაშკად“. საქართველოში კი, მათ ფუძის კეთილ ანგელოზებად მიიჩნევენ. სხვა სამყაროების მცხოვრებლები, ისევე, როგორც ჩვენ – ადამიანები, ბოროტებიც არიან და კეთილებიც. ისინი ჩვენს დამოკიდებულებასა და განწყობას ხვდებიან და შესაბამისადაც რეაგირებენ დედამიწაზე მცხოვრებ კონკრეტულ ადამიანებზე. ასევე, არიან ისეთებიც, ადამიანების უხილავ დამცველებად რომ გვევლინებიან და ამიტომ დაარქვეს მათ ფუძის კეთილი ანგელოზები. ზოგი კი პირიქით, ზიანს აყენებს ადამიანს, მის ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს და, რეალურ სამყაროში გადმოსული, უწმინდურ ძალად გვევლინება.

 მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებისგან განსხვავებით, ისინი სიცოცხლის არაცილოვან ფორმას წარმოადგენენ, მაინც ძალიან არიან დაინტერესებული ორგანული სამყაროთი და მათ წარმომადგენლებთან კონტაქტის დამყარებით, ამას კი თავისი ახსნა აქვს. კერძოდ, სიცოცხლის როგორც ცილოვან, ასევე არაცილოვან ფორმებს, აქვს საერთო ენერგია, ანუ, მთელი სამყაროსთვის უნივერსალური საწყისი. სხვა სამყაროების არსებები საკუთარ თავს სასიცოცხლო ენერგიებით სხვადასხვაგვარად ამარაგებენ: ზოგი ამას თავად გამოიმუშავებს, ზოგი კი ვამპირული წესით, ანუ, სხვების ხარჯზე. პარალელური სამყაროს დაბალი ფენების არსებები, სწორედ ასეთი ვამპირობით  იკვებებიან საჭირო ენერგიებით დედამიწაზე მცხოვრები ადამიანებისგან. ამ შემთხვევაში ადამიანი მათი მსხვერპლია. აქვე იმასაც გეტყვით, რომ სწორედ ამ სხვასამყაროელი ვამპირების უხილავი, მაგრამ აქტიური მოქმედების შედეგია ჩვენი უამრავი დაავადება, ორგანიზმის ნაადრევი დაბერება-გამოფიტვა, სასიცოცხლო ძალების განლევა და ასე შემდეგ. აღმოსავლეთის ქვეყნებში ღრმად სჯერათ, რომ პარალელური სამყაროს არსებები ნამდვილად არიან ჩვენ გარშემო და მათ თავიანთ სასარგებლოდაც კი იყენებენ. რაც შეეხება მათ მიერ კონკრეტული ადამიანის ამორჩევას, ამაში თავად ადამიანია „დამნაშავე“ – ის თავად იწვევს პარალელური სამყაროს არსებებს.

 პარალელური სამყაროს უხილავი არსებები იმ საცხოვრებელ ბინებში იბუდებენ, სადაც სისუფთავის წესებს არ იცავენ. ხშირად არ ასუფთავებენ ბინას და გასარეცხი ნივთები აქვთ დაგროვილი. ასევე, მათი კვების მთავარი წყაროა ენერგია, რომელიც სივრცეში ჩვენი უარყოფითი ფსიქიკური გამოხდომების დროს გამოიყოფა. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ცუდ ფიქრებს, ემოციებს, განრისხებას, გაღიზიანებას, გინებას, წყევლას, შურს, სიბრაზეს და ასე შემდეგ. ფიზიკურ ჭუჭყზე მეტად, უცხო განზომილების ვამპირებს ფსიქიკური აფეთქების ენერგეტიკა იზიდავთ. ყველას მოგეხსენებათ, რომ გაბრაზებული ადამიანის აურიდან სივრცეში ფსიქიკური ენერგიის ნაკადები გამოიფრქვევა. ასტრალურ ვამპირსაც სწორედ ეს ენერგია სჭირდება გამოსაკვებად. ასე რომ, ნეგატიური ემოციების შედეგად, ადამიანი უამრავ სასიცოცხლო ენერგიას კარგავს, რაც მის აურაში ბევრ ბზარს აჩენს და დაზიანებულ ადგილებში  ვითარდება დაავადებების განვითარების საწყისები. ასევე, ირღვევა მისი ბუნებრივი ენერგეტიკული თავდაცვის მექანიზმი ფიზიკურ დონეზე და სხვა სამყაროების უარყოფითი ზეგავლენა ადვილი ხდება. ენერგიულად  დაუცველი და დაზიანებული აურა კი ადამიანის ორგანიზმს დაუცველსა და გარე მავნე ზემოქმედებისადმი ღიას ხდის. 

 მათგან თავდაცვის მეთოდი კი, რასაკვირველია, არსებობს და ეს არის არომათერაპია. სხვა სამყაროების ბინადრები ძალიან მგრძნობიარეები არიან არომატების მიმართ. ამ მხრივ ყველაზე კარგი საშუალება და მათგან თავდაცვის მთავარი წყაროა ველური ვარდის, ევკალიპტისა და პიტნის სურნელის მქონე ჩხირების ანთება ბინაში. ადამიანის ორგანიზმის ენერგეტიკული გაწმენდა, ასევე, დაბინძურებული აზრებისა და გრძნობების მოშორება შესაძლებელია. კერძოდ, საკუთარი აზრების სწორი ტრანსფორმირება და მიმართულების მიცემა შეგვიძლია ცეცხლის, წყლისა და სხვადასხვა არომატის დახმარებით. ამიტომ, ხშირად უყურეთ დანთებულ ცეცხლს, სანთლის ალს, გამდინარე წყალს და ისუნთქეთ სურნელოვანი ჩხირების არომატი – ამით საკუთარ აზრებსა და ფიქრებსაც გაისუფთავებთ ნეგატიური გავლენისგან და სხვა სამყაროს არსებების ენერგოდონორობასაც დააღწევთ თავს. 

скачать dle 11.3