კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1978 წლის 10 მაისს, საღამოს საათებში. უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები და ასტროლოგიურად რომელი სფეროებია წარმატების მომტანი?

პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმული მისია ნამდვილად არ არის, ის თქვენთვის საშუალოა. ქვეყნებიდან კი შედარებით კარგია: ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი მხარე, ინგლისი, ბელგია, კანადა, ეგვიპტე, საბერძნეთი, ნორვეგია, არგენტინა, მონაკო, ჩინეთი, ლატვია, ესპანეთი, ავსტრალია, იტალია, გერმანია და რუსეთი. პროფესიებიდან წარმატებების მომტანია: ჟურნალისტიკა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, ხელოვნების ფართო სპექტრი, სადალაქო ინდუსტრია, არქიტექტურა, ტურისტული ბიზნესი, პროფესიონალური დიპლომატია, ავიაციის ბიზნესი, ქორეოგრაფია, საკონდიტრო ინდუსტრია, სოციოლოგია, ფოტოგრაფია, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური სფერო.

კითხვა: დავიბადე 1984 წლის 1 ნოემბერს. უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები და რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია?

პასუხი: თქვენი კარმული მისია უკავშირდება იმას, რომ იყოთ პატრიოტი, დაიცვათ ტრადიციები. უნდა დაასტაბილუროთ საოჯახო და სამეგობრო ურთიერთობები. უცხოეთი თქვენი კარმული მისია არ არის, თუმცა, დროებით წასვლა მისაღებია. იქ დაგროვილი კაპიტალი, ცოდნა და გამოცდილება სამშობლოში უნდა მოიხმაროთ. ქვეყნებიდან კი კარგია: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი ნაწილი, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკის ქვეყნები, ჰოლანდია, პარაგვაი, შოტლანდია, თურქეთი, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, ჩინეთი, ინდოეთი, იტალიის ვენეციის მხარე, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ნეპალი, არგენტინა, ბირმა, ტიბეტი, სან-მარინო, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, ავსტრია, გვატემალა.

კითხვა: ჩემი შვილიშვილი დაიბადა 1992 წლის 16 აგვისტოს, შუადღისას, დაახლოებით 2-დან 3 საათამდე. რა არის მისი კარმული მისია დედამიწაზე და რა გააკეთოს, რომ ცხოვრებაში წარმატებული იყოს?

პასუხი: მისი კარმული მისიაა, იყოს აქტიური, ენერგიული, შეძლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, წინა პლანზე წამოწიოს ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები. სადაც საჭიროა, იყოს უშიშარი და მებრძოლი. ასევე, უნდა იყოს ოპტიმისტი, კეთილშობილი, კომუნიკაბელური, დაეყრდნოს ცოდნის ბაზას, გააზრებულად ხარჯოს ფინანსები. ყველგან უნდა დაიცვას წესრიგი და სისუფთავე. უნდა იყოს „უხალტურო“ მუშაკი; ასევე, უნდა იყოს მიზანსწრაფული და დამოუკიდებლად შეძლოს საქმის კეთება. გამოავლინოს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ამით ის დადგება სწორ კოსმიურ ევოლუციურ გზაზე და წარმატებებსაც ადვილად მიაღწევს ცხოვრებაში. ასევე, მისი კოსმიური მისიაა უცხოეთთან კონტაქტი. მისთვის  აუცილებელია, იქ გაატაროს გარკვეული პერიოდი, შეიძინოს ცოდნა და გამოცდილება.

скачать dle 11.3