კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტამბულის კაჟი

„…ტრაილერს მე ყელში დავეტაკები“

პრეზიდენტის თურქეთში დაზიანების ისტორია კვლავაც ბურუსითაა მოცული, თუმცა, ოფიციალური მონაცემებით, ჩვენი მთავარსარდალი ტრაილერს დაეჯახა (ტრაილერის მძღოლი გადარჩა, ტრაილერიც და, ბუნებრივია, ჩვენი პრეზიდენტიც, მაგრამ, აი, ველოსიპედის ბედი კი უცნობია).

ბურუსით კი იმიტომაა მოცული, რომ (ღვთის შეწევნით) პრეზიდენტი მხნედ გამოიყურებოდა (ინციდენტის შემდეგ), მეტიც, დაზიანებული ხელი (რომელზეც, გავრცელებული ინფორმაციით, 40 ნაკერი ადევს) სატელევიზიო ეთერში გამოჩენის ერთ მომენტში თავისუფლად ეჭირა, მოგვიანებით – გადახვეულივით ჰქონდა.

არადა, ოფიციალური განმარტებით, პრეზიდენტს მხარი სამმაგად მოსტეხია, რამდენიმესაათიანი ოპერაციაც გადაუტანია და ჰოსპიტალში 2 დღესაც დაუყოვნებიათ, კიდეც გამოუჯანსაღებიათ, ზედაც, თურქული მედიცინის მიღწევებით გაოგნებულიც დაუტოვებიათ (იმედია, ახლა სხვა მიმართულებითაც არ გადაამოწმებს თურქული მედიცინის მიერ დაპყრობილ სამედიცინო მწვერვალებს). ერთი სიტყვით, უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი პირველკაცი უკვე პირდაპირი მნიშვნელობით სტამბულის კაჟივითაა!

იმ მარტივი მიზეზით, რომ სტამბულის კაჟივითაა (ყოველ შემთხვევაში, საქართველოს მოკვდავი მოქალაქის შეუიარაღებელი თვალით), საწუხარიც თითქმის არაფერია, ერთი ისაა, რომ ცნობისმოყვარეობა ოხერია. ხოლო, რადგან ოხერია, ის ნაწილობრივ ხალხის რჩეულმა და ბ-ნი სააკაშვილის თანაგუნდელ-თანამოაზრე ბ-ნმა დარჩიაშვილმა დაგვიკმაყოფილა (შეძლებისდაგვარად).

ეს უკანასკნელი იმ ავბედითი დღის დეტალებს შემდეგნაირად იხსენებს: „კვირა საღამოს უნდა გვქონოდა შეხვედრა, მანამდე ფეხბურთი ვითამაშეთ (აი, რა ჯანმრთელი ცხოვრების მიმდევარი უმცირესობა ჰყავს ჩვენს ქვეყანას?!), რის შემდეგ პრეზიდენტს ველოსიპედით გავლა მოუნდა (აი, ის კი ვერანაირი მანქანებით ვერ დავაზუსტეთ, ოფიციალურ ანკარაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ქართული დელეგაცია ანტალიაში როგორ მოხვდა?!), ასეც მოიქცა, მაგრამ ჩვენ აღარ წავყევით, ნეტავ წავყოლოდით. ზუსტად რა და როგორ მოხდა, არ ვიცი, მაგრამ, ფაქტია, სერიოზული ტრავმა მიიღო.“

მართალია, ნაამბობი მომხდარის მთლად ნათელ სურათს ვერ გვიხატავს, მაგრამ, სამაგიეროდ, ცხადად წარმოაჩენს თანაგუნდელების თავდადებას („ნეტავ წავყოლოდით“), თითქმის ზურიკელას სტილში – „და თუ საჭირო გახდება, მტერს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ტრაილერს), მეც ყელში დავეტაკები!“

скачать dle 11.3