კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კუჭნაწამები

ანუ, მიჭმიე

იმ მარტივი მიზეზით, რომ სურსათის მავნებლობა-უვნებლობას ამ ჩვენს ქვეყანაში არავინ ამოწმებდა (ლიბერალიზმის მოტრფიალე მამებმა შესაბამისი სამსახურები გააუქმეს), მხოლოდ მოარული ხმების წყალობით თუ ვიცოდით, რომ პროდუქცია, რომელსაც მივირთმევდით, არათუ სასარგებლო, მავნებელი იყო.

როგორც ჩანს, ვითარება შეიცვალა, რადგან, ჯერ იყო და, თურქეთიდან გამოგზავნილი კარტოფილი დავიწუნეთ (დაავადებული იყო), სულ ახლახან  – სომხეთიდან შემოტანილიც (მურა სიდამპლით შეპყრობილი). ოფიციალური მონაცემებით, ეს მხოლოდ ამ წელს დაავადებული ბოსტნეულის შემოტანის მეოთხე მცდელობაა. ხსენებული ციფრის 9 წელზე გადამრავლებაც (9-ზე, რადგან, 9 წელია, იმპორტირებული არაფერი შემოწმებულა) საკმარისია იმის წარმოსადგენად, თუ რას უძლებენ საქართველოს მრავალტანჯული მოქალაქეების კუჭები, თუმცა, როგორც გაირკვა, არა მხოლოდ ბოსტნეულის მიმართულებით (უკვე გამოვლენილია ცხენისა და ვირის ხორცის პარტიებიც).

შემოსავლების სამსახურის ცნობით, 8 აპრილს ინდოეთიდან შემოტანილი 28 000 კილოგრამი კამეჩის გაყინული ხორცი მთლად ხორციც არ ყოფილა: შეფუთვების გახსნისას, ხორცის ნაცვლად კამეჩის გაყინული გული აღმოაჩინეს, ზედაც, წარმოებისა და ვარგისიანობის ვადების მიუთითებლად.

საქართველოს მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის გათვალისწინებით, ადვილი მისახვედრია, რომ კონტროლის გაუქმების მოტივი იაფფასიანი პროდუქციისთვის გზის მოსუფთავება იყო.

და, რაკი საქმეს ისეთი ტემპი უჩანს, რომ კიდევ არაერთი ფაქტი გამოვლინდება, ვფიქრობ (თუ კუჭები გადაგვირჩა), სავსებით სამართლიანი იქნება, თუ მსგავსი პროდუქციის შემომტანებსა და სურსათის კონტროლის სამსახურების გამუქმებლებს ცხოვრების ბოლომდე, აი, ამგვარი პროდუქციით კვებას დაავალდებულებდნენ.

скачать dle 11.3