კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წითელას დამმარცხებლები

ანუ, მეგობარი გასაჭირში იცნობაო

შესაძლოა, იმ მიზეზით, გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში მიეწევაო, ან, იქნებ, სულაც, შემთხვევითობის გამო, ჩვენს ქვეყანაში წითელამ იფეთქა. სტატისტიკის თანახმად, თუკი გასულ წელს წითელას მხოლოდ 32 შემთხვევა აღირიცხა, წელს უკვე 700-ს მიაღწია. მათგან 179 სტაციონარში მკურნალობს, ორი შემთხვევა კი, საუბედუროდ, ლეტალურად დასრულდა.

ამის გათვალისწინებით, საქართველოში აშშ-ის ელჩმა გასულ კვირას გვაუწყა, რომ მისი სამშობლო ჩვენსას წითელას ვაქცინას აჩუქებს. სახელდობრ, ბ-ნი ნორლანდი ბრძანებს შემდეგს: „საქართველოში წითელას მომრავლებულ შემთხვევებთან გასამკლავებლად, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი 75 000 ერთეული ვაქცინის შესაძენ თანხას გამოყოფს“.

როგორც აღმოჩნდა, ჩვენი აშშ-ელი მეგობრები მთლად თავიანთი ინიციატივითაც არ მომდგარან დახმარების ხასიათზე. გავრცელებული ინფორმაციით, ეს შემოწირულობა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნის საპასუხოა (რათა საქართველომ წითელას გავრცელება თავიდან აიცილოსო).

ასეა თუ ისე, ვაქცინების შეძენას გაეროს ბავშვთა ფონდი უხელმძღვანელებს, თუმცა, აი, განაწილებით კი საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დაკავდება.

არა მხოლოდ იმის გამო, რომ ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯება (ან, თუნდაც, მუქთა იყოს, კუბო იყოსო), ცხადია, რომ მეგობარი გასაჭირში იცნობა და, თუკი რუსული ტანკების წინააღმდეგ მაინცდამაინც ვერ მოგვეშველა, ვფიქრობ, წითელას დამარცხებაში ვერავინ მოგვერევა ვაქცინებით შეირაღებულ ჩვენ და ამერიკას!   

скачать dle 11.3