კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გარანტირებულლუკმაგამოცლილები

მხოლოდ 650 000?!

გასულ კვირას განათლების სამინისტროს მორიგი ინიციატივა შევიტყვეთ, რის მიხედვითაც, საქართველოს 650 000 მოსწავლე სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ, ანუ სახელმწიფოს ხარჯზე მიიღებს, რასაც, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

ლიბერალებზე უფრო ლიბერალი ჩვენი თანამემამულეები ამგვარ ინიციატივას დაუშვებლად მიიჩნევენ (აბა, სად აქვს საქართველოსნაირ ღარიბ ქვეყანას უფასო სახელმძღვანელოების თავიო, რაც ბადებს შემხვედრ თეზას: ღარიბი საქართველო დაუშურებლად მხოლოდ პრეზიდენტის სასახლისთვის თუ გაიღებს მილიარდს, ხიდ-შადრევნებისთვის კი – მილიონებს).

უკიდეგანოდ უკმაყოფილონი არიან გამომცემლებიც (გარანტირებული ლუკმა გამოეცალათ), თუმცა, განათლების სამინისტრო ირწმუნება, რომ არავინ დაზარალდება. ექსპერტად წოდებულთა ნაწილი ამ ინიციატივაში სოციალიზმის ნიშნებს ხედავს და სარკასტულად შენიშნავენ, მაშინ პურიც სახელმწიფომ დაარიგოსო (აქვე გეტყვით, რომ, მაგალითად, ბრიტანეთში გასული საუკუნის 70-იან წლებში სკოლებში რძეს უფასოდ არიგებდნენ). თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ევროპულ ქვეყნებში არათუ სწავლა-სახელმძღვანელოები, საცხოვრებელიც უფასო აქვთ თავისი სტიპენდიიანად (თან, არა მხოლოდ ადგილობრივებისთვის, ქვეყანაში ჩასული უცხოელი სტუდენტებისთვისაც კი), ქართულ ლიბერალიზმს, სავარაუდოდ, საეჭვო სუნი ასდის.

მეორე მხრივ, ფაქტია, რომ სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობა პრობლემაა და დაზუსტებით არც ის ვიცით, რა დოზის წვლილი მიუძღვის ამ ფაქტორს განათლების სავალალო მაჩვენებელში, პრობლემა კი ორსააგურეა: „საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ კვლევით,  ქართველ ბავშვებს სკალირებულ საშუალოზე დაბალი მიღწევები აქვთ. ანალოგიური კვლევა 2007-შიც ჩატარდა და, მაჩვენებელი ამ 4 წლის განმავლობაში არათუ იგივე დარჩა, ერთი ქულით, მაგრამ, მაინც გაუარესდა.

ხოლო, ვიდრე ვმსჯელობთ, ავია თუ კარგი სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგება, ფაქტია, რომ 6-დან 17-წლამდე მხოლოდ 650 000 არასრულწლოვანი გვყოლია, რის ფონზეც, ჩემი მოკრძალებული აზრით, ყველა დანარჩენი პრობლემა უფერულდება, რადგან, თუ ამ ტემპით გავაგრძელებთ, არცთუ შორეულ მომავალში, სახელმძღვანელოების ადრესატები, უბრალოდ, აღარ გვეყოლება. 

скачать dle 11.3