კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა ვიცოდეთ წითელას შესახებ და როგორ დავიცვათ თავი ამ დაავადებისგან

 წითელას უჩვეულო გააქტიურებამ მოსახლეობაში ისეთი პანიკა დათესა, რომ ექიმები პაციენტთა მშობლების ზარებს ვეღარ აუდიან, საავადმყოფოები კი – დამფრთხალი მშობლების საფუძველმოკლებულ ვიზიტებს. თუმცა, მშობლების კარგად მესმის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის, შემთხვევების სიმრავლისა და ორი გარდაცვლილი ადამიანის ფონზე, მშვიდად ყოფნა თითქმის შეუძლებელია. რამ გამოიწვია ეს მდგომარეობა, არის თუ არა პანიკის საფუძველი და როგორ გამოვიდეთ მდგომარეობიდან, ამაზე ვრცლად გვესაუბრება პედიატრი თემურ მიქელაძე, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ამბულატორიული სამსახურისა და კლინიკა „კურაციოს“ პედიატრიული სამსახურის უფროსი. 

თემურ მიქელაძე: გამონაყარით მიმდინარე ინფექციები რიგითობით არის დაჯგუფებული – წითელა, წითურა, ქუნთრუშა, ატიპიური ქუნთრუშა, პარვოვირუსული ინფექცია და მეექვსე ვირუსული ეგზანთემა. გამონაყარის დაავადებები იდენტურია. ჩუტყვავილა ჰერპეს-ვირუსული დაავადებაა, რომელსაც სხვა სახის, წყლულოვან-ბუშტუკოვანი გამონაყარი ახასიათებს. კლინიკურად როგორ გამოვლინდება, იმის მიხედვით დგინდება წითელაა, წითურა თუ სხვა. მათ შორის ყველაზე მაღალი კონტაგიოზურობით, ანუ ყველაზე იოლად ვრცელდება წითელა, რომლის კონტაგიოზურობის ინდექსია 90. ანუ, დაავადებულთან კონტაქტით ასი ადამიანიდან ოთხმოცდაათს დაემართება, თუ, რა თქმა უნდა, ისინი არ არიან იმუნიზებული, ან  დაავადება წარსულში არ გადაუტანიათ. ასე რომ, წითელა ოთხმოცდაათი პროცენტით გადამდებია. საქართველოში 1999-2000 წლებში იყო ეპიდემიური აფეთქება. მახსოვს, იძულებით გადაადგილებულ პირებში – ჩეჩნეთიდან თუ აფხაზეთიდან, მაღალმთიან რეგიონებში, კოდორის ხეობაში, პანკისში ჩატარდა იმუნიზაცია, აქ იყო ერთგვარი გავრცელების კერა. ამის შემდეგ, საკმაოდ ბევრი წლის განმავლობაში, საქართველოში სულ, წითელას ათი-თორმეტი შემთხვევა თუ ფიქსირდებოდა. 2008 წელს ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაქცინა უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე. ამის პროპაგანდას ეწეოდა ინფორმაციის მასობრივი გავრცელების საშუალებები და ზოგიერთი ექიმიც. ეს წარმოდგენა აბსოლუტურად მცდარია! 

– ამან გამოიწვია ეპიდემია?

– ამან გამოიწვია, რომ წელს საქართველოში უკვე დაფიქსირებულია წითელას შვიდასზე მეტი შემთხვევა. რომ მიხვდეთ ეს რამდენად ბევრია ჩვენი ქვეყნის მასშტაბებისთვის, ერთ მაგალითს მოვიყვან. ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაახლოებით 1967-1968 წლებში იყო წითურას თორმეტ მილიონამდე და წითელას რვა მილიონამდე შემთხვევა. 2012 წელს წითელას მხოლოდ ოთხმოცამდე შემთხვევა ჰქონდათ, ისიც ემიგრანტების მიერ შეტანილი. წარმოიდგინეთ, სამას მილიონზე მეტი მოსახლეობის პირობებში, ოთხმოცამდე შემთხვევა იყო და ოთხმილიონიან ქვეყანაში – შვიდასი. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. მათ შეძლეს წითელა-წითურა-ყბაყურას დამარცხება, რომლის საწინააღმდეგოდაც ერთი ვაქცინა არსებობს. მაღალგანვითარებულ ქვეყნებში წითელა, პრაქტიკულად, არ გვხვდება. ვიზაზეც რომ აკეთებ განაცხადს, იქ ორი სპეციალური გრაფაა, სადაც გეკითხებიან: ხარ თუ არა აცრილი წითელა-წითურა-ყბაყურაზე, ან დამატებით მოითხოვენ ვაქცინაციას. ამის გარეშე ვიზას არ გასცემენ. 

– რატომ არის ასეთი პანიკური შიში მშობლებში აცრის მიმართ? ზოგადად, სხვა აცრებსაც ვგულისხმობ.

– ზუსტი პასუხი არ მაქვს. გავრცელებულია მითი და ალბათ, ექიმებიც ვალდებულები ვართ, თქვენი დახმარებით, მისი უგულებელყოფა მოვახდინოთ. რა ხდება რეალურად? წითელას ვაქცინას სულ რამდენიმე უკუჩვენება აქვს. მისი გამოყენება არ შეიძლება ორსულებში და ვაქცინაციის შემთხვევაში, რეკომენდებულია, ადამიანი არ დაორსულდეს სამი-ოთხი თვის განმავლობაში. არ კეთდება ტუბერკულოზის აქტიური ფორმების იმუნოსუპრესიული თერაპიისა და სხვადასხვა სხივური ან ქიმიოთერაპიული მკურნალობის დროს. ასევე, მწვავე ინფექციების შემთხვევაში, როცა ცხელება 39 გრადუსია და ზემოთ. ასეთ დროს ხდება გადავადება. ნერვული სისტემის დაავადებების: ენცეფალიტის, მენინგოენცეფალიტის დროს კი, ვაქცინამ შეიძლება ეს დაავადებები გაართულოს. საქართველოში დაახლოებით სამოცი ათასი ბავშვი იბადება, რომელთაგან მსგავსი უკუჩვენება შეიძლება მხოლოდ თხუთმეტ-ოცს, უკიდურეს შემთხვევაში ას პაციენტს ჰქონდეს. თან, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვაქცინის გაკეთებით ჩვენ იმ ასამდე პაციენტსაც ვუფრთხილდებით, რომელიც ვერ იცრება, რადგან ეპიდემია შესაძლოა მათთვის დამღუპველი აღმოჩნდეს. აუცილებელია ვაქცინაციამ მოსახლეობის მაქსიმალური ფენა მოიცვას, რათა თავიდან ავიცილოთ წითელა-წითურა-ყბაყურას გავრცელება.

– რატომ არ კეთდება აცრა ექვს თვემდე?

– თუ დედას გადატანილი აქვს დაავადება, ან აცრილია, ბავშვს ანტისხეულები ტრანსპლაცენტარულად გადაეცემა. ანუ, მას თანდაყოლილი იმუნიტეტი აქვს და იცავს წითელასგან. თუ დედას წითელა გადატანილი აქვს, ახალშობილს იმუნიტეტი შესაძლოა, წლამდეც კი გაჰყვეს; თუ მხოლოდ იმუნიზებულია, მაშინ ექვს თვემდე მიჰყვება. ამიტომაც, მოთხოვნაა, რომ აცრა გაკეთდეს ერთი წლის ასაკში. თუმცა ზოგიერთ ქვეყნებში ცხრა თვეზე კეთდება. შემდეგ ხდება რევაქცინაცია ხუთი წლის ასაკში და ვაქცინაციის რაუნდები ეპიდემიური სიტუაციების გათვალისწინებით. ეპიდემიის დროს აუცილებელია, შემდეგი პირების ვაქცინაცია: ბავშვების ერთიდან ხუთ წლამდე, ვისაც ერთი ვაქცინა მაინც აქვს გამოტოვებული; ასევე, ექვსი თვიდან ოცდაათ წლამდე ასაკის პირებში. მიჩნეულია, რომ 1960 წლამდე დაბადებულებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება აუცილებელი არ არის, რადგან ყოველ მათგანს, უსიმპტომოდ ან ძლიერი სიმპტომატიკით აქვს დაავადება გადატანილი. 

– როგორ უნდა გავარჩიოთ წითელა წითურისგან და სხვა მსგავსი ინფექციებისგან?

– სხვა დანარჩენებთან შედარებით, წითელა მაღალი ტოქსიკურობით ხასიათდება და გააჩნია თავისი პერიოდები: ინკუბაციის, რომელიც საშუალოდ 14 დღემდე გრძელდება; შემდეგ პროდრომალური, ანუ კლინიკურ ნიშნებამდე გამოვლენის პერიოდი, რომელიც ორიდან ოთხ დღემდე გრძელდება და საკმაოდ ხშირად მას თან ახლავს სინათლის შიში, კონიუნქტივიტი, ხველა, ყელის ტკივილი და ლოყის შიგნითა ზედაპირზე მორუხო-მოთეთრო ფერის ლაქები (კოპლიკი). ამით შეგვიძლია, წითელაზე ეჭვი მივიტანოთ. თავიდან წითელა იწვევს აპენდიციტის მსგავს შეტევით ტკივილებს მუცლის არეში. წითელას ლორწოვანი გარსის დაზიანება ახასიათებს, მათ შორის ჭიანაწლავის გაღიზიანება. ტკივილი მთავრდება მას შემდეგ, რაც კანზე გამონაყარი ჩნდება. წითელას კლინიკური გამოვლინების პერიოდია მაღალი ცხელება და გამონაყარი. გამონაყარი იწყება ყურის უკანა ნაწილიდან, ჩამოდის ყელზე, გულმკერდზე, მუცელსა და კიდურებზე. კიდურებზე გადასვლის დროს წითელა უკუგანვითარებას განიცდის და ამ დროს ადამიანი უკეთესად გრძნობს თავს. გადამდებია წითელა გამონაყარამდე ორი და გამონაყარიდან შვიდი დღე. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია, პაციენტის მაქსიმალურად იზოლირება. 

– როგორ უნდა დავამარცხოთ?

– წითელას დამარცხება, გრიპის ვირუსისგან განსხვავებით, უფრო მარტივია, რადგან მას მხოლოდ ერთი სეროტიპის ვირუსი იწვევს, რომელზეც ვაქცინა შემუშავებულია. მისი დამარცხება სწორი და გეგმური იმუნიზაციის შედეგად მარტივია. 

– გართულებების საშინლად ეშინიათ მშობლებს.

–  გარდაცვალების სულ ორი შემთხვევა იყო, ორ და ოცდაათ წლამდე პაციენტთან. გარდაცვალება გამოიწვია მძიმე თანამდევმა ბაქტერიულმა ინფექციამ. აუცილებელია, ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა, რათა წითელას ბაქტერიული ვირუსები არ დაერთოს. წითელას მკურნალობა არ არსებობს. ერთადერთი რეკომენდაციაა A ვიტამინის მიხმარება: წლამდე ასაკში ასი ათასი საერთაშორისო ერთეულით, ხოლო წლის ზემოთ – ორასი ათასი საერთაშორისო ერთეულის სახით პირველ, მეორე ან მეოთხე დღეს, იმ პაციენტებთან, ვისაც თვალის დაზიანების საფრთხე აქვთ. მკურნალობა სიმპტომურია, დამზოგველი თერაპია, სითხეების დიდი რაოდენობით მიღება, სიცხის დამწევები. ბაქტერიული ინფექციის თანდართვის შემთხვევაში, აუცილებელია, ანტიბიოტიკური თერაპიის დროულად დაწყება. არ იმკურნალოთ ექიმის გარეშე. 

– გრიპის აცრაზეც მინდა გკითხოთ. მთელი ევროპა და ამერიკა, შემოდგომაზე ოჯახებით მიდიან კლინიკებში და იკეთებენ გრიპის აცრას. ჩვენთან რატომ არ დაინერგა ეს კულტურა?

– გრიპის ვაქცინა კეთდება ალგორითმით, თუ იმ ზამთარს რომელი შტამის გავრცელებაა მოსალოდნელი. 2012-2013 წლებში გაკეთდა A ტიპის  H1N1 და H 3N2 და B ტიპის ნარევი. ეს ვაქცინა უნდა გაკეთდეს ოქტომბერ-ნოემბერში. ჩვენ გრიპის ინფექცია ეპიდემიის დროს გვახსენდება და ვიცრებით იანვარში, როცა უკვე დაგვიანებულია. განსხვავებით წითელა-წითურა-ყბაყურისგან, გრიპის აცრა ფასიანია და თან, რეკომენდებულია სპეციალურ რისკ-ჯგუფებში გაკეთდეს – ორ წლამდე ასაკის, გულის თანდაყოლილი მანკის მქონე პაციენტებში და სხვა მსგავსი შემთხვევების დროს. 

– მეორე თემაა ვაქცინების ხარისხი. როდესაც პოლიკლინიკაში გეკითხებიან, ინდურს გაიკეთებ თუ ფრანგულსო, წინასწარვე ცუდი განწყობა გიჩნდება უფასო ვაქცინის მიმართ.

– ვაქცინის ხარისხი ორივე შემთხვევაში, პრაქტიკულად იდენტურია. კომერციული ვაქცინა ერთი შპრიც-დოზაა, უფასო – ორი შპრიც-დოზა. ორივე ერთნაირ, მყარ, წითელას საწინააღმდეგო დაცვას ავითარებს. 

скачать dle 11.3