კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მისია იკისრა ქართველი ხალხისთვის ჯეი.ბიმ და როგორ გახდა ის მთელ მსოფლიოში შერჩეულ 10 კაცს შორის Vogue World-ის მეორეხარისხოვანი რედაქტორი

მისი საზოგადოებაში გამოჩენა ყოველთვის არაერთგვაროვან რეაქციებს იწვევს: ზოგს უკვირს, ზოგს მოსწონს, ზოგი აღფრთოვანებულია, ზოგიც აკრიტიკებს, საბოლოო ჯამში, მაინც ყველა თვალს აყოლებს და აინტერესებს‚ ჯეი.ბი საზოგადოების წინაშე როგორი „ლუქით“ წარდგება. თან‚ ძალიან მალე „თბილისის ფეშენ-ვიქიც“ იწყება... რაც მთავარია‚ ჯეი.ბი ახლახან Vogue World-ის მეორეხარისხოვანი რედაქტორი გახდა.

ჯეი.ბი: ვემზადები „თბილისის ფეშენ-ვიქისთვის“. მთელმა მსოფლიოს დიზაინერებმა ერთი, კონკრეტული თემა აიღეს. ყველას ჩვენება ერთმანეთს დაემსგავსა, რადგან ერთი ტენდენცია აკავშირებთ. ამიტომ მინდა‚ მსგავსი რამ გავაკეთო „ფეშენ-ვიქისთვის“‚ ჩემი ყველა „ლუქი“ უკავშირდებოდეს თემას, რომელიც დღეს ყველაზე აქტუალურია. მადონამ გახსნა ეს თემა და მერე გადავიდნენ დიზაინერებიც. მოკლედ‚ დანარჩენს აღარ დავაკონკრეტებ, რადგან მინდა, ჩემი „ლუქი“ „ფეშენ-ვიქზე“ სიურპრიზი იყოს. ეს ის ადგილია, რასაც ვემსახურები და რაც მე მემსახურება. შესაბამისად‚ არ აქვს მნიშვნელობა, „თბილისის ფეშენ-ვიქი“ იქნება, თუ პარიზის, ან მილანის. მთავარია, ეს არის მოდის კვირეული და მოგეთხოვება‚ მიხვიდე შესაბამისად ჩაცმული და მათაც მოეთხოვებათ, რომ შესაფერისად დაგხვდნენ. რამდენი წელია‚ ასე მივდივარ და ჩემი ყოველი მისვლის შემდეგ, მაინც აბრუნებენ თავს – ყველა ემოციებში ვარდება. ეს კარგია, რადგან ამ დროს არ ძველდება ადამიანი. კი, თითქოს ბოროტი ენები ამბობენ, ჩვენ ამას შევეჩვიეთო. საბოლოოდ‚ გულის სიღმეში მაინც უკვირთ. თან, საქართველოა, ამ მენტალობაშია გაზრდილი ეს თაობა და ის‚ რაც მენტალურად გაქვს, იმას ვერავინ ამოგიშლის თავიდან. შესაბამისად ლოგიკურია, რომ გაგიკვირდეს. თუ ადამიანს არ უკვრის, ისე, არაფერს ამტკიცებს. ერთხელ გავაკეთე ორი „ლუქი“, განსხვავებული კი იყო, მაგრამ რაღაცით ჰგავდა ერთმანეთს. ამაზეც ერთი ამბავი ატეხეს: იგივე იმიჯით რატომ იყოო. არადა‚ არ ვყოფილვარ. საერთოდ, როცა რაღაცას აკრიტიკებ, იმ სფეროში კარგად უნდა ერკვეოდე და დიდი ბაზა უნდა გქონდეს. ბევრი მეუბნება: შენ დიზაინერობა გინდა თუ „სთაილ აიქონობაო“. მე შემიძლია, ვიყო დიზაინერი, მაგრამ მეცვას ასე. უბრალოდ‚ სულ სხვა სურვილები მაქვს: ვიყო არა დიზაინერი, არამედ „სთაილ აიქონად“ ვიქცე. ერთი მიზანი მაქვს და იმისკენ‚ იცი‚ როგორ მივდივარ? გარშემო შავი ღრუბელია, მარტო იმ რაღაცას ვხედავ, წინ რაღაც ანათებს და დიდი რქებით მივიწევ მისკენ. სხვას არაფერს ვუყურებ. დედაჩემი მეუბნებოდა: ისეთ სამყაროში შეჰყავი თავი, ძალიან გაგიჭირდება იქიდან გამოსვლაო. შოუ-ბიზნესი და პლუს მოდა, ეს არის სფერო‚ სადაც ყველაზე მეტად გასასიზღრებენ, გლანძღავენ, გჭორავენ. ტრიალებდე მოდაში – ეს არის საკუთარ თავზე აღებული დიდი პასუხისმგებლობა. ძალიან ძლიერი უნდა იყო, რომ ამ ყველაფერს გაუძლო. რა თქმა უნდა‚ არ მომწონს წინააღმდეგობები, მაგრამ მათ გარეშე, უინტერესო იქნებოდა ყველაფერი. ეს უფრო მაძლიერებს და წინ მივდივარ. ყოველთვის პირდაპირ ვამბობდი, რაც მინდოდა. შეიძლება, 10 კაცში ვიჯდე, ყველა ერთ აზრზე იყოს, მე კი მაინც  ხმამაღლა ვიტყვი განსხვავებულ აზრს და არ შემეშინდება იმის, ეს 10 კაცი ჩემ წინააღმდეგ რომ წამოვა. ჩემმა მეგობარმა‚ თორნიკემ დაწერა ჩემზე: ეს ის ბიჭია, ვისაც დასცინოდით, აფურთხებდით ქუჩაში, ლანძღავდით, აგინებდით, ამბობდით, რომ ფარდები აქვს შემოხვეული, რადგან ძალიან მახინჯია და ამით მალავს ყველაფერს, ამით უნდა თავის დამკვიდრებაო. ახლა კი ეს ბიჭი „ვოგის“ ყდაზეა. ძალიან კარგად გამოუვიდა. მართლა ასე იყო. ზოგადად‚ მიყვარს ბიოგრაფიების კითხვა. შეიძლება‚ ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ სიმართლეა. მათ‚ ვინც რაღაც შეცვალეს კაცობრიობისთვის, იბრძოდნენ ზნეობრივი გამოსწორებისთვის, ხალხის გემოვნების დასახვეწად. დასაწყისში‚ ყველა მსგავს რაღაცას განიცდიდა, ამგვარად ებრძოდნენ მასაც.

– ამხელა მისია გაქვს შენც‚ ანუ ქართველი ხალხის გემოვნების შეცვლაზე და დახვეწაზე ზრუნავ?

– მაგისკენ მივდივარ. მოდაში ისე არ შევდგამ ფეხს, თუ რამეს არ მივაღწევ. არ მინდა, მერქვას მხოლოდ დიზაინერი და ვიბეჭდებოდე „ვოგის“ უკანა ფურცელზე ორი სიტყვით – ეს არ მაკმაყოფილებს. რადგან ამ სფეროში შევდგი ფეხი, ვიცი, რომ ჩემს სიტყვას ვიტყვი, ჩემს თმის ღერს დავტოვებ. საქართველოდან მომიწია ამ ყველაფრის გაკეთება, თან‚ ეს მიხარია კიდეც, რადგან ხალხთან კონფლიქტში იმხელა გამოცდილება დამიგროვდა... ამაზე მეტად ვერსად შემჭამენ. აქ თუ გავუძლებ, მერე ყველგან გავუძლებ. მიუხედავად ყველაფრისა‚ არასდროს მიფიქრია შევცვლილიყავი და ხალხს დავმსგავსებოდი. ადამიანებს უნდა უყვარდეთ სიმართლის მოსმენა. მე სულ ვამბობ: ეს არის ჩემი სიმართლე, არაფერს ვმალავ, მაგრამ ეს აღიზიანებთ. მერე ვფიქრობ: მოვიტყუო, ჩავიცვა ტყავის ქურთუკი, ჯინსები და ისე ვიარო? მერე სახლში მოვიდე და ჩავიცვა ისევ ჩემი რაღაცეები? რა თქმა უნდა – არა. იმის მაგივრად, რომ სიმართლეს ვამბობ და მომისმინონ, პირიქით‚ აგრესიაზე გადადიან, ჭკუის დარიგებას იწყებენ. ისიც ჰგონიათ, რომ დარიგებას აღარ მოვისმენ. გააჩნია‚ ვინ მარიგებს და რა თემაზე. ბაბუაჩემმა მოდაზე რომ დამარიგოს ჭკუა, რა თქმა უნდა‚ კეთილად გამეღიმება და არ მოვუსმენ, სამაგიეროდ‚ სხვა რაღაცეებში მოვუსმენ.

– როგორი რეაქციები აქვს ბაბუას, როდესაც შენს გარეგნობას, ჩაცმულობას უყურებს?

– გაკვირვებული მიყურებს ხოლმე. გიჟდება ჩემზე, ძალიან ვუყვარვარ და ცუდი დამოკიდებულება არასდროს გვქონია. ერთი კვირა დავდიოდი შავებში, ვუალებით და მკითხა: შავებში ჩაცმული რატომ დადიხარ, ვინმე გარდაიცვალაო? ჩვეულებრივად არ იღებს, მაგრამ საწინააღმდეგო არაფერი აქვს. 

– ახლა მომიყევი იმ სიახლის შესახებ, რომელიც „ვოგმა“ შემოგთავაზა.

– რამდენიმე დღის წინ ჩემი მეგობარი ანანო დოლაბერიძე შემეხმიანა: Vogue World-ის – მეორეხარისხოვანი ედიტორი გავხდიო. ძალიან გამიხარდა, მივულოცე. იმავე დღეს‚ გვიან მომივიდა წერილი: „გამარჯობა‚ გიორგი, ღვთაებრივი სტილი გაქვს, მე ვარ „ვოგის“ რედაქტორი“. ემოციურად ერთ ამბავში ჩავვარდი. ძალიან გამიხარდა, მაგრამ არ შევიმჩნიე და ჩვეულებრივ მივწერე მეც. სამ წინადადებაში უკვე მითხრა: ჩვენ თქვენთან თანამშრომლობის ძალიან დიდი სურვილი გვაქვს და გაგვიხარდება‚ თუ თქვენც დაგვთანხმდებითო. ვკითხე: კონკრეტულად ჩამომიყალიბეთ‚ რას მთავაზობთ და შემდეგ დაელოდეთ ჩემს პასუხს-მეთქი. შემომთავაზეს: ჩვენ ძალიან გვინდა, რომ იყოთ Vogue World-ის ერთ-ერთი მეორეხარისხოვანი რედაქტორიო. მეორე დღეს დავთანხმდი. მომცეს დავალებები‚ ანუ რაზეც უნდა ვწერო. ეს არის: ავანგარდი, კონცეპტუალური მოდა და ოტ-კუტიური. ზუსტად შეაფასეს ის, რაც მე უნდა მეწერა: „მოდა – გაკეთებული ხელოვნებაში“ – ეს თემა მომცეს, სწორად გათვალეს. დიდი ხანი მსჯელობდნენ‚ ჩემთვის რა დავალება მოეცათ.

– როგორ გიპოვეს?

– აზრზე არ ვარ. „ფეისბუქზე“ ვერ ვიტყვი, რომ რამე მიწერია, რომელი სკოლა დავამთავრე‚ ისიც კი არ მიწერია, არ ვაქცევ დიდად ყურადღებას. ფოტოები მედო. ალბათ‚ მათ ხალხი ჰყავთ გამოყოფილი, რომლებიც მსოფლიოს გარშემო ეძებენ ადამიანებს – Vogue World -ისთვის 10 კაცი შეარჩიეს მთელი მსოფლიოდან. ამას ვერ ვიჯერებდი. მერე გვერდის ადმინისტრატორი რომ გავხდი, ყველაფერს ვხედავ: იცი, რამდენი ესემესი მოსდით: „ძალიან გთხოვთ‚ დაგვამატეთ“, აგზავნიან ნამუშევრებს და მე არაფერი გამიგზავნია. ამერიკული „ვოგის“ კრეატიული დირექტორის პროექტია გააკეთოს „ვოგი მსოფლიო“. ჯერ გვერდი შეიქმნა და თუ ჩვენ ათივე აღმოვჩნდებით ძლიერი რედაქტორები, სამომავლოდ‚ ალბათ‚ ჟურნალი შეიქმნება, რომელიც გამოიცემა. მანამდე ინტერნეტით მოხდება ყველაფრის განთავსება. 5 საფეხური გვაქვს, რომელიც უნდა გავიაროთ. მანამდე გვაკვირდებიან: როგორი გემოვნება გაქვს, რას პოსტავ, რას წერ, საიდან დებ, როგორ დებ, რა სათაურს აძლევ და ასე შემდეგ.

– როგორ წერ?

– ერთი სტატია დავწერე გალიანოზე, ძალიან მოეწონათ: არაჩვეულებრივია და ვფიქრობთ‚ ჩვენს ბლოგზე განვათავსოთო. ჩამოყალიბებულად წერ, ნეიტრალური მხარე გიკავია, კარგი მაგალითები მოგყავს და საკმაოდ კარგად იკბინებიო. დღეში ორზე მეტი პოსტი უნდა დავდო საიტზე, რომ ხალხმა ნახოს, დაათვალიეროს. ამ ხუთ საფეხურს თუ გადავლახავ, რა ენაზეც უფრო კარგად წერ, გესმის, შესაბამისი ქვეყნის „ვოგში“ წაგიყვანენ სამუშაოდ და იქ უკვე გექნება ანაზღაურება, მანამდე  არ გაქვს. მე ყველაზე მეტად საფრანგეთში წავიდოდი, ფრანგულ „ვოგში“. 

скачать dle 11.3