კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „გოლფ 3”. ავამუშავებ თუ არა ძრავას ისმის არასასურველი, წრიპინის ხმა. თუ ცოტა ხანს დაველოდები, ან მაღალ ბრუნებს მივცემ და მერე გაზს ფეხს ავუშვებ, ხმა, ხშირ შემთხვევაში, წყდება. თუ ასე არ ხდება, მიწევს იგივე რამდენჯერმე გავიმეორო. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: ამ გაუმართაობის მიზეზი შეიძლება ორი იყოს: ძრავას რომელიმე ღვედი ან „როლიკი“, რომელიც ღვედზეა მიმაგრებული. ეს არის ღვედის დამჭიმი ან მისი ბრუნვაში მომყვანი „როლიკები.“ უპირველესად, ღვედი, რომლისგანაც ხმა ისმის, უნდა დააჭიმინოთ. შესაძლოა, ის მოსუსტებული იყოს და ამიტომ წრიპინებს. თუ ამანაც არ უშველა, მთლიანად შეცვალეთ ღვედი. თუ ესეც არ შველის, ხსნით ღვედს და მასთან დაკავშირებულ ყველა „როლიკს“ ხელით სინჯავთ. ხელით გასინჯვის დროს, „როლიკი“ არ იწრიპინებს, მაგრამ მას ექნება ეგრეთ წოდებული ლუფტი. ხელით ეს ძალიან იოლად ისინჯება – ტრიალისას, ხელშივე შეიგრძნობთ მის უსაფთაო, არაგლუვ ბრუნვას.  

კითხვა: საიმედოა თუ არა დიაგნოსტიკური აპარატის, ეგრეთ წოდებული, კომპიუტერის მიერ დასმული დიაგნოზი? ავტომობილს რაღაც გაუმართაობა სჭირს, კომპიუტერმა კონკრეტული დაზიანება აჩვენა, შევცვალე და მისი მდგომარეობა არ გამოსწორდა. რა ვქნა ამ დროს?

პასუხი: ამა თუ იმ დაზიანების შემთხვევაში სწორი დიაგნოზის გამოცნობა მაინც ჭირს. კომპიუტერს შეუძლია, ის პრობლემა „დაინახოს”, რომელიც უშუალოდ ელექტროსისტემასთან არის დაკავშირებული და ის მარტივად გასარკვევია. თუ ჩვენმა ავტომობილმა ეგრეთ წოდებული „ჩეკი” აანთო – „ჩეკ ენჯინი”, წითელი ნათურა, რომელზეც ძრავაა დახატული, ან პირდაპირ წერია ინგლისურად – „ჩეკ”, მაშინ კომპიუტერი პრობლემას „უპრობლემოდ” აღმოაჩენს. თუ „ჩეკი” არ აანთო, სწორედ მაშინ რთულდება დაზიანების გამოცნობა, რადგან კომპიუტერისთვის ყველაფერი მწყობრშია. პრობლემას კომპიუტერი ვერ აგვარებს, თუ მექანიკური დეტალებია დაზიანებული. მექანიკურ დეტალებს ის საერთოდ ვერ ხედავს. აზრიც არ აქვს კომპიუტერულ დიაგნოსტიკას იმ დროს, როცა ძრავას რაღაც ხმა აქვს, სავალი ნაწილი ახმაურდა და მით უმეტეს, არ ანთია „ჩეკი”. შესაძლოა, ამ დროს ავტომობილმა მოუმატოს საწვავის წვას, მაგრამ ვერც ამ დროს წაიკითხოს კომპიუტერმა პრობლემის აზრი. სენსორი, რომელიც კომპიუტერს ინფორმაციას აწვდის, მცდარ ინფორმაციას გადასცემს. თუმცა, ის მცდარია თუ არა, ამას კომპიუტერი, რა თქმა უნდა, ვერ არჩევს. ამიტომ გირჩევთ, რა ტიპის პრობლემაც არ უნდა გქონდეთ, კარგი ხელოსანი მოიძიოთ და მას მიმართოთ. 

კითხვა: ვერაფრით ვიშოვე ჩემი ავტომობილის ამორტიზატორები. მითხრეს, ხელოსანს დაატენინეო. საიმედოა დატენილი ამორტიზატორები? როგორ მოვიქცე, ხომ არ ჯობია, რომელიმე უცხოური საიტიდან გამოვიწერო?

პასუხი: ნებისმიერი ტიპის ამორტიზატორის აღდგენაა შესაძლებელი, თუმცა ძალიან ცოტა ხელოსანს შეუძლია საქართველოში ამის კარგად გაკეთება. თუმცა, თავიდანვე უნდა იცოდეთ, ნებისმიერი აღდგენილი ამორტიზატორი ვერასდროს იმუშავებს ისე, როგორც ორიგინალი. კატასტროფაა, თუ ერთი ამორტიზატორი აღდგენილია და მეორე ორიგინალი, ისინი ერთმანეთთან შესაბამისობაში ვერანაირად ვერ მოვლენ. დატენილი ამორტიზატორი, მით უმეტეს, თუ ჩქარა სიარული გვიყვარს, დამატებით საფრთხეს ქმნის. თუ მაინც გიწევთ ამორტიზატორის აღდგენა, უმჯობესია, ორი წინა, ან ორი უკანა ერთდროულად აღადგინოთ. ერთნაირი მაინც ვერ იქნება, მაგრამ შედარებით უკეთ მოერგება ერთმანეთს, ვიდრე დატენილი და ორიგინალი. ამ დროს ავტომობილი უფრო კარგი სამართავი იქნება. არ გაგიკვირდეთ, თუ აღდგენილი ამორტიზატორის შემთხვევაში, ავტომობილი საერთოდ სხვანაირად იქცევა. ის უფრო ხისტია, ან შეიძლება, უფრო რბილიც – სხვანაირად უხვევს. ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ხელოსანი აღადგენს მას. საერთოდ, რისკის გაწევას, გირჩევთ, თუნდაც იაფიანი, დაბალი ხარისხის, მაგრამ მაინც ქარხნული ამორტიზატორი შეიძინოთ. ამ დეტალში, როგორც მინიმუმ, ის ქარხნული სტანდარტებია გათვალისწინებული, რომელიც კონკრეტულ მოდელს სჭირდება. ძალიან ბევრი გათვლაა საჭირო იმისთვის ამორტიზატორი რომ ზუსტად მოერგოს ავტომობილს, – ზამბარების, ავტომობილის სიმძიმის და სხვა გასათვალისწინებელი ფაქტორებიდან გამომდინარე. მწარმოებელი დაიცავს ქარხულ პარამეტრებს, რასაც ვერც ერთი ძალიან მაგარი ხელოსანიც კი ვერ დაიცავს ამორტიზატორის დატენისას. რაც შეეხება გამოწერას, თუ ამის საშუალება და დრო გაქვთ, ნებისმიერ შემთხვევაში, უმჯობესია, ორიგინალი ნაწილის გამოწერა. 

კითხვა: საჭიროა თუ არა ზაფხულში ავტომობილიდან ანტიფრიზის გამოშვება და წყლით შევსება?

პასუხი: არანაირად არ არის საჭირო. ანტიფრიზი თავისი დანიშნულების შესრულებას ზაფხულშიც განაგრძობს. თუ ზამთარში ყინვისგან იცავდა სისტემას, ახლა ის იმისთვისაა საჭირო, ავტომობილმა უფრო მაღალ ტემპერატურას გაუძლოს და იოლად მოახერხოს გაგრილება. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „სუბარუ”, რომელსაც მაღალი ხარისხის ბენზინი, „სუპერი“ სჭირდება. იქნებ რეკლამის გარეშე მითხრათ, ბენზინის რომელ შემომტან კომპანიას აქვს ყველაზე მაღალი ხარისხის „სუპერი”?

პასუხი: სპორტსმენები მუდმივად მაღალი ხარისხის საწვავის ძიებაში ვართ. თუ სხვა ავტომობილებზე ცუდი ხარისხის ბენზინი გარკვეული პერიოდის შემდეგ იჩენს თავს, სპორტულ რეჟიმში, მან შესაძლოა, რამდენიმე წუთში დაგვიწვას ძრავა. ამიტომ, სულ ეს პრობლემა გვაქვს. საკმაოდ კარგი იყო „ეკოს” მაღალი ოქტანობის საწვავი, 100-ს რომ ვუწოდებდით. მაგრამ, გარკვეული პრობლემების გამო, ამ ხარისხის ბენზინი აღარ აქვთ. ანუ, მის მიმართ პირიქით გაჩნდა პრეტენზია, რადგან დაბალი ოქტანობის ძრავაში ასხამდნენ, რაც არ შეიძლებოდა. ამის გამო ბევრს ძრავა დაეწვა. აქ „ეკოს” ბენზინი არაფერ შუაშია. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, საუკეთესოა „რომპეტროლის” „სუპერი“. ბევრი ძიების შემდეგ, მან თვითონ მოგვაგნო და დღეს შეჯიბრებებზე მხოლოდ მაღალი ოქტანობის „სუპერს“ ვასხამთ. ნამდვილი „სუპერი” ზუსტად ვიცი, რომ „რომპეტროლს” აქვს.    

 

скачать dle 11.3