კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სწავლანი მამათა ცხოვრებიდან

მოწყალებისთვის

იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი, რომელიცა მრავლითა სათნოებითა იღუწიდა და რასაცა ხელითა მისითა მოირეწდა, ყოველსავე გლახაკთა მისცემდა მოწყალებად. დღესა ერთსა მოვიდეს სამნი ვიეთნიმე ტყუეყოფილნი და მან ნეტარმან ისტუმრნა კეთილად, და ამცნო მოწაფესა თვისსა, რათა ათი იგი დრაჰკანი, რომელი აქუნდა მოწყალებისათვის, მისცეს სამთა მათ ტყუეთა. ხოლო მოწაფემან მან ცხრაი დრაჰკანი მისცა მათ და ერთი დაიმჭირუა. და შემდგომად მცირედისა, მოვიდა ვინმე შუენიერი ხილვითა და მოართუა მამასა მას სულიერსა შესაწირავი ოთხმეოცდა ათი ოქროი; მაშინ გულისხმაჰყო წმიდამან ბერმან და ჰრქუა მოწაფესა თვისსა:

– იხილე, შვილო, საყუარელო, იხილე სახიერება ღუთისა სიტკბოებისა და სარწმუნო იქმენ მადლსა ზედა მოწყალებისასა. უკეთუ შენ ათივე იგი დრაჰკანი მიგეცა, ასიმცა მოევლინა ღმერთსა, გარნა ვინათგან შენ ცხრა მიეც, ღმერთმანცა ოთხმეოცდაათი ოქროი ჯერიჩინა მონიჭებად და კურთხეულ არს სახელი მისი წმიდა.

 

„მანანაი“

თუმცაღა წიგნი არა უწყოდა...

გარეჯის უდაბნოში მოღვაწეობდა ნეტარი ქრისტეფორე. მან მრავალი წელი დაყო მორჩილებაში: ფიჩხსა და წყალს ეზიდებოდა და სხვა ყოველსაც გულმოდგინედ აღასრულებდა. თუმცაღა, „წიგნი არა უწყოდა“, მაგრამ ამაოს არასოდეს იტყოდა, არამედ „ედემის მდინარესავით გადმოდიოდა ბაგეთაგან საღმრთო სიტყვები“.

სანატრელი ქრისტეფორე მოხუცებული იყო, მონაზვნად რომ შემოსეს და ამგვარად ცხოვრობდა: უდაბნოდან შვიდი ვერსის მანძილზე წყლით სავსე ჭური, ან ქოცო ედგა და იქ ორი სპილენძის კოკით წყალს ეზიდებოდა. დიდ სიცხეში ერთ კოკა წყალს ზედ გადაისხამდა, სველდებოდა სამოსელითურთ, ხოლო მეორე, სპილენძის კოკით, წყალს მაშინღა მიიტანდა და ჩააცლიდა ქოცოში. ქოცოზე მცირე ქოხი იდგა და ქოხზე წყლის დასალევი ჩარექა ეკიდა, რათა მგზავრს წყურვილი მოეკლა და ეს ჩარექა შორიდანვე მოჩანდა. სოფლად თუ ქალაქად მომავალნი ერთი დღის სავალზე სხვაგან ვერსად წააწყდებოდნენ წყალს, თუ ქრისტეფორე ბერის ქოცოსთან არ მივიდოდნენ. სიცხითა და მზით დამაშვრალნი და ღონემიხდილნი დიდის სასოებით სვამდნენ ამ წყალს, მადლობდნენ ღმერთს და მონას მისას ქრისტეფორე ბერს. იქვე, ქოცოსთან მცირე ბოსტანიც ჰქონდა გაშენებული ნეტარ ბერს და მგზავრნი მისგან მწვანილს იხმევდნენ, ვითარცა ზეციურ მანანას. ზაფხულის ყოველ დღეს ამგვარ საკვირველ მოღვაწეობაში იყო ღირსი მამა ქრისტეფორე, რომელმაც „თუმცაღა წიგნი არა უწყოდა“, მაგრამ აღასრულა სახარების სიტყვა, რომელსა გვამცნებს იესო უფალი ქრისტე ძე ღვთისა: რომელმან ასვას წყალი ერთი გრილი სახელითა ჩემითა, სასყიდელი არა წარუწყმდესო.

სპირიდონ გრძელიშვილი „ცხოვრება ქრისტეფორესი“, ძველი ქართული აგიოგრაფიული ძეგლები

скачать dle 11.3