კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რატომ ხდება მიცვალებულის მოხსენიება გარდაცვალებიდან მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეს?

პასუხი: გარდაცვალებიდან მესამე დღეს მოხსენიებას საიდუმლო მნიშვნელობა აქვს, რომელიც სულის იმქვეყნიურ მდგომარეობას ეხება. ამ დღეს ლოცვის შედეგად მიცვალებულის სულს უმსუბუქდება ის მწუხარება, რომელსაც გარდაცვალების გამო განიცდის. გარდაცვალების შემდეგ ორი დღის განმავლობაში სული ანგელოზებთან ერთად მიწაზე იმყოფება, იქ, სადაც მას სურს. სული ზოგჯერ ტრიალებს იმ სახლის მახლობლად, სადაც ცხოვრობდა, ხოლო მესამე დღეს, უფლის ნებით, სული ზეცაში ადის ღვთის თაყვანსაცემად. ამის შემდეგ მას უჩვენებენ სამოთხის მშვენიერებას და წმიდანთა სავანეს. სულ ექვსი დღის განმავლობაში ათვალიერებს ამ ყველაფერს და ავიწყდება ის წუხილი, რომელიც სხეულთან გაყრის გამო განიცადა – ხოლო მეცხრე დღეს ანგელოზებს ის კვლავ უფალთან მიჰყავთ. ამის შემდეგ კი, სული ჯოჯოხეთში ჩაჰყავთ და ოცდაათი დღის განმავლობაში მოატარებენ იქაურობას. მიცვალებულის გამო გლოვა ორმოცი დღის განმავლობაში უძველესი დროიდან მოდის. რიცხვი ორმოცი მნიშვნელოვანია და ხშირად გვხვდება წმიდა წერილში. მაგალითად, მოსე ორმოცი დღე და ღამე მარხულობდა, იესო ქრისტემ ორმოცი დღე-ღამე გაატარა ნათლისღების შემდეგ უდაბნოში, აღდგომის შემდეგ კი ორმოცი დღის განმავლობაში ასწავლიდა მაცხოვარი მოციქულებს.

როგორც უფალმა სძლია ეშმაკს, მას შემდეგ, სულ ორმოცი დღის განმავლობაში მარხვასა და ლოცვაში გაატარა, ისე წმიდა ეკლესია ორმოცი დღის განმავლობაში ლოცულობს, მოწყალებას გასცემს და უსისხლო მსხვერპლს სწირავს გარდაცვლილის სულისთვის, გამოითხოვს ღვთის მადლს, რათა ის დამკვიდრდეს ცათა სასუფეველში. ხოლო მეორმოცე დღეს სული უფლის სამსჯავროზე წარდგება.

კითხვა: უნდა დავეხმაროთ თუ არა მათხოვრებს, როდესაც ისინი მოწყალებას ტაძარში ყოფნის დროს, წირვის ან ლოცვის მსვლელობისას გვთხოვენ?

პასუხი: როდესაც მათხოვრები ეკლესიის შესასვლელთან დგანან, ეს დასაშვებია და მათ უნდა დაეხმაროთ უფლის სახელით. მაგრამ, მათ არ უნდა ითხოვონ მოწყალება წირვა-ლოცვის დროს, რათა მრევლი არ მოაცდინონ ლოცვას. ეს ტაძრის შინაგანაწესის დარღვევაა.

კითხვა: როდესაც ოჯახში უთანხმოება დაისადგურებს, არ არის ურთიერთგაგება, როგორ უნდა მოიქცნენ ოჯახის წევრები ჰარმონიის დასამყარებლად?

პასუხი: როდესაც ოჯახი ღვთის სიყვარულით არ იქმნება და ოჯახის წევრთა მიზანი არ არის მარადიულ ცხოვრებაზე ფიქრი, ასეთ ოჯახში მუდმივად თავს იჩენს ყოფითი პრობლემები და ის მოკლებულია სიმშვიდეს. ოჯახის წევრებმა უნდა იცხოვრონ ეკლესიურად, გაიღონ მოწყალება, თქვან აღსარება, მიიღონ ზიარება, მიუტევონ ერთმანეთს და სიმშვიდე და კეთილდღეობაც არ დაახანებს.

скачать dle 11.3