კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ პრეზიდენტებს აქვთ მიღებული ყველაზე მეტი ხმა არჩევნებში და ვინ არის ამ მხრივ რეკორდსმენი საქართველოს პრეზიდენტებს შორის

2013 წლის ოქტომბერში საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული და ქვეყანა მეექვსედ აირჩევს უმაღლეს მთავარსარდალს. მანამდე კი საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ერთი კანდიდატის უპირატესობით მთავრდებოდა: 1991 წელს ზვიად გამსახურდიამ ხმათა 87,03 პროცენტით გაიმარჯვა; 1995 წელს ედუარდ შევარდნაძე ხელისუფლებაში მოსახლეობის 74,04 პროცენტის მხარდაჭერით მოვიდა; 2000 წელს შევარდნაძემ ხელმეორედ იყარა კენჭი და ამჯერად ხმათა 79,04 პროცენტი მიიღო; ვარდების რევოლუციით მოსული მიხეილ სააკაშვილი ხმათა რეკორდული რაოდენობით გახდა პრეზიდენტი – 2004 წელს 96,24 პროცენტი მიიღო, ხოლო, ჯერჯერობით ბოლო, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სააკაშვილმა ამჯერად ნაკლები პროცენტული მაჩვენებლით – 53,47 პროცენტით – მეორე ვადით მოახერხა გამარჯვება. საინტერესო იქნება, გავეცნოთ, თუ რომელ ქვეყნებში დაფიქსირდა ერთი კანდიდატის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში მოპოვებული ხმათა რეკორდული მაჩვენებლები.

პოლ ბია (კამერუნი) – 1984 წელს მიიღო ხმათა 99,98 პროცენტი 

პარიზში განათლებამიღებულმა კამერუნელმა პოლიტიკოსმა პოლ ბიამ 1984 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ფენომენალური შედეგი აჩვენა – მან თითქმის ხმათა 100 პროცენტი მიიღო. მიახლოებული შედეგი მან 1988 წლის არჩევნებშიც დააფიქსირა – ხმათა 98 პროცენტი. უკანასკნელად პოლ ბია კამერუნის პრეზიდენტობაზე კენჭს 2011 წელს იყრიდა და ხმათა 77,99 პროცენტით კვლავ გამარჯვება მოიპოვა.

საპარმურატ ნიაზოვი (თურქმენეთი) – 1992 წელს მიიღო ხმათა 99,5 პროცენტი 

პირველად საპარმურატ ნიაზოვმა პრეზიდენტის თანამდებობა 1990 წელს დაიკავა, ჯერ კიდევ თურქმენეთის საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის პერიოდში. ორი წლის შემდეგ ნიაზოვი უალტერნატივო კანდიდატი იყო არჩევნებში, ერთი წლის შემდეგ კი მან თავი „თურქმენბაშად,” ანუ, „ყველა თურქმენის მამად“ გამოაცხადა. 1999 წელს ნიაზოვი სამუდამო პრეზიდენტად გამოაცხადეს. 2007 წელს კი თურქმენეთში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა ნიაზოვის გარდაცვალების შემდეგ და თურქმენებმა გურბანგულ მუჰამედოვი აირჩიეს.

ფერდინანდ მარკოსი (ფილიპინები) – 1981 წელს მიიღო ხმათა 88 პროცენტი 

ფილიპინელი დიქტატორის რვა საარჩევნო კამპანიიდან მეხუთეში, მარკოსმა ხმათა უმრავლესობა მიიღო. არჩევნებიდან რამდენიმე წლის შემდეგ კი, იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო. გაქცევიდან სამ წელიწადში მან ჰავაის კუნძულებზე დაასრულა სიცოცხლე, ისე, რომ სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მიუღია. 

ისლამ ქარიმოვი (უზბეკეთი) – 1991 წელს მიიღო ხმათა 86 პროცენტი 

1991 წლის უზბეკეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ისლამ ქარიმოვმა ხმათა 86 პროცენტი მიიღო და პრეზიდენტი გახდა, თუმცა, ქვეყნის სათავეში იგი ერთი წლით ადრე, უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით იყო მოსული. მას შემდეგ ქარიმოვი სამჯერ გადაირჩიეს. 2002 წლიდან, ნაციონალური რეფერენდუმის გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო ვადა 5-ის ნაცვლად 7-წლიანი გახდა. საინტერესოა, რომ 1995 წელს ქარიმოვმა სურვილი გამოთქვა, რომ აღარ ეყარა კენჭი პრეზიდენტობაზე, თუმცა მისი სურვილი სურვილად დარჩა და ის დღემდე უზბეკეთის პრეზიდენტია. 

ჟაკ შირაკი (საფრანგეთი) – 2002 წელს მეორე ტურში მიიღო ხმათა 82,21 პროცენტი 

ჟაკ შირაკი პრეზიდენტის თანამდებობაზე 12 წელი იმყოფებოდა. მის პრეზიდენტობას დაემთხვა საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტს 7-ის ნაცვლად, პრეზიდენტობის ვადა 5 წლით განესაზღვრა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შირაკი ფრანსუა მიტერანის რეკორდს გაიმეორებდა, რომელიც 14 წლის განმავლობაში ედგა საფრანგეთს სათავეში. ცნობისთვის, შირაკის მეტოქე 2002 წლის არჩევნებში იყო ნაციონალური ფრონტის ლიდერი ჟან-მარი ლე პენი, რომელმაც ხმათა მხოლოდ 17 პროცენტის მოგროვება მოახერხა. 

ემომალი რაჰმონი (ტაჯიკეთი) – 2006 წელს მიიღო ხმათა 79,3

პროცენტი 

ემომალი რაჰმონი 1994 წლიდან იყრის კენჭს ტაჯიკეთის პრეზიდენტობაზე და, მიუხედავად იმისა, რომ მას მუდამ ჰყავს ოპონენტი, არჩევნების შედეგი არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე არის ხოლმე ცნობილი. ტაჯიკეთის კონსტიტუცია რაჰმონისთვის უკვე რამდენჯერმე შეიცვალა და ხუთის ნაცვლად მას ამჟამად პრეზიდენტობის შვიდწლიანი მმართველობის უფლება აქვს. ამჟამინდელი ვადა რაჰმონისთვის მესამეა, თუმცა, ცნობილია, რომ იგი შემდეგ არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას.

ლეხ ვალენსა (პოლონეთი) – 1990 წლის არჩევნებში მიიღო ხმათა 74,25 პროცენტი 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1990 წლის საპრეზიდენტო არჩევნები პირველი დემოკრატიული არჩევნები იყო ამ ყოფილ სოციალისტურ სახელმწიფოში. არჩევნების დროს მეორე ტურის დანიშვნა გახდა აუცილებელი და, პროფკავშირების „სოლიდარნოსტის” ლიდერმა ვალენსამ ხმათა უმრავლესობით აჯობა კომუნისტ სტანისლავ ტიმინსკის. 1995 წელს ვალენსამ მეორედ იყარა კენჭი არჩევნებში, თუმცა, ალექსანდრ კვასნევსკისთან დამარცხდა და საბოლოოდ წავიდა პოლიტიკიდან.

ვლადიმირ პუტინი (რუსეთი) – 2004 წელს მიიღო ხმათა 71,3 პროცენტი 

2004 წლის რუსეთის ფედერაციის არჩევნებში ვლადიმირ პუტინმა პირველივე ტურში მნიშვნელოვანი სხვაობით გაიმარჯვა და მეორე ვადით გახდა რუსეთის პრეზიდენტი. პუტინის გამარჯვება იმდენად მოსალოდნელი იყო, რომ კომუნისტებისა და ლიბერალ-დემოკრატების ლიდერებმა, გენადი ზიუგანოვმა და ვლადიმირ ჟირინოვსკიმ საკუთარი კანდიდატურები არ წარადგინეს. 

საული ნიინისტე (ფინეთი) – 2012 წელს მიიღო ხმათა 62,6 პროცენტი 

ფინეთის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილე რვა კანდიდატიდან მეორეში ორი გავიდა: ნაციონალური კოალიციის ლიდერი საული ნიინისტე და „მწვანეების” ლიდერი პეკა ჰაავისტო, რომელმაც მეორე ტურში ნიინისტეზე ორჯერ ნაკლები ხმები მოიპოვა. ნიინისტე ფინეთის ისტორიაში ხალხის მიერ არჩეული მესამე პრეზიდენტია – 1994 წლამდე ფინეთის პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევდა.

ლინდონ ჯონსონი (ამერიკის შეერთებული შტატები) – 1966 წელს ხმათა 61,1 პროცენტი მიიღო

ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 36-ე პრეზიდენტს, ლინდონ ჯონსონს, პრეზიდენტის პოსტი ერთ ვადაზე მეტხანს ეკავა – 1963 წელს მოკლული ჯონ კენედი მან ჩაანაცვლა, როგორც მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა. სწორედ ჯონსონს ეკუთვნის რეკორდი ამერიკის პრეზიდენტთა შორის მიღებული ხმების რაოდენობაში. მანამდე 60-პროცენტიანი ზღვრის გადალახვა მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა – 1936 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ფრანკლინ რუზველტმა მეორე ვადით არჩევისას მოსახლეობის ხმათა 60,8 პროცენტი მიიღო. 

скачать dle 11.3