კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნეო-ების მოლოდინში

ანუ, ბეჭამოსაგდებები

მთლად ისეც არ არის, თაფლი იყოს, თორემ ბუზი ბაღდადიდან მოვაო, მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ ამ საყოველთაო დემოკრატიის ჟამს, მსხვილ-მსხვილ სახელმწიფოებს შიგადაშიგ იმპერიული მადა უღვივდებათ ხოლმე.

მართალია, მოარული ხმები კარგა ხანია, ამტკიცებენ, რომ თანამედროვე და „ნატოს“ წევრი თურქეთი ნეოოსმალური იმპერიის აღორძინების იდეის ფარული მეტრფეა, მაგრამ, სულ ახლახან ხვაშიადი ჩვენი მეზობელი თურქეთის თვით საგარეო საქმეთა მინისტრმაც გაგვიზიარა.

კერძოდ, ბრძანა (რაკი გასული საუკუნე გადაფურცლული გვერდიაო): „ახლა ჩვენ დავამყარებთ ახალ კავშირებს სარაევოსა და დამასკოს, ბენღაზასა და ბათუმს შორის. ამჯერად ჩვენ ამას გავაკეთებთ მშვიდობიანი გზებით. არავისთან არ ვიომებთ, საზღვრებსაც პატივს ვცემთ. ახლა ამაშია ჩვენი ძალა. დღეს ეს ქვეყნები სრულიად სხვა ქვეყნებია, მაგრამ, 110 წლის წინ იემენი და სკოპიე, ბათუმი და ბენღაზა იყვნენ ერთი ქვეყნის – ოსმალეთის იმპერიის ნაწილი“.

რაც მთავარია, თურქეთის ნომერ პირველი დიპლომატი  იმდენსაც ხვდება, რომ მთლად ოცდამეერთე საუკუნის შესაფერის ჭეშმარიტებებსაც არ აფრქვევს, ამიტომაც, იქვე დასძენს: „ვამბობთ რა ამას, ჩვენ ვიღებთ იმათ გამოწვევას, რომლებიც ბრალს დაგვდებენ ნეოოსმანიზმში. მაგრამ, თუ ასეა, ისინი, რომლებმაც გააერთიანეს მთელი ევროპა, რატომ არ იწოდებიან „ახალ რომაელებად?“

ჯერჯერობით სარაევოც დუმს და ბათუმიც (უფრო ზუსტად, თბილისი), ზედაც, დამასკო – ბენღაზიანად, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ არა მხოლოდ ჩვენი მეზობელი თურქეთი მისტირის თავის იმპერიულ წარსულს, ირანიც და რფ-ც აღვარღვარებენ ცრემლებს იმ ტერიტორიების გამო, რომლებზეც ახლა დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან გაშენებული, ვიდრე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმს (დანარჩენები კი თურქეთთან მეგობრობის ვერსიას აწვებიან) ამოცანა გვეკითხება: ნეტავ, ბეჭს ხომ არ ამოიგდებენ ნეო-ები ერთმანეთს შორის ჩვენი განაწილებისას?! 

скачать dle 11.3