კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მე მაოცებენ ლამპიონები“

მას  – ომბუდსმენის ანგარიში

სახალხო დამცველის ანგარიში პარლამენტის შენობაში კიდეც შევიდა და ხალხის რჩეულები მის გაცნობასაც შეუდგნენ. თუმცა, ცნობისმოყვარე თვალი ომბუდსმენის შეფასებებს არც საკანონმდებლო ორგანოს გარეთ მოჰკლებია. კერძოდ, მის ანგარიშს ყოფილი არაერთგზის მინისტრი ბ-ნი შაშკინიც გასცნობია (ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც სამშობლოში დაბრუნდა და ფრიად მშვიდადაც გრძნობს თავს).

მშვიდადაა თუ შეშფოთებული, ბ-ნი შაშკინი არ ეთანხმება (მთლად შექსპირს კი არა) სახალხო დამცველს, სადაც ის ამბობს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაცია მთავრობის მიერ განხორციელებული პროვოკაცია იყო (ნამინისტრალი ამბობს, „იმეორებს რუსეთის პოზიციასო“ არადა, სამგზის ასეთს ტყუილიც დაეჯერება).

მომყავს ციტატა: „გაოცებული დავრჩი სახალხო დამცველის დასკვნით. არ ვიცი, რა ზღაპარზე შეიძლება იყოს ასეთი დასკვნა აგებული. არანაირ კრიტიკული აზროვნების ჩარჩოებში ეს დასკვნა არ შედის“.

თავის მხრივ, თავდაცვის ნამინისტრალი განმარტავს, რომ დეტალებზე ვერც თვითონ ისაუბრებს, თუმცა, საკუთარ ექშენ-შთაბეჭდილებებს მაინც გვიზიარებს: „დაახლოებით 32 საათის შემდეგ ჩავედი იმ ადგილას, სადაც მოხდა შეტაკება. იმ დროს მიმდინარეობდა ჩვენი გარდაცვლილების გამოყვანის ოპერაცია. მინდა გითხრათ, რომ ჩემი თვალით მაქვს ნანახი საბუთები, იარაღი და გარდაცვლილები ჩეჩნური მხრიდან. ჩემი თვალით მაქვს ნანახი პასპორტები საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით. იქ იყო სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების პასპორტები. ასეთ ძლიერ მოწინააღმდეგესთან ჩვენ არ გვქონია შეხება 2008 წელსაც კი.“

ილარიონის არ იყოს, როგორც ჩანს, აქ ცოტა შეეშალა ჩვენს სამგზის ნამინისტრალს, რადგან, თუ ასეთ ძლიერ მოწინააღმდეგეს ლაფანყურში კუდით ქვა ვასროლინეთ, ამ ლოგიკით, 2008-ში თავ-პირი უნდა ამოგვენაყა (თუ სწორად მახსოვს, პირიქით მოხდა). შეეშალა თუ არა, ფაქტია, რომ ბ-ნი შაშკინი გაოცებულია, ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ პირადად მე ფრიად მაოცებდა, განათლების მინისტრი რომ ქვემდებარეს შემასმენელს ვერ უწყობდა ვერც რიცხვში და, მით უმეტეს, ვერც პირში (ეს ბ-ნი შაშკინის აქილევსის ქუსლია), ყოველ შემთხვევაში, მე და ის ბარი-ბარში ვყოფილვართ (ბუნებრივია, გაოცების მიმართულებით), დანარჩენს კი, ალბათ, პროკურატურა გაარკვევს! 

скачать dle 11.3