კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩინელი ბიჭის „მოგზაურობა“ ქართულ გასვენებაში

გამარჯობა, დედა! როგორ ხარ? ძალიან მენატრებით ყველა. მე არა მიშავს.

საქართველოში კიდევ თუ რამე გამიკვირდებოდა, არ მეგონა, მაგრამ, თურმე, ქართველების ფანტაზია უსაზღვროა.

ეს ამბავი ცოტა სამწუხაროდ დაიწყო – კობას რძალს ბებია გარდაეცვალა სოფელში და, რა თქმა უნდა, კობამ მეც წამიყვანა. როცა ადამიანი კვდება საქართველოში, ამ ამბავს ქელეხი ჰქვია.

დილას ადრე გამაღვიძა კობამ და ვიღაცის მანქანაში ჩამსვა, თან გამაფრთხილა: ჭკვიანად მოექეცით, ჩემი ძმაკაციაო. მთელი გზა რაღაცეებს მეკითხებოდნენ და, რომ დაინახეს, ქართული ვიცოდი, გაგიჟდნენ. ყველა მიცინოდა და ზურგზე ხელს მიტყაპუნებდა. სულ „ჯიგარო“ მიძახეს, ჩვენც შენი ძმები ვართო. მერე თქვეს, გაცნობის უნდა დავლიოთო. ამოიღეს ბოთლით ღვინო და რიგ-რიგობით ვსვამდით. დედა, მე არ მინდოდა დალევა, მაგრამ, ადრეც ხომ მოგიყევი, ქართველებისთვის დალევაზე უარის თქმას რა შეიძლება მოჰყვეს. სხვათა შორის, მძღოლმა ყველაზე მეტი დალია და გზაზე მანქანების მიმართ გინებასაც უმატა.

როგორც იქნა, ჩავაღწიეთ სოფლამდე და ჩემს მთვრალ თანამგზავრებთან ერთად, მიცვალებულის ოთახში შევედით, რომ გარშემო შემოგვევლო – აქ ასეთი წესია. გარშემო დადგმულ სკამებზე ქალები ისხდნენ და ყველას ინტერესით ათვალიერებდნენ. ჩემს დანახვაზე ჩურჩულმა იმატა და ყველა მე მიყურებდა. სხვათა შორის, დიდი მწუხარება არავის ეტყობოდა. შემოსასვლელში ვიღაც კაცი რაღაცას ყვებოდა და დანარჩენები დროგამოშვებით იცინოდნენ. მიცვალებულის გარშემო შემოვლის დროს, ბიჭები ერთმანეთს ფეხს წამოსდებდნენ ხოლმე და უხმოდ ბჟირდებოდნენ სიცილისგან. გარეთ გამოვედით და კობაც მოვარდა მთვრალი, დამავლო ხელი და სადღაც წამათრია. მეუბნებოდა, ახლა სამეფო ადგილას მიმყავხარო. რაღაც ფიცრებით შემოღობილ ადგილას შემიყვანა. სადაც უზარმაზარ ქვაბებში იხარშებოდა სხვადასხვა საჭმელი, იქვე ახლოს კი ოთხი-ხუთი კაცი იჯდა და ღვინოს სვამდა. მეც იმათთან დამსვა კობამ და დაიწყო დალევა.

მერე ვიღაცამ შემოგვძახა: მიგვაქ უბედური ქსენია და წამოხვალთ სასაფლაოზეო? ვიღაცამ უპასუხა: სასაფლაოზე როცა მომიწევს წასვლა, მაშინაც მეყოფაო. თითქმის არავინ წავიდა და დაახლოებით ათმა კაცმა წაიღო მიცვალებული დასამარხად.

მალე ქალები მოვიდნენ და დაიწყეს საჭმელების გატანა თეფშებით. თავიდან ვერაფერი გავიგე, მაგრამ, მერე ამიხსნეს ყველაფერი: საქართველოში მიცვალებულის დასაფლავების შემდეგ დიდი ქეიფი იმართება, მართალია, სასაფლაოზე ათიოდე კაცი გაჰყვა დასამარხად, სამაგიეროდ, ქეიფზე ორასამდე კაცი მოგროვდა და ატყდა ჭამა-სმა. რაც უფრო მოხუცია მიცვალებული, მით უფრო თავისუფლად იქცევა ხალხი სუფრასთან. ვიღაცეებმა სიმღერაც შემოსძახეს, მაგრამ, სხვებმა სიცილით გააჩუმეს, არ შეიძლებაო. თითქმის ყველა კაცი ძალიან დათვრა და მიცვალებულს იხსენებდნენ: რა კარგი ქალი იყოო. მერე ვიღაც მთვრალმა თქვა, კარგი ქალი კი არა, სულ იწყევლებოდა, კუდიანი იყოო. წინ ვინც ეჯდა, ამის მთქმელს ღვინიანი გრაფინი დააფშვნა თავზე და ატყდა ჩხუბი. ვინ ვის ურტყამდა, ვერ გაიგებდი. მე შემეშინდა და დავიმალე. მერე კობამ მიპოვა და რაღაც მანქანაში შემტენა. თვითონაც თავი ჰქონდა გატეხილი და თვალი – ჩალურჯებული. იგინებოდა: მაგათ, ყველას დედას ვუტირებო. როგორ ჩამოვაღწიე თბილისში, აღარ მახსოვს. მე მეორედ ქელეხში წამსვლელი აღარ ვარ. ჯერჯერობით ეს არის სულ, დედა. მერე კიდევ მოგწერ. ძალიან მენატრებით ყველა. გკოცნით.

 

скачать dle 11.3