ანეკდოტები
– მოუყევით სასამართლოს‚ როგორ ჩაიდინეთ ძარცვა!
– რა ძარცვა‚ პატივცემულო მოსამართლევ, თვითონ მთხოვეს!
– როგორ.
– საღამოს, სახლში რომ უნდა შევსულიყავი, ორი კაცი გადამიდგა წინ და მეუბნებიან: „აბა‚ სასწრაფოდ‚ ქუდი და პალტო!“.. მეც, ერთს პალტო გავხადე‚ მეორეს – ქუდი....
***
– მამა‚ დედა რატომ შეირთე?
– ხედავ‚ ქალო‚ ბავშვსაც კი უკვირს...
***
კომპანიის პრეზიდენტმა მდივანს სიტყვის დაწერა სთხოვა კორპორაციულ შეკრებაზე წარმოსათქმელად. მეორე დღეს გამოიძახა მდივანი და მკაცრად ეკითხება:
– კი მაგრამ‚ ამდენი რა დამიწერე... ერთი საათი ვკითხულობდი და დამსწრეებს ისე მოჰბეზრდათ მოსმენა‚ სათითაოდ გაიპარნენ...
– ბოდიში... სიტყვა 15-წუთიანი იყო‚ მაგრამ, ოთხ ეგზემპლარად ამოვბეჭდე და გაფრთხილება დამავიწყდა...
***
ფეხბურთელი შინ დაბრუნდა.
– სად იყავი?
– ფეხბურთს ვთამაშობდი...
– კი მაგრამ, მაისური რომ მშრალია და არც სუნი აქვს?!
– საქართველოს ნაკრებში ვთამაშობდი...
***
მარო ფეხმოტეხილი მიხოს საწოლთან ზის.
– გახსოვს‚ მარო‚ ჯარში რომ წამიყვანეს‚ შენ ჩემ გვერდით იყავი...
– მახსომს‚ მახსომს...
– როცა ინსტიტუტში ვაბარებდი‚ და ჩავიჭერი‚ მაშინაც ჩემთან იყავი...
– აბა?!
– როცა სამუშაოდან გამომიშვეს და მერე კარგა ხანს ვერანაირ სამსახურში ვერ მოვეწყვე‚ მაშინაც ჩემ გვერდით იყავი...
– ხო‚ ჩემო მიხო‚ ხო...
– ახლაც‚ ავარიაში რო მოვყევი და ფეხი მოვიტეხე‚ ჩემთან ხარ....
– ვარ‚ აბა რა... შენთან ვარ...
– მგონი‚ შენა ხარ თარსი‚ შე შობელძაღლო, ყველა უბედურება შენგანა მჭირს!..
***
– ეჰ‚ რა ბრმა და ყრუ ვიყავი შენ რომ გამოგყევი...
– ხედავ, რა ავადმყოფობებისგან განგკურნე?!
***
ცოლი ეკითხება ქმარს:
– რას ნიშნავს მრავალფეროვნება?
– მაგალითად‚ როცაა ეკა‚ ლიკა‚ თამო‚ თიკო...
– გასაგებია‚ ესე იგი, როცაა ზურა‚ გიო‚ დათო...
– აპაპაპა!.. შენ ბოზობა მრავალფეროვნებაში ნუ გერევა...
***
ქალიშვილის ფიქრები დედაზე:
5 წლის: „დედამ ყველაფერი იცის“.
13 წლის: „დედამ ყველაფერი არ იცის“.
18 წლის: „ღმერთო‚ საერთოდ‚ რა იცის დედამ?“
30 წლის: „ეჰ‚ ნეტა დედისთვის დამეჯერებინა“...
***
– ჩვენს ხელფასზე შეიძლება ცხოვრება... ბოლო 28 დღეს ჭირს‚ თორემ...
***
თუ არ გინდა, ქმარი სხვას გაუყო‚ შეეშვი მის ხერხვას.
***
მშენებლობაზე კომისია უნდა მოვიდეს. „პრარაბი“ არიგებს მუშებს:
– რაც უნდა მოხდეს‚ ყველანაირად უნდა ვეცადოთ‚ ისეთი სახე მივიღოთ‚ თითქოს ეს ასე უნდა იყოს.
მოვიდა კომისია‚ ათვალიერებს... უცბად, ჩამოინგრა კედელი. ერთმა მუშამ დახედა საათს და გამოაცხადა:
– თერთმეტი საათი და ხუთი წუთი – ზუსტად გრაფიკის მიხედვით!
***
– როგორ მოვახდინოთ ქვეყანაში რევოლუცია?
– გამოვრთოთ ინტერნეტი და ქუჩები ხალხით გაივსება.
***
მამა-შვილი გაჩერებაზე დგას. ჩაიარა მაგარმა ახალგაზრდა ქალმა.
– მდაა... – თქვა მამამ.
– მდაა... – გაიმეორა შვილმა.
მამა უცბად გამოფხიზლდა და ეუბნება შვილს:
– აი‚ ასეთ ქალთან რომ გაიარო‚ სულ ათიანებზე უნდა ისწავლო...
***
ქმარს უყვარდა თევზაობა‚ ცოლს – კითხვა. დადიოდნენ ტბაზე. ქმარი ნავით შედიოდა წყალში და თევზაობდა; ცოლი ნაპირზე იჯდა და კითხულობდა... ერთხელაც‚ გამოვიდა ნაპირზე დაღლილი ქმარი და გადაწყვიტა‚ წაეთვლიმა. ცოლმა კი, პირიქით‚ გადაწყვიტა, ნავით გაესეირნა. ჩაჯდა ნავში და მოუსვა ნიჩბები‚ თუმცა, მალევე დაიღალა‚ შუა ტბაში ჩაუშვა ღუზა და წიგნის კითხვა დაიწყო. ამ დროს ნავს ინსპექტორის კატერი მიადგა.
– მოქალაქე ქალბატონო‚ თქვენ დაჯარიმებული ხართ‚ აქ აკრძალულია თევზის ჭერა.
– როგორ გეკადრებათ‚ ნუთუ ვერ ხედავთ‚ რომ თევზს კი არ ვიჭერ‚ ვკითხულობ...
– თუმცა‚ ქალბატონო‚ თქვენ ამისთვის ყველა საჭირო ინსტრუმენტი გაქვთ.
– მაშინ‚ მე სარჩელს შევიტან‚ რომ თქვენ გამაუპატიურეთ.
– როგორ‚ მე თქვენთვის ხელი არ მიხლია...
– კი‚ მაგრამ, ამისთვის ხომ ყველა საჭირო ინსტრუმენტი გაქვთ.
***
ქალი მიდის სექსოლოგთან:
– ექიმო‚ ქმარი ვერ მაკმაყოფილებს.
– იცით‚ მე გასწავლით წამალს‚ მაგრამ ქმარმა არ უნდა გაიგოს – საყვარელი გაიჩინეთ.
– საყვარელი მყავს‚ მაგრამ, მაინც ვერ ვკმაყოფილდები.
– რამდენიმე გაიჩინეთ...
– ათი მყავს‚ მაგრამ, ჩემთვის მაინც ცოტაა...
– კარგი‚ მაშინ, ჰორმონულ მკურნალობას დაგინიშნავთ და ორი კვირის შემდეგ კონტროლზე გამოიარეთ...
ცოლი მივიდა სახლში და ქმარს ამაყად დაუდო რეცეპტი:
– აი‚ ხედავ? არანაირი ბოზი არ ვარ‚ ავადმყოფი ვარ მე‚ ავადმყოფი!..