კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* ბელგიურმა ფირმა „ბეკერტმა“ დაიწყო შალისა და სინთეტიკურ ქსოვილში უჟანგავი ფოლადის ძაფების დამატება, რაც გამორიცხავს სტატიკური ძაბვის წარმოშობას ქსოვილში, ანუ, თავიდან აგვაცილებს ტანსაცმლის მიკრობას სხეულზე.

* ფეხბურთის ფანებს იუგოსლავიაში „ნოვიაჩს“ ეძახიან, პოლონეთში – „კაიბიებს“, ჩილეში – „აფისკოპადოსებს“, ბრაზილიაში – „ინჩოსებს“, იტალიაში – „ტიფოზებს“.

* ჯორჯ ჰარისონს ცოლი ერიკ კლეპტონმა წაართვა.

* გერმანული სტატისტიკით, 10 კომპიუტერიდან მხოლოდ ერთი გამოიყენება საქმისთვის. ჩვენთან, ალბათ, სულ სხვა მონაცემები იქნება.

* ციფრი „4“ იაპონური იეროგლიფია და ეს სიტყვა „სიკვდილის“ მნიშვნელობითაც იხმარება.

* მთვარის უმაღლესი წერტილი, რომლის სიმაღლე 7 830 მეტრია, პლატო დეკარტზეა. მისი დაპყრობა მხოლოდ 1972 წლის 27 აპრილს შეძლეს ამერიკელმა ჯონ იანგმა და ჩარლზ დიუკმა.

* ბერძნულად „რეზერვი“ – „შენახულს“ ნიშნავს.

* „ფორმულა 1-ის“ წესდებით, საპრიზო ადგილებზე გასულ პილოტებს 500-დოლარიანი ჯარიმა ელოდათ, თუ უარს იტყოდნენ დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობაზე.

* რუსული აბანოს ერთ-ერთი ძირითადი ატრიბუტი – ცოცხი – არყის ხის ტოტებისგან მზადდება. მისი სიგრძე, სურვილის მიხედვით, შეიძლება იყოს 60 ან 45 სანტიმეტრი.

* კაუაი, ოაუხუ, მოლოკაი, მაუი, ლანაი, კაჰოოლავე და ჰავაი – ეს კუნძულები შეადგენენ ამერიკის ერთ-ერთ შტატს, რომელსაც ერთ-ერთი კუნძულის სახელი – ჰავაი ჰქვია.

* ნიკოლაი გოგოლს, შემოქმედებითი ტალანტის გარდა, რითაც ჩვენ ვიცნობთ, ახლობლების მიმართ თანაგრძნობის გამოხატვის განსაკუთრებული უნარი ახასიათებდა. მან უარი თქვა მემკვიდრეობაზე და, რადგან სახლიც აღარ გააჩნდა, მეგობრებთან ცხოვრობდა. სწორედ ერთ-ერთ მათგანთან გარდაიცვალა კიდეც.

* დომინიკის რესპუბლიკის დიქტატორი ტრუხილო განდიდების მანიით იყო შეპყრობილი. საკუთარ თავს ის გრძელი ტიტულით წარადგენდა, იმოსებოდა მდიდრული მუნდირით, რომელიც უამრავი ორდენით იყო შემკული – ქრისტეფორე კოლუმბის, გენერალისიმუსის და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თავისივე, ანუ ტრუხილოს ორდენით.

скачать dle 11.3