ბრძნული აზრები
როლანი: არაფერია ისე მიმზიდველი, როგორც ნებისყოფა, რომელიც ამარცხებს ურჩ სხეულს.
ჟორესი: ჭეშმარიტი მეცნიერებისა და ხელოვნების ნაყოფი მოგება კი არ არის, არამედ მსხვერპლი.
ემერსონი: ცხოვრებასთან მეტისმეტი სიახლოვე ხელოვნებისთვის მომაკვდინებელია.
ნაპოლეონი: ხალხი უნდა აიძულო, შეძრწუნდეს, რათა ჩაუნერგო შეუპოვრობა.
ჰეგელი: ხელოვნება არსებობს არა რომელიმე ჩაკეტილი წრისთვის, განათლებული ადამიანების ერთი ჯგუფისთვის, არამედ მთელი ერისთვის.
კრომველი: სამწუხაროდ, სისტემებს მეტ მნიშვნელობას აძლევენ, ვიდრე ადამიანებს.
პავლოვი: სიცოცხლის ყოველ ფეთქვას რომ განიცდი, სიხარული ამაგრებს სხეულს.
პლინიუ უფროსი: ადამიანები რომ ადამიანურად ვცხოვრობთ და ჩვენზე რაღაც მოგონებას ვტოვებთ, ამას ქაღალდს უნდა ვუმადლოდეთ.
სუვოროვი: მტრის უკუგდება – მარცხია; მოკვეთა, ალყაში მოქცევა, შემუსვრა, გაფანტვა – წარმატებაა.
ჩერნიშევსკი: აღზრდის წრეს კრავს ოთხი საწყისი: ქველმოქმედება, ზრდილობა, კეთილი ქცევა და ცოდნა.
ილია მეორე: საქართველომ იტვირთა ტვირთი მოწამისა და ამით იხსნა სხვა ერები.
ნოდარ დუმბაძე: სამშობლო უფრო მეტად გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე დალხინება და დღესასწაული.
კონსტანტინე: ნამდვილი გმირები ხანდახან ტანმორჩილნი არიან და უჩინარნი.
მაიაკოვსკი: მე მომაგონდა, რომ ქართველი ვარ.
ჰელვეციუსი: შეზღუდულ ადამიანთა სურვილი ისაა, რომ მათზე მაღლა არავინ იყოს.
ლაფონტენი: კარიერას ის აკეთებს, ვინც სხვებისთვის ავსულია.
ვოლტერი: ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის („ოპტიმიზმი თვით სახრჩობელასთან“).
ლაბრიუიერი: თავხედობა განწყობის ნაყოფი როდია, შინაგანი თვისებაა, თანდაყოლილი მანკია.
პოპი: გონებას ძალას ანიჭებს ვარჯიში და არა სიმშვიდე.
ფილდინგი: ცუდ წიგნებსაც ისევე შეუძლიათ ადამიანის გაფუჭება, როგორც ცუდ ამხანაგებს.
ნიცშე: აჰ, რამდენი დიდი იდეა ვიცით, საბერველზე მეტ ზეგავლენას რომ არ იმსახურებს: ადამიანს ბერავენ და კიდევ უფრო აცარიელებენ.
ბეთჰოვენი: ჩაუნერგეთ ბავშვებს სათნოება. მხოლოდ ის მოუტანს მათ ბედნიერებას.
ფიხტე: ბედნიერება არის გასრულებული მოვალეობა.
ლაიბნიცი: დარდი – სულის მოუსვენრობაა, როცა ის ფიქრობს დაკარგულ სიამეზე, რითაც შეიძლებოდა მეტხანს დამტკბარიყო, ან როცა იტანჯება ამჟამად თავს დატეხილ ბოროტებაზე.
როულენდი: მამაკაცს ბედნიერებისთვის ქალის სჭირდება, ხოლო ნამდვილი ბედნიერებისთვის ნამდვილი ქალი.
ჟენე: თუ ქალი სიმდიდრესა და სიყვარულს შორის არჩევანს აკეთებს, ცდილობს, ორივე აირჩიოს.