კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „მერსედესი 240„, მართვის მექანიკური კოლოფით. დავაყენე მეხუთე თაობის გაზის აპარატურა, რის შემდეგაც მანქანას  ეგრეთ წოდებულ „ხალასტოიზე” აქვს „პერებოი” როგორც ბენზინზე, ისე გაზზე მუშაობისას. ზოგჯერ „ჩეკი”ციმციმებს და ძრავას თითქოს გუდავს. მანქანის ხელახალი დაქოქვის შემდეგ, მდგომარეობა სწორდება. რამდენჯერმე  შევამოწმებინე კომპიუტერზე და რაც მითხრეს, ყველაფერი გამოვცვალე, მათ შორის ჰაერის მზომი, ეგრეთ წოდებული „ვოზდუხომერი“, ჩიბუხები. სანთლებიც ახალი დავაყენე – „ბერუს“ ფირმის ორიგინალი სანთლები. ძრავას კომპრესია იდეალური აქვს. იქნებ მითხრათ, რა იქნება ამ გაუმართაობის მიზეზი და მირჩიოთ როგორ მოვიქცე?

პასუხი: თქვენს ადგილას, უპირველესად, ისევ იმ სერვისცენტრში წავიყვანდი ავტომობილს, სადაც გაზის სისტემა დაგიმონტაჟეს. ვინაიდან ასე, დისტანციურად გაკეთებული ლოგიკური დასკვნით თქვენს მანქანას სტანდარტული პრობლემა აქვს, რომელიც ხშირად ჩნდება მეოთხე თაობის გაზის აპარატურის დამონტაჟებისას. მონტაჟისას ძირითადი დატვირთვა მოდის პროგრამულად ავტომობილის პროცესორსა და გაზის პროცესორს შორის შეთანხმებაზე. ეს სწორედ ის ნიუანსია, რომლის სრულყოფილად გაკეთებაც საქართველოში ხელოსნებს უჭირთ. შესაბამისად, პროცესორების უთანხმოება ან სხვადასხვა სენსორებიდან აკრეფილი ინფორმაციის არასწორი გზით მიწოდება, იწვევს ძირითადი პროცესორის, ეგრეთ წოდებულ „დაბნევას“. აქედან გამომდინარე, ემართება ავტომობილს „პერებოი“. არის შემთხვევები, როცა „პერებოი“ გამოწვეულია სანთლების მწყობრიდან გამოსვლით, ან ძრავაში „კლაპნების“ დაწვით, რაც, ასევე, გამომდინარეობს არასწორი პროგრამირებიდან. მაგრამ რადგან სანთლები გამოცვალეთ, და „კომპრესია“ ახსენეთ, ეს გამორიცხულია. 

კითხვა: მყავს „მერსედესი ც 200„ 1997- წლიანი მართვის ავტომატური კოლოფით. მინდა ავტომობილში მეოთხე თაობის გაზის აპარატურა ჩავაყენო, მაგრამ არ მირჩევენ, ძრავს დააზიანებსო. მაინტერესებს, რეკომენდირებულია თუ არა გაზის აპარატურის ჩაყენება?

პასუხი: როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, მეოთხე თაობის გაზის სისტემის დაყენებისას, ძრავას დაზიანება მხოლოდ არასწორი ფიზიკური და პროგრამული ინსტალაციის დროს ხდება. ამიტომ, ყოველთვის ჯობია, სისტემა კვალიფიციურ ხელოსნებს დააყენებინოთ. ამ მიმართულებით კი სულ ორი რჩევა შემიძლია, მოგცეთ: მიმართეთ ან „თეგეტა მოტორსს“, რადგან სპეციალისტები ჩამოყვანილი ჰყავთ და სპეციალური ტრენინგი გაიარეს, თუ როგორ უნდა ჩაამონტაჟონ იდეალურად გაზის სისტემა, ან, ავტომობილი წაიყვანეთ ერევანში, სადაც ამ საქმეში უკვე კარგად არიან გაწაფულები. პროცესს სულ ერთი დღე დასჭირდება: დილით მიდიხართ, იქ ამონტაჟებენ სისტემას, ორი საათის განმავლობაში თქვენთან ერთად მოძრაობენ, პროგრამულად ასწორებენ და მოდიხართ უკან. რაც შეეხება ფასს, ჯამურად ერევანში წასვლა უფრო ნაკლები თუ არა, უფრო ძვირი ნამდვილად არ დაჯდება. 

კითხვა: ახალი ნაყიდი მყავს ავტომობილი და, ვისაც ვკითხე, ყველა სხვადასხვა ინფორმაციას მაძლევს იმის შესახებ, თუ რა ინტენსივობით უნდა გამოვცვალო ძრავაში ზეთი. მაინტერესებს, რამდენ ხანშია რეკომენდებული ძრავაში ზეთის შეცვლა? 

პასუხი: მწარმოებლები რეკომენდაციას იძლევიან, რომ ზეთი ყოველ გავლილ 10 000 კილომეტრზე შეიცვალოს, მაგრამ რეალურად ეს ძალიან ბევრია. 5-6 ათასზე გამოცვლა ნორმალურია, მით უმეტეს, ჩვენი საკმაოდ მტვრიანი გზების პირობებში; თან, აუცილებლად მაღალტექნოლოგიურად დამუშავებული, ანუ, სინთეტიკური ან ნახევრად სინთეტიკური ზეთი უნდა მოიხმაროთ. თუ მანქანა უკვე ძველია, ორასი ათასი ან მეტი აქვს გავლილი, შესაბამისად 5-6 ათასზე ნორმალური კი არა, აუცილებელიც კია ზეთის შეცვლა. ამ დროს უკვე იწყებს ზეთის ჭამას, ოღონდ, არა ისე, რომ ათას კილომეტრზე ერთი ლიტრი ზეთი მოიხმაროს. ცოტ-ცოტას იწყებს კლებას.

კითხვა: მყავს ავტომობილი „ჰონდა სივიკი”. რამდენ გავლილ კილომეტრზე უნდა შევცვალო ძრავას ღვედი?

პასუხი: რეკომენდაციების მიხედვით, ძრავას ღვედი ყოველ გავლილ 40 000 კილომეტრზე უნდა შეიცვალოს, მაგრამ, „სივიკის” შემთხვევაში შეგიძლიათ, მაინცდამაინც არ გაითვალისწინოთ რეკომენდაცია, რადგან, გაწყვეტის შემთხვევაშიც კი არაფერს სერიოზულად არ დააზიანებს. თუ გაწყდა რომელიმე ხელსაწყო აინთება, ხმას გავიგებთ, ავტომობილი გაჩერდება და ამით მივხვდებით, რომ პრობლემაა. მაგრამ, თუ გინდათ, რომ ეს არ დაგემართოთ და ავტომობილი ავარიულ რეჟიმში არ ამუშაოთ, უმჯობესია, კბილებიან ღვედთან ერთად, გამოიცვალოს ყველა დანარჩენი ღვედი, მიუხედავად იმისა, ეტყობა თუ არა დაზიანება. ეს არის ღვედები, რომლებსაც მოქმედებაში მოჰყავს საჭის გამაძლიერებელი, წყლის ბრუნვა და აკუმულატორის დამუხტვა. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „ნივა”, რომელსაც ჩაქრობისა და გასაღების გამოძრობის შემდეგაც კი ძრავას ძიგძიგის ხმა აქვს – თითქოს მუშაობას განაგრძობს. ეს პრობლემა სულ ცოტა ხნის წინ დაეწყო. რა შეიძლება იყოს მიზეზი?

პასუხი: ძიგძიგის გაგრძელება არის ეგრეთ წოდებული ძრავას „დეტონაცია”. ამ დროს საწვავის სისტემაში არსებული ბენზინი განაგრძობს არასრულ ფეთქებას. რატომ ხდება ეს? ამას აქვს სულ ორი გამომწვევი მიზეზი: კარბურატორში არ ხდება სარქველების ბოლომდე დახურვა და ბენზინის წვეთები ჩაედინება ძრავაში (ეს, უმეტესად, ძველებური ტიპის კარბურატორებს ემართებათ, რომლებსაც არ აქვთ ეგრეთ წოდებული „ხალასტოი ხოდის” ელექტრო „ჟიკლიორი”) და ბენზინის ოქტანობა არ შეესაბამება იმ ოქტანობას, რასაც ეს ავტომობილი მოითხოვს, ანუ, თქვენ ცოტა მაღალი ოქტანობის საწვავი გჭირდებათ. დეტონაცია ხდება მაშინ, როდესაც ძრავა ძალიან ცხელია და გარეთაც სიცხეა. ამ შემთხვევაში გასაღების გამოძრობის დროსაც კი იმიტომ გრძელდება ფეთქება, რომ სისტემა არის ცხელი და, დაბალოქტანიანი საწვავი დიზელის მსგავსად, უნაპერწკლოდ განაგრძობს ფეთქებას. დაბალი ოქტანობა, გავარვარებული ძრავა და ავტომობილის ჩაქრობის შემდეგ ძრავაში ჩადინებული საწვავი – ამ სამი თემის კომბინაცია იწვევს დეტონაციას. თუ ავტომობილმა დეტონაცია დაიწყო, გაჩერებული ავტომობილი ჩააგდეთ მეორე სიჩქარეზე, ფეხი გედგათ მუხრუჭზე, მოდებას კი ფეხი აუშვით, რათა მოხდეს  ძრავას იძულებითი გაჩერება, არ გაგრძელდეს დეტონაცია და არ დაზიანდეს ძრავა.    

скачать dle 11.3