კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

1 აპრილი

1778 – ნიუ-იორკელმა ბიზნესმენმა ოლივერ პოლოკმა მოიგონა დოლარის ნიშანი.

1890 – ბელგიელმა შარლ ვან დერ პოლმა მიიღო პატენტი პირველ ტროლეიბუსზე.

1960 – კოსმოსში გაუშვეს პირველი მეტეოთანამგზავრი – TIG S-1.

1967 – ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „კავკასიელი ტყვე ქალი“.

2 აპრილი

1873 – პირველად ინგლისში, სამგზავრო რკინიგზის ვაგონებში, დაამონტაჟეს საპირფარეშოები.

1905 – გაიხსნა სიმპლონის გვირაბი შვეიცარიასა და იტალიას შორის.

1944 – პირველად სამხედრო ოპერაციებისას გამოიყენეს ვერტმფრენები.

1978 – ტელეკომპანია CBS-ზე დაიწყო ჩვენება სერიალისა „დალასი“, რომელიც ცამეტ წელს გაგრძელდა.

3 აპრილი

1922 – იოსებ ბესარიონის ძე სტალინი გახდა კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი.

1933 – თვითმფრინავმა პირველად გადაიფრინა ჯომოლუნგმას (ევერესტის) თავზე.

1975 – ბობი ფიშერს ჩამოერთვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ჭადრაკში.

4 აპრილი

1581 – ყოფილმა მეკობრემ, ფრენსის დრეიკმა, დაასრულა დედამიწის გარშემო მოგზაურობა. ინგლისის დედოფალი ელისაბედ პირველი პირადად ეწვია მის გემს და დრეიკი რაინდად აკურთხა.

1850 – ლოს-ანჯელესმა ოფიციალურად მიიღო ქალაქის სტატუსი. 

1919 – იტალიაში გაიხსნა სამგზავრო დირიჟაბლების ავიახაზი – „რომი-ნეაპოლი“.

1960 – „ოსკარებით“ დაჯილდოების ცერემონიალზე ფურორი მოახდინა ფილმმა „ბენ ჰური“ – მან 11 „ოსკარი“ მიიღო.

5 აპრილი

1753 – დაარსდა ბრიტანეთის მუზეუმი.

1859 – გამოქვეყნდა ჩარლზ დარვინის ეპოქალური ნაშრომი – „სახეობათა წარმოშობა“.

1910 – საფრანგეთში აკრძალეს კოცნა... რკინიგზის ვაგზალზე. მიზეზად დასახელდა მატარებელთა შეყოვნება მგზავრთა გამომშვიდობების გამო.

1933 – ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ გრენლანდია ოფიციალურად მიაკუთვნა დანიას. მას ნორვეგია ეცილებოდა.

1955 – უინსტონ ჩერჩილი გადადგა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან.

6 აპრილი

1652 – დაარსდა ქალაქი კეიპტაუნი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).

1814 – ტახტიდან გადადგა ნაპოლეონ ბონაპარტე.

1818 – პარიზში ბარონ შარლ დე დრეზმა წარმოადგინა ორბორბლიანი გადაადგილების საშუალება (თანამედროვე ველოსიპედის პროტოტიპი).

1896 – ათენში გაიხსნა პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშები.

7 აპრილი

1795 – საფრანგეთში შემოიღეს ზომა-წონის მეტრული სისტემა.

1943 – შვეიცარიელმა ქიმიკოსმა, ალბერტ ჰოფმანმა დაასინთეზა LSD (ნარკოტიკი).

скачать dle 11.3