კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ხშირად მაქვს თავის ტკივილები. ძლიერი ტკივილი არ არის, მაგრამ მაინც მიშლის ხელს. ადრე თავბრუ მეხვეოდა, ახლა ოდნავ მტკივა. რისი ბრალი შეიძლება, იყოს?

პასუხი: ეს შესაძლოა, უკავშირდებოდეს გადაღლას, გადატანილ ფიზიკურ და ნერვულ სტრესს. აღნიშნული სიმპტომი დამახასიათებელია თავის ტვინში სისხლძარღვების სპაზმისას. დიაგნოზის დასაზუსტებლად, გირჩევთ მიმართოთ ნევროპათოლოგს.

კითხვა: ერთხელ პირის გასაპარსად გამოვიყენე  C-ჰეპატიტიანი ადამიანის საპარსი. ერთი წლის შემდეგ გავიკეთე ანალიზი, პასუხი უარყოფითი იყო. კიდევ 2 წელი გავიდა. შეიძლება თუ არა ახლა აღმომაჩნდეს მაშინ გადადებული დაავადება?

პასუხი: შეგიძლიათ დამშვიდდეთ, თუ C-ჰეპატიტიანის სისხლის შემცველ ნივთთან კონტაქტის შემდეგ ერთი წელი გავიდა და ანალიზი ინფიცირებაზე უარყოფითი იყო, ეს ნიშნავს, რომ იმ კონტაქტისას ინფიცირება არ მომხდარა. არც შემდგომაა მოსალოდნელი ვირუსის აღმოჩენა. სავსებით მოსალოდნელია, რომ საპარსზე არც ყოფილიყო დარჩენილი იმ რაოდენობის ვირუსის შემცველი სისხლი, რომ მეორე ადამიანის დაინფიცირება მომხდარიყო.

კითხვა: ჩემმა 6 წლის შვილმა პირველი კბილი უკვე მოიცვალა. რა ასაკში ხდება სარძევე კბილების სრულად მოცვლა და რომელი კბილებია მოსაცვლელი, ყველა (20 კბილი აქვს გოგონას)?

პასუხი: ბავშვს სულ 20 დროებითი (სარძევე) კბილი ამოსდის და ოცივეს იცვლის. კბილების მოცვლა 6-8 წლის ასაკიდან იწყება და ამოჭრის შესატყვისი თანმიმდევრობით მიმდინარეობს, რაც 14 წლამდე გრძელდება. სიბრძნის კბილები კიდევ უფრო გვიან - 17-20 წლის ასაკში ამოიჭრება.

კითხვა: რა პროდუქტები შეიცავს ნახშირწყლებს?

პასუხი: ნახშირწყლებით მდიდარია ხილი,  ჩირი, თაფლი, კარტოფილი, მარცვლოვნები, პურ-ფუნთუშეული.

კითხვა: როგორ ხდება ძვლის ზრდის სტიმულაცია ან პირიქით შეფერხება? ზეწოლა აფერხებს ზრდას, თუ პირიქით?

პასუხი: ძვლის ზრდაზე  დადებითად მოქმედებს რაციონალური, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით სრულფასოვანი კვება. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კალციუმი და D ვიტამინის შემცველი პროდუქტები. მექანიკური ზეწოლა, სიმძიმეები, ხერხემალზე დატვირთვა და სხვა ამგვარი ფაქტორები  აფერხებს ზრდას.

კითხვა: ვარ 40 წლის, ხშირად მაქვს სახსრების დაბუჟება და ძვლების ტკივილი. რისი ბრალი შეიძლება იყოს?

პასუხი: უფრო ხშირად ასეთი ჩივილები დაკავშირებულია ხერხემლის ოსტეოქონდროზთან და სახსრებში აღმოცენებულ ართროზულ ცვლილებებთან.

კითხვა: ისეთი ხალების მოცილება, რომლებზეც თმაა ამოსული, პრობლემური ხომ არ არის?

პასუხი: ხალი კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომლის მექანიკურმა გაღიზიანებამ შეიძლება, ხელი შეუწყოს მის გაავთვისებიანებას. ამიტომ, ნებისმიერი ხალის მოცილებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო. არ შეიძლება, ხალის მოცილება დერმატოლოგთან კონსულტაციის გარეშე, მიუხედავად იმისა, არის მასზე თმა  ამოსული, თუ არა.

скачать dle 11.3