კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: თუ შეიძლება, მიპასუხეთ: რა მიზეზით უჩნდება ადამიანს უკეთური აზრები უფლის, ღვთისმშობლისა და წმიდანების მიმართ?

პასუხი: ეცადეთ, ამგვარ აზრებს ყურადღება არ მიაქციოთ. ნუ იფიქრებთ, რომ თავად ხართ ამ აზრების გაჩენაში დამნაშავე, თუ, რა თქმა უნდა, მათ შეგნებულად არ ეთანხმებით. ასეთ დროს, ამგვარ უკეთურ აზრებს ბოროტი ძალა გვაწვდის, რათა ჩაგვაგდოს ცოდვაში, უიმედობაში და ხელი აგვაღებინოს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.

კითხვა: ცოდვა ხომ არ არის ქრისტიანისთვის თავისი სიცოცხლისა და ქონების დაზღვევა?

პასუხი: წმიდა წიგნებში ამის შესახებ არაფერი წერია, რადგან, როდესაც ეს წიგნები შეიქმნა, მაშინ დაზღვევა არ არსებობდა. თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ დაზღვევის დროს მჟღავნდება უნდობლობა უფლის განგებულობის მიმართ. ეკლესია არ კრძალავს დაზღვევას, მაგრამ, ადამიანი ყველაზე უკეთ დაზღვეულია უფლის რწმენით.

კითხვა: არის თუ არა ცოდვა მოყვასისთვის საყვედურის თქმა?

პასუხი: თუ საყვედურის თქმისას მრისხანებაში იმყოფებით, ამით საკუთარ ვნებას იცხრობთ და სხვისი გადარჩენის საბაბით, ამგვარად, შესაძლოა, თავიც დაიღუპოთ. იყავით ზომიერი და, თავშეკავებით, ყოველგვარი ბრაზისა და მრისხანების გარეშე მიუთითეთ მოყვასს, რისი თქმაც გსურთ.

კითხვა: ზოგჯერ უგულისყუროდ ვლოცულობ, მეტანიასაც მექანიკურად ვასრულებ. შეიწირავს თუ არა უფალი ასეთ ლოცვას?

პასუხი: მთავარი მეტანია და ლოცვა კი არ არის, არამედ, უფლის წინაშე გონებისა და გულის ამაღლება. შესაძლოა, ყველა ლოცვა დაიზუთხო და მეტანიებიც შეასრულო, მაგრამ, უფალი არ გახსოვდეს; შესაბამისად, ეს გამოვა ლოცვის კანონის ულოცველად შესრულება, ანუ, ლოცვა, რომელსაც უფალი არ შეისმენს.

скачать dle 11.3