კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

გრიგოლ ნოსელი: ყველა სიავე გონებისგანაა, თუ გონება მხოლოდ მეცნიერებაშია, მაშინ მეცნიერები ვერ პოულობენ შინაგან სამყაროს და წონასწორობას. მაგრამ თუ გონება ღმერთშია, მაშინ სწავლულნი მეცნიერებას საკუთარი შინაგანი მოღვაწეობისა და ქვეყნიერების სასიკეთოდ წარმართავენ, ვინაიდან მათი გონება ნათელია.

პაისი მთაწმინდელი: წესისამებრ დღესასწაულის წინა დღეს მწუხრამდე ან კვირა დღეებში ყოველგვარი მუშაობა წყდება. კარგია, თუ შესაძლებელია, რომ წინა დღეებში მუშაობა გავახანგრძლივოთ, რომ დღესასწაულის წინა და შემდგომ საღამოს არ ვიმუშაოთ. თუ ვინმე, აუცილებლობიდან გამომდინარე, კვირის ან დღესასწაულის დღეს ან წინა საღამოს რაიმე უმნიშვნელო საქმეს გააკეთებს, ეს კიდევ შეიძლება, მაგრამ ასეთი მსუბუქი სამუშაოც კი დიდი გონიერებით უნდა შევასრულოთ. ძველ დროში, თვით ველზე მომუშავე გლეხებიც კი, როდესაც სამწუხარო ზარის რეკა მოესმოდათ, პირჯვარს იწერდნენ და მუშაობას წყვეტდნენ. ამასვე აკეთებდნენ ქალები, რომლებიც სამეზობლოში ხელსაქმისთვის იყვნენ შეკრებილნი. ისინი წამოდგებოდნენ, პირჯვარს იწერდნენ და გვერდზე გადადებდნენ საქსოვს თუ სხვა ხელსაქმეს და ღმერთიც აკურთხებდა მათ. ისინი ჯანმრთელნი იყვნენ და სიცოცხლე უხაროდათ. დღეს კი ადამიანებმა დღესასწაულები დაივიწყეს, ღვთისა და ეკლესიისთვის უცხონი გახდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში გამომუშავებულ ფულს ექიმებსა და საავადმყოფოებში ხარჯავენ.

ნიკოლოზ სერბი: „ხოლო მე გეტყვი თქუენ, რამეთუ: ყოველნი სიტყუაი უქმი, რომელსაც იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაი მისთვის დღესა მას სასჯელისასა“. განა არ ლაპარაკობს ეს იმის შესახებ, რომ ყოველგვარი ღვარძლიანი და ცრუ სიტყვა არღვევს სამყაროს წესრიგს და შეურაცხყოფს მაცხოვარს? კეთილ თუ ბოროტ სიტყვას, რომელსაც ჩვენ აშკარად და ფარულად, ფიქრში წარმოვთქვამთ, მთელი სამყარო გრძნობს, გრძნობს გრძნობათა შემოქმედიც. როგორ შეიძლება, სიტყვა დაფარულ იქნას იმისგან, ვისთვისაც ყველა ფიქრი ცნობილია?

არქიმანდრიტი რაფაელი: ეშმაკს უნდა, რომ ადამიანს სიკვდილის ხსოვნა წაართვას, ამისთვის მას მრავალ სატყუარას სთავაზობს. ეშმაკს სიკვდილის ხსოვნა რომ არ მოეპარა, როგორც გასაღები სულისა, სხვის სახლში შესვლას ვერ შეძლებდა ქურდივით და ვერ გაძარცვავდა მას. სულით ავადმყოფებს, ისტერიით დაავადებულებს და მანიაკებს შეხედეთ, მათ, ვინც დემონის განსაკუთრებული ზეგავლენის ქვეშ არიან, როგორ ეშინიათ სიკვდილზე ფიქრის, როგორ უჭირთ შესვლა ოთახში, სადაც კუბოა ან დაკრძალვაზე დასწრება, თუნდაც უახლოესი ადამიანებისა! მათ საკუთარი შვილის გვამზე მიკარებისაც ეშინიათ. რამდენ საშუალებასა და ხერხს არ მიმართავენ, რომ სიკვდილის სურათი არ იხილონ.

იოანე ოქროპირი: მარხვა ხორცისა – საზრდოა სულისა.

скачать dle 11.3