კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

NBA-ს 10 ყველაზე გავლენიანი ადამიანი

„ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში,“ ისევე, როგორც სხვა სპორტულ ასოციაციებსა და ფედერაციებში, არიან ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული გავლენით სარგებლობენ და მათ სიტყვას დიდი წონა აქვს. გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული და ცნობილი საკალათბურთო ლიგის – NBA-ს 10 ყველაზე გავლენიან პერსონას.

 

ჩარლზ ბარკლი

ერთ დროს NBA-ს ვარსკვლავი ჩარლზ ბარკლი ამჟამად ლიგის ყველაზე პროვოკაციულ ექსპერტად არის ცნობილი. პროფესიული კალათბურთის ძირითადი ღირებულებების დამამცირებელი მანერით გარჩევა, ასოციაციის პლუსებსა და მინუსებზე ღიად საუბარი და ვარსკვლავების გაკრიტიკება ბარკლის ყველაზე კარგად გამოსდის. მისი გულწრფელობა მართლა დასაფასებელია და, თუკი ჩარლზ ბარკლი ოდესმე დაანებებს თავს ექსპერტობას, ამით ლიგა უფრო დაზარალდება, ვიდრე მოიგებს.

ჯონ სკიპერი

კომპანია ESPN-ის პრეზიდენტი ჯონ სკიპერი NBA-ს მატჩების ტრანსლირების პასუხისმგებელია დევიდ ლევისთან ერთად – ადამიანთან, რომელსაც კორპორაცია „ტერნერში” მაღალი თანამდებობა უკავია და სპორტული მაუწყებლობის პრეზიდენტია. ორივე ეს კომპანია ზრუნავს რეპორტაჟებზე, მიკროფონების დაყენებაზე მოთამაშეებსა და მწვრთნელებზე, სიუჟეტების მომზადებასა და სხვა ნიუანსებზე. ამ ორი ადამიანის არყოფნის შემთხვევაში მატჩების სატელევიზიო სურათი თითქმის წარმოუდგენელია.

დოკ რივერსი

„ბოსტონ სელტიქსის” მთავარი მწვრთნელი NBA-ს ყოფილი ვარსკვლავებისთვის მაგალითის მიმცემი სპეციალისტია, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ უნდა იმუშაოს ექსვარსკვლავმა მწვრთნელად. რივერსი ცნობილია როგორც მწვრთნელი-დემოკრატი და სწორედ ის განიხილება მთავარ კანდიდატად ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების მწვრთნელის შერჩევისას. რივერსის მთავარ ღირსებად ითვლება ის, რომ მან მოახერხა, გამარჯვებულის სტატუსი დაებრუნებინა ბოსტონური კლუბისთვის და აეღორძინებინა ის ტრადიციები, რომლებიც ამ ლეგენდარულ კოლექტივს ჰქონდა წარსულში.

კრის პოლი

NBA-ს არც ერთ მოქმედ ვარსკვლავს არ აქვს კრის პოლზე მეტი გავლენა, რომელსაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს მოთამაშეების უმრავლესობასთან და, ამავე დროს, ეს არ მოქმედებს მის ბრწყინვალე თამაშზე. პლეიმეკერობის ნიჭმა კრის პოლის კლუბი – „ლოს-ანჯელეს კლიპერსი,” ლიგის აუტსაიდერიდან ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან გუნდად აქცია. პოლის ავტორიტეტის წყალობით, გუნდში არაერთი ვეტერანი ვარსკვლავი ჩაირიცხა და, შესაძლოა, წლევანდელ სეზონში „კლიპერსმა” მიზანს მიაღწიოს – ჩემპიონი გახდეს.

კევინ დიურანტი

„ოკლაჰომის” ფორვარდი კევინ დიურანტი ახალი თაობის ტიმ დანკანად მიიჩნევა, ოღონდ, არა სათამაშო სტილის, არამედ, ცხოვრებისეული ღირებულებების გათვალისწინებით. როდესაც ჯეიმს ჰარდენი „ჰიუსტონში” გადაცვალეს, რათა ფინანსების აკუმულირება მოეხერხებინათ, დიურანტმა ფინანსურ შეზღუდვებზე  თვალი დახუჭა, ხელფასის შემცირებას თავის კარიერაში ალბათ საუკეთესო სეზონით უპასუხა და ლიდერული თვისებები გამოავლინა. დიურანტი ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის სამაგალითო სპორტსმენად ითვლება, ხოლო მისი დაპირისპირება ლებრონ ჯეიმსთან თანამედროვე ტიტანების ბრძოლად არის დასახელებული.

ჯერი კოლანჯელო

კოლანჯელო შეერთებული შტატების კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. მან გაყიდა „ფინიქს სანზის” აქციათა პაკეტი და დიდი ხანია, არ აქვს კავშირი NBA-სთან, თუმცა, ლიგაში ის მაინც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, რადგან, არცთუ ბევრი ადამიანი აკონტროლებს დიდების დარბაზსა და ნაციონალურ ნაკრებს. კოლანჯელოს კომპეტენციაში შედის ნაკრებისთვის მთავარი მწვრთნელის შერჩევა და სწორედ მის სახელს უკავშირდება „დრიმ თიმისთვის” ძველი დიდების დაბრუნება.

გრეგ პოპოვიჩი

„სან-ანტონიო სპურზთან” ერთად მოპოვებული ოთხი საჩემპიონო ტიტულის შემდეგ, პოპოვიჩი ლიგის მოქმედ მწვრთნელებს შორის ყველაზე ტიტულოვანი და „დრიმ თიმის” მთავარი მწვრთნელობის ძირითადი კანდიდატია. პოპოვიჩის გავლენა დიდი ხანია, გასცდა სან-ანტონიოს საზღვრებს და მისი მოსწავლეები ნაციონალური ასოციაციის ყველაზე წარმატებული მწვრთნელები არიან, მათ შორის: ევერი ჯონსონი, დოკ რივერსი, მაიკ ბრაუნი, ჟაკ ვონი. კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც პოპოვიჩის გავლენა არ მცირდება: ზედიზედ მეთექვსმეტე სეზონია, „სან-ანტონიო სპურზი” ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობს.

ადამ სილვერი

ახალი კოლექტიური ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ადამ სილვერი – NBA-ს კომისრის მოადგილე შეეცდება საკუთარი ავტორიტეტის კიდევ უფრო გაზრდას. სილვერის მთავარი ფუნქცია იქნება ლიგის კიდევ უფრო განვითარება ბიზნესის კუთხით, როდესაც დადგება ის დრო, როცა სილვერი ლიგის  პირველკაცობაზე გააკეთებს პრეტენზიას, არავის არ უნდა გაუჩნდეს ეჭვი მის კომპეტენციაში.

ლებრონ ჯეიმსი

ჯეიმსი მსოფლიოს კალათბურთელებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს და ის თანამედროვეობის ნომერ პირველ ვარსკვლავად ითვლება. მისი ლიდერობით „მაიამი” ლიგის ჩემპიონი გახდა – ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა ოლიმპიადაზე იპირველა. მან შექმნა ახალი სათამაშო სტილი, რაშიც ათლეტიზმი, მრავალმხრივობა და ნიჭი მას ძლიერ ოპონენტებთან ბრძოლაში ეხმარება. მიმდინარე სეზონში „მაიამი ჰითი” ჩემპიონობის უპირველეს ფავორიტად ითვლება. 2014 წელს ჯეიმსი თავისუფალი აგენტი ხდება და, ცნობილია, რომ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი” და „კლივლენდ კავალიერსი” სერიოზულ ბრძოლას იწყებენ მის ხელში ჩასაგდებად.

დევიდ სტერნი

2014 წლის თებერვალში დევიდ სტერნი პენსიაზე გასვლას აპირებს და, სავარაუდოდ, მის ადგილს ადამ სილვერი დაიკავებს. სტერნის ღვაწლი NBA-ს წარმატებულ ბიზნესპროექტად ქცევაში შეუფასებელია და, ძნელად სავარაუდოა, რომ მან გადადგომის შემდეგ გავლენა დაკარგოს ასოციაციაში, რომელიც პრაქტიკულად მისი აშენებულია. თავისი მოღვაწეობის ბოლო წელსაც კი, დევიდ სტერნი ყველაზე გავლენიან ადამიანად ითვლება NBA-ში. 

скачать dle 11.3