კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს სასამართლოში საქმის განხილვა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების საფუძველზე?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე. რაც გულისხმობს, რომ, როგორც მტკიცებულებათა მოპოვებისას, ასევე, მათი სასამართლოში გამოკვლევის დროს, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით,  მხარეებს ეკისრებათ როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი მტკიცების ტვირთი. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ და მხოლოდ მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.  

კითხვა: მაინტერესებს, სასამართლოში მტკიცებულებად შემიძლია თუ არა, გამოვიყენო  უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტი, თუ მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქმისთვის?

პასუხი: გაცნობებთ, რომ საქართველოში მართლმსაჯულება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე, ანუ, ქართულად. შესაბამისად, ნებისმიერი დოკუმენტი სასამართლოში წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. რაც შეეხება უცხო ენაზე შედგენილ დოკუმენტს, მტკიცებულებას, ნებისმიერ სხვა ენაზე შედგენილ დოკუმენტს თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მას ვერ მიიღებს და, შესაბამისად, არ განიხილავს.

კითხვა:  სასამართლოში მისვლისას პირველი შეხვედრა ყოველთვის მაქვს მანდატურთან. მაინტერესებს, კონკრეტულად რა ფუნქცია აკისრია მანდატურს სასამართლოში?

პასუხი: მანდატური უწევს მეგზურობას სასამართლოს შენობაში შემსვლელ პირს. ის ამოწმებს სასამართლო პროცესის დაწყებისთვის სასამართლო სხდომის დარბაზის მზადყოფნას; ასევე, მოსამართლეების, სასამართლო პროცესის მონაწილეებისა და მოწმეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მანდატური უფლებამოსილია, აღკვეთოს სასამართლოს ტერიტორიაზე, მათ შორის, სხდომის დარბაზში ჩადენილი სამართალდარღვევა.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, სისხლის სამართლის საქმეების განხილვისთვის რა ვადებია დადგენილი პირველი ინსტანციის სასამართლოში? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეების განხილვის კონკრეტული ვადა დადგენილი არ არის. განხილვის ვადა განისაზღვრება საქმის სირთულის მიხედვით, თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლო შეზღუდულია ბრალდებულის საპატიმრო ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს პირის დაკავებიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ პრიორიტეტულად უნდა განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეფარდებული აქვს პატიმრობა.

კითხვა:  მაინტერესებს, საქართველოში სააპელაციო და უზენაესი სასამართლოები რა ვადებში განიხილავენ სისხლის სამართლის საქმეებს და რა მნიშვნელობა აქვს საქმის განხილვის ვადის დადგენას?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ სააპელაციო სასამართლო საქმეს იხილავს სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 თვის ვადაში, ხოლო საჩივრის დასაშვებობის საკითხს წყვეტს საჩივრისა და საქმის მიღებიდან 10 დღის ვადაში. საქართველოს უზენაესი სასამართლო კი საქმეებს განიხილავს სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში შესვლიდან 6 თვის ვადაში. რაც შეეხება საქმის განხილვის ვადის მნიშვნელობას, ის პირდაპირ არის დაკავშირებული საქმეთა განხილვის სისწრაფესთან, ხოლო საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტის სისწრაფე, როგორც სასამართლოში, ასევე, წინასწარ გამოძიებაში, პირდაპირ  აისახება მართლმსაჯულების განხორციელების ეფექტურობაზე.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს და რა შედეგი მოჰყვება სისხლის სამართლის საქმის განხილვისას ადვოკატის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობას?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ, თუ ადვოკატი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, სასამართლო ბრალდებულის დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფოს ხარჯზე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ, არაუმეტეს 10 დღისა. სასამართლო უფლებამოსილია, მომდევნო სხდომაზე კიდევ ერთხელ გადადოს საქმის განხილვა არაუმეტეს 5 დღით, თუ დაცვის მხარე წარმოადგენს მოტივირებულ შუამდგომლობას, რომელშიც დასაბუთებულია ადვოკატის გამოუცხადებლობის ობიექტური მიზეზი. შუამდგომლობის წარმოუდგენლობის, წარმოდგენილი შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის ან დაკმაყოფილების შემდეგ ადვოკატის კვლავ გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სხდომა გრძელდება იურიდიული დახმარების შესაბამისი სამსახურის ადვოკატის მონაწილეობით. იმ შემთხვევაში, თუ საქმე იხილება ორი ან მეტი ბრალდებულის მიმართ და სასამართლო სხდომაზე რომელიმე მათგანის ადვოკატი არ გამოცხადდა, სასამართლოს შეუძლია, საქმის განხილვა განაგრძოს სხვა ბრალდებულთა მიმართ, თუ ეს არ შელახავს ბრალდებულის ინტერესებს და გავლენას არ მოახდენს მტკიცებულებათა გამოკვლევის სისრულესა და ობიექტურობაზე. ამასთანავე, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს ადვოკატისთვის მისი მონაწილეობის გარეშე წარმოებული სასამართლო სხდომის ოქმის გაცნობა. 

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ მოქმედებს სასამართლო პროკურორის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობისას  და რა შედეგები მოჰყვება მას?

პასუხი: გაცნობებთ, რომ პროკურორის გამოუცხადებლობისას სასამართლო გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ, არაუმეტეს 10 დღისა და ამას აცნობებს საქართველოს მთავარ პროკურატურასა და ზემდგომ პროკურორს, რომელიც ვალდებულია, მომდევნო სხდომაზე უზრუნველყოს პროკურორის მონაწილეობა და სასამართლოს აცნობოს გამოუცხადებლობის მიზეზი. 

скачать dle 11.3