კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სახელით იყო ცნობილი ამჟამინდელი პუშკინის სკვერი და თბილისის რომელ ბაღში მართავდა წარმოდგენებს გერმანელი ილუზიონისტი რობერტ ლენცი მეცხრამეტე საუკუნეში

თავისუფლების, ყოფილ ერევნელის მოედანზე მდებარე პუშკინის სახელობის სკვერი თბილისის ერთ-ერთი უძველესი ბაღია. ეს ადგილი ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის 80-იან წლებში შედგენილ თბილისის გეგმებზე ჩანს და ის მაშინაც ბაღებით იყო გარშემორტყმული. ძველი ფოტოების დახმარებით შევეცდებით, გავაცოცხლოთ იმ დროის კოლორიტი.

პუშკინის სკვერი

1913 წლის თბილისის გზამკვლევში დაიწერა: „ერევნელის მოედანზე, თამამშევის ქარვასლა-თეატრის სიახლოვეს, მდებარეობს მცირე ზომის სკვერი, სადაც პუშკინის ბიუსტი დგას. მიუხედავად იმისა, რომ სკვერი ახალი გაშენებულია, ხეები და მცენარეები საკმაოდ გაზრდილია. სკვერში იყიდება მინერალური წყალი, კეფირი და რძე...”. „ახალი ბაღი”, როგორც სკვერს მანამდე უწოდებდნენ, 1885 წელს გაიხსნა ერევნელის მოედანზე, მოგვიანებით სკვერში პუშკინის ბიუსტი დაიდგა და სახელწოდება „პუშკინის სკვერი” სწორედ აქედან წარმოიშვა. აღსანიშნავია, რომ 1829 წელს, როდესაც დიდი პოეტი თბილისს ესტუმრა, სკვერის მახლობლად მდებარე სახლში გაჩერდა. პუშკინის ბიუსტის დადგმის ინიციატივა თბილისელ პოლიცმეისტერს – როსინსკის ეკუთვნოდა, რომელმაც ქალაქის სათათბიროს წარუდგინა ბიუსტის დადგმის ხელმომწერთა მიერ შეგროვილი 2 ათასი რუბლი. სათათბირომ განიხილა ინიციატივა და 1890 წლის 30 აპრილს პროექტი დაამტკიცა, რომლის თანახმად, სკვერში ბიუსტი უნდა დადგმულიყო. ბიუსტის შექმნა ტფილისში მოღვაწე პოლონელ არქიტექტორს, მოქანდაკესა და მხატვარს ფელიქს ხოდოროვიჩს დაევალა. იმპერიის არმიაში მსახურობის შემდეგ, 1863-1864 წლებში, ხოდოროვიჩი თბილისში დასახლებულა და კავკასიის სამხატვრო საზოგადოების სკოლაში ასწავლიდა. იგი კერძო და სახელმწიფო პროექტებზე მუშაობდა და მცირე ზომის სკულპტურებისა და პორტრეტების ერთ-ერთი საუკეთესო ავტორი იყო. ბიუსტის პროექტი 1891 წლის 14 მარტს პეტერბურგში დამტკიცდა. თბილისის საქალაქო სათათბიროსთან შეთანხმებით, ძეგლის ჩამოსხმა 1891 წლის 19 ოქტომბრამდე უნდა დასრულებულიყო. ბრინჯაოსგან ბიუსტი და დაფნის გვირგვინი პეტერბურგში, ვერფელის ქარხანაში ჩამოასხეს. მოქანდაკემ მოდელად პროფესორ ვიტალის მიერ პოეტის სიცოცხლეშივე გაკეთებული ნიმუში გამოიყენა. ხოლო კვარცხლბეკი დამზადდა ტფილისში, ალგეთის ქვისგან ვინჩენცო პილაჯოს ქვის საამქროში. ხოდოროვიჩი გეგმავდა, რომ ბიუსტზე პოეტის სახელი და გვარი, ასევე, მისი ნაწარმოებიდან რამდენიმე სტროფი დაეწერა, მაგრამ, ბიუსტის ზომის სიმცირის გამო, მხოლოდ ლაკონური წარწერის გაკეთება მოხერხდა: „ა. პუშკინი.” საერთო ჯამში ძეგლის დადგმა 2 236 რუბლი დაჯდა. საზეიმო გახსნის ცერემონიალი კი ბაღში 1892 წლის 25 მაისს შედგა. პუშკინის ბიუსტი მეორე ძეგლი იყო თბილისში მიხეილ ვორონცოვის ძეგლის შემდეგ, რომელიც ამჟამინდელ ზაარბრიუკენის მოედანზე, მაშინ კი ვორონცოვის მოედანზე იდგა. ბიუსტის გახსნაზე გარდაცვლილი პოეტის პატივსაცემად პანაშვიდი გადაიხადეს, რასაც  რამდენიმე მუსიკალური კომპოზიცის შესრულება მოჰყვა ვაჟთა გაერთიანებული ორკესტრის მიერ. პუშკინის ბიუსტის მსგავსი ძეგლები იმ პერიოდში ბევრი გაიხსნა რუსეთის იმპერიაში, მაგალითად, თბილისურის ანალოგიური ბიუსტი დგას სანკტ-პეტერბურგში. თავდაპირველად ბიუსტი ამჟამინდელ პუშკინის ქუჩას უყურებდა, გავრცელებული ვერსიის თანახმად, იმ დუქანს, სადაც თავად პოეტი დაბინავდა. მოგვიანებით ბიუსტისთვის კიდევ რამდენჯერმე შეუცვლიათ ადგილი და საბოლოოდ მაშინდელი სასულიერო სემინარიის მოპირდაპირე მხარეს დადგეს (ამჟამად ხელოვნების მუზეუმი). პუშკინის ბიუსტის ავტორმა ხოდოროვიჩმა, თბილისის მთავრობის დაკვეთით, კიდევ ერთი შეკვეთა განახორციელა – მისი ავტორობით, – 1903 წელს, ალექსანდროვის ბაღში დაიდგა ნიკოლოზ გოგოლის ძეგლი, რომელიც, ასევე, ბრინჯაოსგან იყო ჩამოსხმული  და ქვის პოსტამენტი ჰქონდა. სამწუხაროდ, გოგოლის ბიუსტი 1990 წელს გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა და მის ადგილას ამჟამად პეტერბურგის ექსმერის, ანატოლი სობჩაკის ძეგლი დგას. ფელიქს ხოდოროვიჩია, ასევე დიმიტრი ყიფიანისა და დავით ერისთავის ბიუსტების ავტორი (ორივე  ბიუსტი ამ გამოჩენილი მოღვაწეების საფლავებზე დგას მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში). 

პუშკინის სკვერში 1896 წლის მაისში წარმოდგენებს მართავდა ცნობილი გერმანელი ილუზიონისტი რობერტ ლენცი, რომლის სტუმრობა თბილისში დოკუმენტურად არის დადასტურებული. ის ცნობილი იყო მთელ რუსეთის იმპერიაში და ბევრს გასტროლირებდა, მათ შორის ამიერკავკასიაში. ლენცის საფირმო ფოკუსი მხედრის ცხენთან ერთად გაქრობა იყო, რის ჩვენებასაც, სავარაუდოდ, იგი არც თბილისში მოერიდებოდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ პუშკინის სკვერი არაერთი ცნობილი ფაქტის „მოწმე“ გახდა: აქ დაკრძალეს რევოლუციონერ-ტერორისტი სიმონ ტერ-პეტროსიანი, პარტიული მეტსახელით – კამო. კამოს საფლავთან ახლოს, 1925 წელს, დაიდგა იაკობ ნიკოლაძის ავტორობით შექმნილი ძეგლი, რომელიც, გავრცელებული ვერსიის თანახმად, შემდგომში პირადად იოსებ სტალინის ბრძანების საფუძველზე აიღეს, თუმცა, საფლავი დატოვეს. ზვიად გამსახურდიას მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კამოს საფლავის ქვა ააფეთქეს, რევოლუციონერის ნეშტი კი ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ვაკის ძველ სასაფლაოზე გადაასვენეს და კამოს დის, ჯავაირ პეტროსიანის მახლობლად დაკრძალეს, თუმცა, არსებობს მეორე ვერსიაც, რომ კამოს საფლავი დღემდე სკვერშია და ის მხოლოდ ფილებით არის დაფარული. 

скачать dle 11.3