კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლეგენდარული მაო ძე-დუნის შთამომავლის ტრაგიკული ისტორია საქართველოში

ქონებრივ დავასთან დაკავშირებით, სასამართლო განხილვას ზაურ გონაშვილი ვერ დაესწრო. ვერ დაესწრო ვერც თავისი ქონების აუქციონზე გაყიდვას, რადგან, ამ პროცესების პარალელურად, 2000 წლის 13 ნოემბერს ის პანკისის ხეობაში გაიტაცეს. ცნობილია, რომ იმ დროს მძიმე კრიმინალური ვითარება იყო. ორი თვის განმავლობაში მას პანკისის ხეობაში, სოფელ ხალახაწანში, გაუსაძლის მდგომარეობაში მოუწია ყოფნა. მას და რუსეთის მოქალაქე მაკიევს კბილებამდე შეიარაღებული ათი გამტაცებელი იცავდა, თუმცა, უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილებმა, აუტანელი ტანჯვის მიუხედავად, ჩაიფიქრეს, დაგეგმეს და, 58-დღიანი ტყვეობის შემდეგ, შეძლეს მცველის განიარაღება და გაკოჭვაც კი, მაგრამ, ხმაურზე დანარჩენი ცხრა ბოროტმოქმედი გამოცვივდა, რასაც სროლა მოყვა. გაქცეულებმა მოახერხეს სხვენზე ასვლა და შეძახილებით ითხოვდნენ შველას. ეს ამბავი მთელმა სოფელმა გაიგო, მოვიდა ოპერატიული ჯგუფი, ქისტი უხუცესებიც კი ჩაერთნენ საქმეში და დამნაშავეების შარიათის წესით გასამართლებასაც ითხოვდნენ, მაგრამ…  სროლების შედეგად გონაშვილი ფეხში დაიჭრა, მაკიევი თავში, თუმცა, სიცოცხლის რისკის ფასად, მათ თავისუფლების მოპოვება მაინც შეძლეს. როგორც ამ მოვლენების განვითარებიდან ჩანს, ოჯახის ტრაგედიის მიზეზი ქონებრივი დავა გახდა. სამართლიანობის აღდგენას დაზარალებული მხარე წლების განმავლობაში ცდილობდა, მაგრამ, წინა ორი ხელისუფლების დროს ეს ვერ მოხერხდა. ბუნებრივია,  რომ ამ ტიპის თემები ახლა აქტუალურია და მრავალ მოქალაქეს მიეცა უკანონოდ ჩამორთმეული ქონების კვლავ დაბრუნების იმედი. ბატონი ზაურის მეუღლე, ქალბატონი ლუსია მაო-ჩან-ლი, რომელიც, სხვათა შორის, ჩინეთის ლეგენდარული ლიდერის, მაო ძე-დუნის  ოჯახის ნათესავია, იმედს არ კარგავს და ახლაც აპირებს, მიმართოს სამართალდამცველებს, კერძოდ, პროკურატურას. ასევე, ფიქრობს მისი შვილიშვილი, ლევან გონაშვილიც, რომელმაც გამოიარა როგორც პატიმრობა, ისე  ამ ენით აუწერელ უსამართლობას შეწირული მამის ნაადრევი გარდაცვალება, მაგრამ, დანებებას არ აპირებს... 

1976 წლიდან ზაურ შალვას ძე გონაშვილი მუშაობდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ¹5-ში მდებარე ბენზინგასამართ სადგურში, დირექტორის თანამდებობაზე. 1995 წელს, პრივატიზაციის შედეგად, ზაურ გონაშვილი გახდა აღნიშნული ქონების 100 პროცენტის მფლობელი. ამავე წელს მან დააფუძნა შპს „სუპერსერვისი-95”, შემდგომში – შპს „სუპერსერვისი-ლი“, სადაც ის აირჩიეს დირექტორის თანამდებობაზე. სწორედ კერძო მესაკუთრედ გახდომის შემდეგ დაიწყო მისი ოჯახის მიმართ საშინელი ზეწოლა. ამჟამად, ქონების უკანონო ჩამორთმევისა და სხვა დანაშაულებრივ ქმედებებზე არსებობს პარლამენტის 2005 წლის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ლევან ბეჟაშვილის ხელმოწერით, რომელიც გადაეგზავნა მაშინდელ იუსტიციის მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს და სახალხო დამცველს – სოზარ სუბარს, რის შემდეგაც უნდა დაწყებულიყო სამართლიანობის აღდგენა, მაგრამ, ამის ნაცვლად, საქმე გადაეგზავნა ახმეტის რაიონულ სასამართლოს, სადაც მოსამართლე ლაბაზა დუიშვილმა გამოიტანა სრულიად გაუგებარი და უსამართლო განაჩენი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

  საქმეში არსებობს, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელიც ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ მოწოდებულ სტატისტიკური ბარათების კომპიუტერული ბაზიდან მიღებულ მონაცემებს: 2006-2007-2008 წლებში, სსკ 144-ე მუხლით (მძევლად ხელში ჩაგდება), შედგა საპროცესო შეთანხმება პარტნიორ მერაბ ტაბაღუასთან, სადაც ის აღიარებულია ზაურ გონაშვილის გატაცების ერთ-ერთ თანამონაწილედ ქონების ხელში ჩაგდების მიზნით და, საპროცესო შეთანხმების შესაბამისად, 30 000 ლარის სანაცვლოდ, გათავისუფლებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

  უკანონოდ ჩამორთმეული  კუთვნილი ქონების დაბრუნებას შეეწირა ოჯახის ორი წევრი: უფროსი შვილი – შალვა გონაშვილი, რომელმაც ვერ გადაიტანა ქონების დაკარგვა (რომლის კუთვნილი 480 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი ასევე უკანონოდ მიისაკუთრეს შპს „გეტას“ მფლობელებმა და რომელიც წარმოადგენს ცალკე დავის საფუძველს) და ზაურ გონაშვილი.

 ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარდა ჟურნალისტური გამოძიება, რა დროსაც ბატონმა ლევანმა, დუმილი დაარღვია და ინტერვიუს დასთანხმდა. ჩვენც ვცადეთ მასთან გასაუბრება.

– ბატონო ლევან, როგორ ფიქრობთ, თქვენი პატიმრობა არის თუ არა პირდაპირ კავშირში პანკისის ხეობაში მომხდარ გატაცებასთან ან ვინმეს ქონებრივ ინტერესებთან?

– ჩემი დაპატიმრება პანკისის ხეობაში ბაბუაჩემის გატაცებასთან კავშირში ვერ იქნება, რადგან მე მაშინ სულ რაღაც 12 წლის ვიყავი, თუმცა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩემი ყოფნის დროს იყო პირდაპირი ზეწოლა ბაბუაზე და ოჯახის სხვა წევრებზე. როცა ამის დრო მოვა, ამ ფაქტს აუცილებლად ყველა დაადასტურებს.

– რა სახის ზეწოლას განიცდიდნენ თქვენი ოჯახის წევრები? კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა ზეწოლა?

– ეს იყო როგორც ფსიქოლოგიური, ასევე, ფიზიკური ზეწოლა. დაკითხვის ოქმიდან ჩანს ფაქტები გატაცების შემკვეთებისგან, რამაც იმდენად იმოქმედა მამაზე, რომ სერიოზული სტრესი მიიღო. ის ძალიან მალე გარდაიცვალა.

– ამ ხნის განმავლობაში მიგიმართავთ თუ არა პროკურატურისთვის?

– პირადად მე ჯერჯერობით არავისთვის არ მიმიმართავს. კარგად მესმის, რომ პროკურატურის საქმიანობა დღეს ძალიან რთულია. გამომძიებლებთან ათასობით საქმეა შესული და ყველას აქვს იმედი, ახალი ხელისუფლების პირობებში სამართლიანობა აღდგება, მაგრამ, ჩემი და ჩემი ოჯახის საქმე წლებია, გრძელდება, თითქმის ყველა ინსტანცია აქვს მოვლილი, თუმცა, უშედეგოდ. საქმეში გასარკვევი არაფერი აღარ არის, ყველაფერი დღესავით ნათელია, საჭიროა მხოლოდ სასამართლოს საბოლოო განაჩენი, რომელიც აღადგენს სამართლიანობას. ბაბუა სიცოცხლის ბოლო წუთამდე ცდილობდა, ეპოვა სიმართლე,  ყველა ინსტანციაში ჰქონდა შეტანილი საქმე, რომელსაც  შესაბამისი უწყებები კარგად იცნობენ. საკითხი შეისწავლა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, სახალხო დამცველმა, აღარაფერს ვამბობ არასამთავრობო სექტორში შეტანილ განცხადებებზე და მათ მიერ მიღებულ შესაბამის დასკვნებზე, ჟურნალისტურ გამოძიებებზე. ერთ ფაქტზე მინდა გავამახვილო ყურადღება: 2008 წელს საქმეზე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“, რაც საეჭვოდ ემთხვევა ბაბუას გარდაცვალების პერიოდს. როგორც კადრებიდან ჩანს, ეს გაზაფხულის პერიოდია. სწორედ მაისში მოხვდა ბაბუა კლინიკაში ჩვეულებრივი პროფილაკტიკური მკურნალობის მიზნით, სადაც სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა. ქონების ამჟამინდელი მფლობელები, რომლებიც სასამართლოს მიერ გასამართლებულნი იყვნენ როგორც გატაცების შემკვეთები, მიხვდნენ, რომ ბაბუა არ აპირებდა გაჩერებას, რაც მათ სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა, ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი, მისი სამუდამოდ გაჩუმება იქნებოდა, თუმცა ეს ვარაუდია და ამით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

– თქვენი აზრით, რა შემთხვევაში აღდგება სამართლიანობა და რა შემთხვევაში ჩათვლით თავს დაცულად, რა ღონისძიებების ჩატარებაა საჭირო?

– მიმაჩნია, რომ საჭიროა ფართო აუდიტორიის, საზოგადოების უფრო მეტი ინფორმირებულობა. პრესისა და მასმედიის წვლილი ყველაზე დიდ შედეგს იძლევა ასეთ დროს, როცა საქმე ეხება ტიპური მაფიოზურ-კლანური დაჯგუფების მიერ ქონების მიტაცებას.

скачать dle 11.3